x
image
მანანა თურმანიძე
ცნობილების სიყვარულის ისტორია
image

ოდრი ჰეპბერნისა და ჰუბერტ დე ჟივანშის სიყვარულის ამბავი


ეს არის მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ხანგრძლივი პლატონური სიყვარულის ისტორია, რომლის მსგავსიც თითქმის არასოდეს ყოფილა. 1953 წელს, „საბრინა“-ს გადაღებისას, ოდრი ჰეპბერნი ეწვია პარიზში ფრანგი კუტურიეს, ჰუბერტ დე ჟივანშის სტუდიას, რათა განეხილა ფილმისთვის კაბების დიზაინის შესაძლებლობა. ჟივანში ელოდა იმ დროისთვის უკვე ძალიან ცნობილ კეტრინ ჰეპბერნს. მისდა გასაოცრად, სტუდიაში ჩამოვიდა ოდრი, რომელიც, მისი აღწერით იყო „ძალიან გამხდარი ადამიანი, ლამაზი თვალებით, მოკლე თმით, სქელი წარბებით, ძალიან პაწაწინა შარვლებით, ბალერინის ფეხსაცმლით და პატარა მაისურით. თავზე ედო ჩალის გონდოლიერის ქუდი, ირგვლივ წითელი ლენტით“. მან უარყო ოდრის მიწვევა და უთხრა: „არა, მადმუაზელ, მე არ შემიძლია თქვენი ჩაცმა“.


image



თუმცა, ჰეპბერნმა არ დაიშალა და ჟივანში სადილზე მიიპატიჟა. იმ ღამის მიწურულს, ამბობენ, რომ კუტურიე მოექცა მისი ჯადოქრობის, ან, როგორც მან განაცხადა, "მისი სილამაზის, პიროვნების და სულის სიმსუბუქის" ტყვეობაში.


image


ასე დაიწყო შემოქმედებითი მეგობრობა, რომელიც გაგრძელდა მანამ, სანამ ჰეპბერნი არ გარდაიცვალა 1993 წელს. „მან დამიყოლია, როგორ გამიმართლა, რომ დავთანხმდი“, თქვა მოგვიანებით ჟივანშიმ. ბრიტანული წარმოშობის კინოვარსკვლავის გრაციოზულობით განთქმული ზოგიერთი, ყველაზე ცნობილი იმიჯის უკან, არისტოკრატი ფრანგი დიზაინერის კრეატიული გონება იდგა. ჰეპბერნი იყო ჟივანშის მუზა და მეგობარი 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რომლის შესახებაც ის ამბობდა: „ეს არის ერთადერთ სამოსი, რომელშიც მე ვარ ის, ვინც ვარ. ის ბევრად მეტია, ვიდრე კუტურიე, ის არის პიროვნების შემქმნელი“.


image


როგორც ჩანს, 1953 წელი განაკუთრებული იყო ოდრი ჰეპბერნის ცხოვრებაში. ამ წელს მან მიიღო ოქროს გლობუსი, ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის დრამაში და გახდა ოსკარის მფლობელი, როგორც საუკეთესო მსახიობი ქალი, ფილმში „რომაული არდადეგებები“. მათი შეხვედრა ბედმა სწორედ ამავე წელს განსაზღვრა და ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, რათა თითოეულ მათგანს ეპოვა თავი, მეორეს წყალობით. ოდრი ჰეპბერნი და ჰუბერტ დე ჟივანში განუყოფელნი იყვნენ. შესაძლოა ისინი ყოფილიყვნენ ოკეანის სხვადასხვა მხარეს, მაგრამ უხილავად მუდამ გვერდიგვერდ იყვნენ. რა აკავშირებდა ნიჭიერ მსახიობს და ბრწყინვალე დიზაინერს რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში და რატომ ვერ დარჩა ოდრის წასვლის შემდეგ, ჰუბერტი მის პროფესიაში?


