x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134488
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
15 ღირებული ხრიკი თავის მოვლისთვის, რომლებიც ნამდვილად გამოგადგებათ

image
თავის მოვლისთვის სულაც არაა აუცილებელი ძვირადღირებული კოსმეტოლოგიური პროცესები და მოვლის საშუალებები:

1. თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, ჩვეულებრივი ან კიდევ უკეთესი ზღვის მარილი დაგეხმარებათ. უბრალოდ დაამატეთ 2-3 ს.კ. თქვენს საყვარელ შამპუნში და თმის ძირები უფრო დიდხანს დარჩება სუფთა.image

2. ხშირი წამწამებისა და წარბებისთვის- არ გადააგდოთ თქვენი ძველი ტუშის კონტეინერი. გარეცხეთ და შეურიეთ აბუსალათინის ზეთი, ვიტამინი E და ალოეს წვენი ერთმანეთს. ტუშის ფუნჯი მოსახერხებელია წამწამებზე და წარბებზე წასმისთვის. გააკეთეთ ეს ყოველ საღამოს ძილის წინ ერთი თვის განმავლობაში და შედეგსაც იხილავთ.image

3. თვალის ქვეშ სილურჯეებისთვის- თუ მოგწონთ არომატული ყავა, მოდუღების შემდეგ ნალექი არ გადაასხათ. თანაბარ ნაწილად შეურიეთ ქოქოსის ზეთს და წაისვით კანზე თვალების ქვეშ და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. გამოიყენეთ ეს ნიღაბი კვირაში დაახლოებით 3-4 ჯერ.image

4. თქვენ ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ ანტიცელულიტური სახვევი სახლში. მაგალითად, აურიეთ 2 ს.კ. გახეხილი ჯანჯაფილი, 5 ს.კ. კოსმეტიკური თიხა და 10 ს.კ. თბილი წყალი. მიღებული ნაზავი წაისვით სხეულის პრობლემურ ადგილებში (მუცელი, გვერდები, ბარძაყები, მკლავები), შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი. გაიჩერეთ ყველაფერი 1 საათით, შემდეგ აკი ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა საწიროა კვირაში ერთხელ მაინც.image

5. შუგარინგი თმის მოცილების ერთ-ერთ საუკეთესო სახეობად ითვლება. ნაკლებად მტკივნეულია, არ ტოვებს გაღიზიანებას, ჩაზრდილ თმებს და უხეშ თმას. პასტის მოსამზადებლად შეურიეთ 1/4 ჭიქა ლიმონის წვენი, 2 ჭიქა შაქარი და 1/4 ჭიქა წყალი ერთმანეთს. გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ნარევი არ გახდება ოქროსფერი. გააგრილეთ და წაისვით ფეხებზე თმის ზრდის საწინააღმდეგოდ. შემდეგ მკვეთრად მოიცილეთ პასტა.image

6. ქოქოსის ზეთის და თაფლის თანაბარი ნაზავი ლავანდის ზეთის რამდენიმე წვეთთან ერთად კარგად მოქმედებს ფრჩხილების გასამაგრებლად. ნაზავი შეგიძლიათ ჩაასხათ ფრჩხილის ლაქის ცარიელ ბოთლში.image

7. თუ დაიღალეთ შავი წერტილებით ცხვირზე ან ნიკაპზე, გამოიყენეთ მარტივი ნიღაბი. შეურიეთ 1 ჩ.კ. თბილი წყალი, 1 ს.კ. ფქვილი და 1 ჩ.კ. თაფლი. დაიტანეთ ნარევი ბამბის ტამპონზე ან ბინტზე, წაისვით კანის პრობლემურ უბანზე და ჩამოიბანეთ 10-15 წუთის შემდეგ.image

8. თუკი იღლიაში და იდაყვებზე მუქი ფერის კანი გაწუხებთ, დაიტანეთ მასზე კომპრესები გახეხილი კარტოფილით და გაიჩერეთ ნახევარი საათი.image

9. სოდას შეუძლია დაამშვიდოს თქვენი კანი და შეამციროს მზის დამწვრობის სიწითლე. დაიდეთ სოდიანი კომპრესი 10-15 წუთის განმავლობაში და შვებასაც იგრძნობთ.image

10. იმისათვის, რომ ქუსლები ყოველთვის გლუვი გქონდეთ, მოამზადეთ აბაზანა-2 ჭიქა თბილ წყალში გაურიეთ 1/2 ჭიქა სოდა და 1 ჭიქა ძმარი. გააჩერეთ ფეხები ხსნარში 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაიშრეთ პირსახოცით და წაისვით მკვებავი კრემი. image

11. შავი წერტლების გამწმენდი ცნობილი ნიღაბი თავადაც შეგიძლიათ დაამზადოთ. უბრალოდ აურიეთ 2 ს.კ. დაქუცმაცებული ნახშირი და თბილ წყალში გახსნილი 1, 5 ს.კ. ჟელატინი. ნარევი წინასწარ გააცხელეთ მიკროტალღურ ღუმელში, რათა მიიღოთ გლუვი, ჟელესმაგვარი მასა. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ.image

12. კბილების ნაზად გათეთრება შესაძლებელია მარწყვისა და სოდის საშუალებით. 1 ჩ.კ გახეხილი კენკრა და 1 ჩ.კ. საცხობი სოდა შეურიეთ ერთმანეთს და გამოიყენეთ ეს მასა კბილის პასტის ნაცვლად თვეში დაახლოებით 2-ჯერ.image

13. იმისათვის, რომ თქვენი კანი დღის ბოლოსაც კი არ გამოიყურებოდეს დაღლილად და გამოფიტულად, გამოიყენეთ გამაგრილებელი სახის სპრეი. მისი მომზადება შესაძლებელია ალოეს გელის შერევით (შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში ან თავად გააკეთოთ) სუფთა წყალთან 1:3 თანაფარდობით. ჩაასხით ხსნარი სპრეის ბოთლში და გამოიყენეთ მთელი დრის განმავლობაში.image

14. იმისათვის, რომ თმა მთელი დღის განმავლობაში სურნელოვანი იყოს, შეისხურეთ სავარცხელზე და რამდენჯერმე გადაიტარეთ თმაზე.image

15. თუ გსურთ შეინარჩუნოთ მკერდის მკვრივი ფორმა, წაისვით ვაზელინი ყოველ საღამოს ძილის წინ. ორი კვირის შემდეგ შეამჩნევთ, რომ კანი უფრო ელასტიური და დატენიანებულია.image

0
290
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0