x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ინდოეთში დააკავეს 84 წლის მოხუცი, რომელმაც 12-ჯერ გაიკეთა ვაქცინა
image

ინდოეთში პენსიონერმა უკანონოდ გაიკეთა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 12 დოზა ერთ წელზე ნაკლებ დროში, სანამ მას პოლიციამ დააკავებდა. იუწყება Daily mail-ი.

ბრაჰამდევა მანდალამ სულ რაღაც 11 თვეში ათი ვაქცინა გაიკეთა და ორიც კიდევ ერთსა და იმავე დღეს ნახევარ საათიანი ინტერვალით.

დაკავების შემდეგ როგორც 84 წლის მოხუცმა თქვა, სურდა, რომ თავს უფრო ძლიერად ეგრძნო თავი პანდემიის დროს და მიაჩნდა, რომ მრავალჯერადი აცრა უხსნიდა სახსრების ტკივილს, რომელსაც ბოლო რვა წლის განმავლობაში განიცდიდა.

სერიულმა ვაქცინისტმა შეძლო დარეგისტრირება სხვადასხვა ადამიანის პირადობის მოწმობების გამოყენებით და ჯანდაცვის ოფიციალური პირების მოტყუებით.


image

ახლა მას მრავალობითი ბრალდება ემუქრება.

ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში Covid-19 ვაქცინის ორი დოზაა საჭირო იმისთვის, რომ ზრდასრული ადამიანი ან მოზარდი ჩაითვალოს „სრულად ვაქცინირებულად“, ხოლო მესამე „გამაძლიერებელი“ ე.წ. ბუსტერ-ვაქცინა კეთდება იმისთვის, რომ იმუნური სისტემა გაძლიერდეს, რადგან დროთა განმავლობაში, დაახლოებით 4-6 თვის შემდეგ იგი მცირდება. ზოგიერთმა ქვეყანამ, როგორიცაა ავსტრია, ასევე დაიწყო მეოთხე დოზის გავრცელება კონკრეტული ჯგუფებისთვის, როგორიცაა ჯანდაცვის მუშაკები, მაგრამ თორმეტი დოზა უკვე გაუგონარია და არ არის რეკომენდებული ჯანდაცვის ორგანოების მიერ.

ბატონ მანდალს, ყოფილ ფოსტალიონს, რომელიც ინდოეთის ბიჰარის შტატის სოფელ ორაიში ცხოვრობს, პოლიციამ ბრალი წაუყენა რამდენიმე მუხლით. ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს გამოძიება იმის თაობაზე, თუ როგორ შეძლო მან სისტემის ბოროტად გამოყენება.

image


პოლიციის განყოფილების ოფიცერმა დიპაკ ჩანდრა დასმა განაცხადა, რომ ბ-ნი მანდალი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ინდოეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად 188, 419 და 420 მუხლებით. თუმცა, ბრალდებულზე შეიძლება გავრცელდეს შემამსუბუქებელი გარემოებები ასაკის გამო.

image

შეგახსენებთ, ანალოგური მოხდა ახალ ზელანდიაში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი სხვების მაგივრად 10-ჯერ აიცრა, თუმცა მისი ინტერესი წმინდა ფინანსური იყო.

0
334
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0