x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
“გარდაცვლილ ადამიანზე ღლიცინი მაგრად მეყ@@@@ბა“ - რას წერს გუკა რჩეულიშვილი

image

"ცენტრ პოინტის"-ის დამფუძნებელი, გუკა რჩეულიშვილი პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალებაზე "მოღლიცინეებს" "ფეისბუქის" საშუალებით მიმართავს და ყველა მათგანს ფარისეველს უწოდებს. მისი თქმით, ვინც ცოტა ხნის წინ, ერთი "ადამიანის" სიცოცხლეს ჰუმანურობის ეგიდით იცავდა, დღეს ის სხვისი "სიცოცხლის" უფლებაზე ღადაობს. გუკა რჩეულიშვილის ვრცელ ფეისბუქპოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"გარდაცვლილ ადამიანზე ღლიცინი მე პირადად მაგრად მეყ****ბა მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და რეზო ამაშუკელის ღირებულებათა შორის აშკარა დისონასი იყო და არის.

თანაგრძნობა და კეთილმოსურნეობაა უზენაესი არაეგოისტური სიკეთეა ჩემი აზრით. ვუთანაგრძნობ მის ოჯახს...

რავიცი ჩემო მეგობრებო, ცოტა ფარისევლური სურნელი დგას ვოლებზე. ის ხახლი რომელიც ცოტა ხნის წინ (ჩემთან ერთად) ერთი "ადამიანის" სიცოცხლეს იცავდა ჰუმანურობის ეგიდით, ამტკიცებდა რომ არა კერპის არამედ ჩვეულებრივი მოკვდავის უფლებას იცავს, დღეს სხვის თანაბარ "სიცოცხლის" უფლებაზე ღადაობს.

სიკვდილზე ღადაობა თუ მოსულა, ესეიგი ყველას სიკვდილზე მოსულა განურჩევლად პარტიული თუ სოციალური სტატუსისა. შევ**ი ყველა კერპს, გინდ ჩემი იყოს და გინდ თქვენი))) პრობლემა ღლიცინში კი არ არის, უბრალოდ ზუსტად ისევე მოსულა იესოს გარდაცვალებაზე ღადაობა როგორც რეზოსი, ედიკასი, გელა ჩარკვიანის და მომავალში მიშასი და ბიძინასი.

კერპებშია პრობლემა, თორემ ვინც ჩამოვთვალე ყველა ერთნაირად ფსავდა და ჭამდა...

პ.ს "თანასწორობა" უზენაესი ფასეულობაა, მიუხედავად იმისა "ადრესატი" მაგ პრონციპს იზიარებს თუ არა" - წერს გუკა რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის არაერთი ლექსისა თუ და პოემის ავტორია, რომლებიც ჯერ კიდევ 1957 წლიდან იბეჭდებოდა. პოემისთვის "ძახილი" 1968 წელს მას საქართველოს კომკავშირის პრემია მიენიჭა. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანიც. ამაშუკელი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, არის ასევე გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატიც.

0
528
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
528