x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134417
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
"სიკვდილიც კი არ გაშოშმინებთ ისეთი არარაობები ხართ!" - ნინო ჯღარკავა "ნაციონალებს" მიმართავს

imageჟურნალისტი ნინო ჯღარკავა პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალებას ეხმაურება და იმ ადამიანებს (უფრო სწორად რატომღაც კონკრეტულად მარტო ენმ-ს წევრებს) მიმართავს, რომლებიც პოეტს აუგად მოიხსენიებენ:

"მამალი ნაციდეოლოგი ნიკა რურუა რომ გარდაიცვალა, არცერთს უკადრისი არ დაგვიწერია, ნაცების გუნდრუკის მკმეველი მსახიობი ოთარ კობერიძე რომ გარდაიცვალა, არც იქ გვიკადრებია და ღირსეულად მივუსამძიმრეთ მის ოჯახს, ნაცლიდერი კახა ბენდუქიძე რომ გარდაიცვალა, არც გვიკადრებია მიცვალებულის გინება, თქვენ კი თქვე მართლა დინოზავრო ნაცებო, ეს რეებს კადრულობთ რეზო ამაშუკელზე, ეს რას უშვებთ თქვენი ბინძური პირებიდან, სიკვდილიც კი არ გაშოშმინებთ ისეთი არარაობები ხართ! აი ეს განსხვავებაა ჩვენს შორის და იმიტომაც ხართ სანაგვეზე!აწი აღარ შეგვეცოდებით არცერთი წუთით! რომელ შერიგებაზე გველაპარაკებით თქვე კაციჭამიებო!" - წერს ნინო ჯღარკავა.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსმა და მწერალმა ერეკლე დეისაძემ სარკასტული, ირონიული ექსპრომტი გამოაქვეყნა რეზო ამაშუკელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით:

რეზო ამაშუკელის ხსოვნას
გედავებოდნენ სინდისზე,
შენ ოცნებობდი სხვა ცებზე,
როგორც იესომ სიკვდილზე,
შენ გაიმარჯვე ნაცებზე.
10 იანვარი. 2022.

რასაც უმალ "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარმაიას არანაკლებ ირონიული პასუხი მოჰყვა:

"არა მარტო ამაშუკელზე, აწ უკვე, დეისაძეზეც ან კარგს ამბობენ, ან არაფერს."

0
894
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
894
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0