x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134500
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
"ყველა კრიზისი გავიარე და მაინც დამემართა" - რა შეემთხვა ინგა გრიგოლიას

image


"ტვ პირველის" ჟურნალისტსა და გადაცემა "რეაქციის" წამყვანს ინგა გრიგოლიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა და ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო საკუთარ ფეისბუქმეგობრებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.


"ყველა კრიზისი გავიარე და მაინც დამემართა. კოვიდ დადებითი ვარ. მიხედეთ თავს. ძალიანაა აფეთქებული" – წერს ინგა გრიგოლია პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 2 953 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 085 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია - 1 925 შემთხვევა, აჭარაში - 336, იმერეთში - 218, ქვემო ქართლში - 80, შიდა ქართლში -65, გურიაში - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთში -126, კახეთში -63, მცხეთა-მთიანეთში -26, სამცხე-ჯავახეთში -34, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -3.


2022 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელია - 11, 47%-ი, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 7, 76%-ი, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი - 9, 57%-ი.




0
342
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
342