image


მიუხედავად იმისა, რომ ჟივანშის სამოდელო სახლში მისი პირველი ვიზიტის დროს ოდრი უკვე ცნობილი იყო და შესრულებული ჰქონდა თავისი პირველი მთავარი როლი "რომაულ არდაგებებში", საფრანგეთში ჯერ კიდევ არ იცოდნენ ამომავალი ამერიკელი ვარსკვლავის შესახებ. „რომალული არდადეგები“ საფრანგეთის კინოთეატრებში ცოტა მოგვიანებით გამოჩნდა.


image


ოდრიმ პარიზში მისი გმირისთვის კინოფილმში "საბრინა" კოსტუმების შერჩევისას დიდი დრო დაუთმო სხვადასხვა ფრანგი კუტურიეს მოდელების განხილვას, იმ იმედით, რომ იპოვიდა სწორედ ისეთ სამოსს, რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდებოდა. ახალგაზრდა დიზაინერმა, რომელმაც თავისი მოდის სახლი პარიზში ოდრის ჩასვლამდე ერთი წლით ადრე გახსნა, გოგონას ყურადღება სამოსის სიახლითა და ორიგინალურობით მიიპყრო. მას ეჩვენებოდა, რომ ამ კუტურიეს მოდელები მას მშვენივრად მოერგებოდა. დრომ აჩვენა, რომ ის არ შემცდარა.


image


თუმცა, პირველი შეხვედრისას, მოდის მომავალი ვარსკვლავი, ტრენდსტერი, რომელიც მიმართულებას შექმნის, ძალიან იმედგაცრუებული დარჩა. ის ელოდა სრულიად განსხვავებულ მსახიობს, რომელმაც ითამაშა ფილმში "ადამის ნეკნი". მას ერქვა კეტრინი და მხოლოდ გვარი ემთხვეოდა ოდრის გვარს. საუბარი არ ყოფილა უცნობისთვის ახალი კოსტიუმების შეკერვაზე; ჟივანშიმ მას შესთავაზა შეერჩია კოსტიუმები მზა მოდელებისგან. სხვათაშორის, მსახიობს შემოთავაზებული კოსტიუმები მოეწონა, გადასაღებად რამდენიმე მათგანი კიდეც შეარჩია. ისინი მშვენივრად ერგებოდნენ არა მხოლოდ მისი გმირის იმიჯს, არამედ მშვენივრად უსვამდნენ ხაზს თავად მსახიობის პიროვნებას.


image


ფილმმა "საბრინა" შემდგომში მოიპოვა ოსკარი თავისი კოსტიუმების წყალობით, მაგრამ პრესტიჟული ჯილდო, როგორც ფილმის ოფიციალურმა კოსტიუმერმა, მიიღო ედიტ ჰედიმ. თუმცა, ოდრი ჰეპბერნმა არაერთხელ აღნიშნა თავის ინტერვიუებში, რომ მისი ჩაცმულობა იყო ახალგაზრდა პარიზელი მოდის დიზაინერის ჰუბერტ დე ჟივანშის ახალი კოლექციიდან. ამის წყალობით, კუტურიეს ბევრი ახალი კლიენტი გაუჩნდა, მან ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მოდის სამყაროში. ამიტომ, როდესაც ოდრი პარიზში გაფრინდა, რათა ბოდიში მოეხადა ჟივანშისთვის, მან მსახიობს მადლობა გადაუხადა საკუთარი დიდებისთვის. ეს დღე მათი უწყვეტი მეგობრობის დასაწყისად იქცა.


image


ახლა უკვე საკმაოდ ცნობილმა ოდრი ჰეპბერნმა, გადაღებებში მონაწილეობის კონტრაქტების გაფორმებისას განაცხადა, რომ მისთვის ყველა კოსტიუმს მხოლოდ ჰუბერტ დე ჟივანში შექმნიდა. უნდა ითქვას, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც, ცნობილ მსახიობს, ასევე უცვლელად ეცვა საყვარელი დიზაინერის სამოსი და მტკიცედ მისდევდა მის რჩევებს.


image


ის ყოველთვის საოცრად მოდურად და ელეგანტურად გამოიყურებოდა, მისი სამკაულები იდეალურად ერწყმოდა კოსტიუმებსა და კაბებს. მსახიობი თმის ვარცხნილობის შეცვლასაც კი, მხოლოდ ჟივანშის კონსულტაციის შემდეგ თანხმდებოდა. ფილმებში „საუზმე ტიფანისთან“, „მხიარული სახე“, „როგორ მოვიპაროთ მილიონი“ და „შარადა“ ოდრი ბრწყინავდა ჰუბერტის კაბებში, შემდეგ კი მილიონობით ქალი, სხვადასხვა ქვეყნიდან, ცდილობდა მისი იმიჯის და სტილის კოპირებას.


image


ჟივანშის უკვე ჰყავდა ბევრი მდიდარი და გავლენიანი კლიენტი, მათ შორის ჟაკლინ კენედი, მაგრამ ოდრი იყო მისი მუზა, მისი შთაგონება და მეგობარი. მოდის დიზაინერისა და მსახიობის გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ მის ატელიეში ჰეპბერნის მანეკენი გაჩნდა. მასზე იყო ვარსკვლავის ყველა სამოსი მორგებული და ის არასდროს შეცვლილა, ვინაიდან თავად მსახიობმა ფიგურა მთელი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნა.


image

ჰუბერტი მსახიობს გვერდში ედგა სიხარულის მომენტებში და რთულ დღეებში. ის მზად იყო ცრემლები მოეწმინდა, როცა პირველ ქმარს დაშორდა, მან შეუკერა განსაცვიფრებელი საქორწილო კაბა ანდრეა დოტისთან ქორწინებისას. სწორედ ჰუბერტის მხარზე ტიროდა ოდრი, როდესაც გლოვობდა მისი ახალშობილი შვილის სიკვდილს, ჰუბერტს ხელში ეჭირა ოდრის ვაჟი შონი, რომლის ნათლიაც გახდა.


image

როდესაც მსახიობმა ჰუბერტს უამბო თავისი ოცნების შესახებ, ჰქონოდა საკუთარი უნიკალური სურნელი, მან მიიწვია ფრენსის ფარბონი, ერთ-ერთი საუკეთესო პარფიუმერი, რომელმაც შექმნა ექსკლუზიური სუნამო "ბავშვი ოდრისთვის". როდესაც ერთი წლის შემდეგ სუნამო "L'Interdit" გაყიდვაში გამოვიდა, ის ნამდვილ ბესტსელერად იქცა. ყველას სურდა ვარსკვლავის სუნამო ეცადა.

image


ჰუბერტი ყოველთვის იყო ოდრის გვერდით. ავადმყოფობის დროსაც არ ტოვებდა მას. საშინელ ტკივილს განიცდიდა მისი მუზა, მისი საყვარელი მსახიობი, მას კი თავი ეჭირა და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც კარს მიიხურავდა, ცრემლებს ვერ იკავებდა. აშკარა იყო, რომ ოდრი ტოვებდა და ამ სამყაროში მისი შენარჩუნება მას არ შეეძლო. ჰუბერტი კვლავაც მზად იყო მისი ნებისმიერი ახირება შეესრულებინა. როდესაც ოდრიმ სიკვდილამდე სულ ცოტა ხნით ადრე მოისურვა შვეიცარიაში გამგზავრება, მან გაუგზავნა პირადი თვითმფრინავი, ის ხომ მუდამ ზრუნავდა მეგობრის კომფორტზე.


image


სიცოცხლის ბოლოს მსახიობმა დიზაინერს მუქი ლურჯი ფერის ქურთუკი აჩუქა და უთხრა: „როცა მოწყენილი იქნები, ჩაიცვი და გამბედაობას შეგმატებს“. მისი გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგაც კი, ემოციებით აღსავსე ჟივანში იტყვის: „ჟენევიდან პარიზამდე ვტიროდი იმ ქურთუკში, რომელიც მან მაჩუქა“.


image


ასე დასრულდა ეპოქა და გრძელვადიანი სიყვარულის ისტორია დიზაინის ელეგანტურ მაგნატსა და ფილმისა და მოდის ძალიან საყვარელ ვარსკვლავს შორის. მოგვიანებით ჟივანში ჰეპბერნზე ამბობდა: „ის იყო ჯადოქარი, რომელიც შთაგაგონებდა სიყვარულსა და სილამაზეს და ფერიები საერთოდ არ ქრებიან“.

0
231
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0