x
image
ქეთი1988
Mediator image
15 უცნაური ნივთი, რომლებიც შემთხვევით იპოვეს და ახსნა ვერ მოუძებნეს, ინტერნეტში კი ყველაფერს ფარდა აეხადა

image
ყველაფრის ცოდნა უბრალოდ შეუძლებელია, სწორედ ამიტომაა კარგი ინტერნეტი, სადაც შეგიძლია რაღაც კითხვა დასვა და სწორ პასუხს უმალვე უამრავი ხალხისგან მიიღებ:

1. “პატარა მინის კოლბა მაგნიტის ბურთებით შიგნით, მეგობარმა იპოვა თევზაობის დროს, რა შეიძლება, რომ იყოს?"imageპასუხი: ეს არის პლასტმასის სატყუარას სათამაშო. ფოლადის ბურთები დალუქულია ბოროსილიკატური მინის შიგნით.


2. “ნაპოვნია ძველ ფურგონში. ხის, ლაქირებული, წარწერით "ციხის სამსახური ჰ.მ". გახსნილი გამურულს ჰგავს"imageპასუხი: ეს არის ციხის სანთებელა. ერთ ხვრელში ისმება სილიკონის, ბორბლისა და ზამბარისგან (კაჟისაგან)დამზადებული აალების სისტემა, მეორეში კი ფითილი, ან, როგორც წესი, იატაკის საწმენდის თოკი.


3. “პატარა ქინძისთავი კარის ბოლოზე, რომელიც იფარება დახურვისას. არა მგონია, ეს რაიმესთან იყოს დაკავშირებული. გასაღებს წააგავს, მაგრამ ეს მისთვის უცნაური ადგილია. მდებარეობს 1939 წლის ძველი სახლის კარის ბოლოს, რომელიც ახლახან ვიყიდე"imageპასუხი:ეს მოწყობილობა შექმნილია იმისთვის, რომ ჩართოს შუქი, როდესაც კარი იღება და გამორთოს, როდესაც კარი იკეტება. ”


4. “მანძილის საზომი უნდა იყოს?''imageპასუხი:ეს არის ძველი ქაღალდის რუკებისთვის. უბრალოდ დახაზეთ თქვენთვის სასურველი მარშრუტი და გამოიყენეთ მრიცხველი და რუკის მასშტაბი კმ-ში, რათა დადგინდეს რეალური მანძილი.


5. “მეგონა ბანანების საჭერი იყო, მაგრამ წვეტების ნაცვლად ზამბარა აქვს''image
პასუხი: ეს ღვინის ბოთლის დამჭერია.image

6. “მინის ძველი რაღაცები ნახატებით, რა არის?"image
პასუხი: ეს სლაიდ-შოუა პროექტორისთვის, კინოს წინაპარიimage

7. “
ძველი ვერცხლის ჭურჭელი, გაუგებარია რისთვისაა"imageპასუხი: ეს არის კოვზი ზეთისხილისთვის, ჩანგალი ლიმონისთვის და ბოლოს ყინულის ასაღები.


8. “ბებიაჩემის ნივთებში ნაპოვნი პატარა ლითონის კონტეინერი. ნებსებსა და ძაფებში იდო. შიგნით ცარიელია"imageპასუხი: ეს ჯიბის საფერფლეა


9.
“ნაპოვნია ლითონის დეტექტორის საშუალებით მინესოტას პარკში, სადაც ასევე აღმოაჩინეს 1860-იანი წლების სხვა ნივთები."imageპასუხი:ეს არის ტყვიის ჯარისკაცების ჩამოსხმის ფორმის ნახევარი.


10. “ნაპოვნია გარდაცვლილის სახლის დასუფთავებისას. ერთი შეხედვით, თითქოს სითხის შესანახია, მაგრამ ბოლოში დიდი ხვრელია. ეს რა არის?"imageპასუხი:მწერების მახეა, ძირში ასხამენ ტკბილ სითხეს და ჭურჭლის სარეცხ საშუალებას. მწერები დაფრინავენ შიგნით, ჭურჭლის სარეცხი საშუალება ხსნის ზედაპირულ დაძაბულობას და ფარავს მათ. ისინი კვდებიან და იძირებიან.


11. “რაში სჭირდება ამ მანქანას მეტალის ჩარჩო?"imageპასუხი:სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისთვის, როგორიცაა თაბაშირ-მუყაოს ფილა და ხე


12. “სპილენძის ნივთი, რომელიც მუდამ ბუხართან იდგა. ჩემს ოჯახს არცერთს არ აქვს წარმოდგენა რა არის ეს"image

პასუხი:ესაა უთო ბაფთებისა და ლენტებისთვისimage

13. “წვნიანის ქვაბია? ციხე-კოშკში დალაგებისას ვიპოვე, დამეხმარეთ იმის გარკვევაში, თუ რა არის"imageპასუხი: ესაა ღამის ქოთანი, რომელშიც ჭამის შემდეგ წვნიანი ინახება


14. “ეს დატოვეს ჩვენი ახალი სახლის ყოფილმა მეპატრონეებმა (სამზარეულოში, საკუჭნაოს გვერდით). შუშის ნაწილი არის მოსახსნელი და აქვს ქვედა ნაწილი"image
პასუხი:ეს არის სანთლის ფარანი, სანთელი ჩასმულია კოლბაში, რათა ის გამოიყენო გარეთ."image

15. “ეს არის ვიწრო "კარადა", რომელიც მდებარეობს სამზარეულოში. ბოლომდე გამოხსნის შემთხვევაში დიდ საჭრელ დაფას ჰგავს, შესაძლოა 50-60 სანტიმეტრი იყოს სიგრძით"imageპასუხი:ეს არის გამოცხობისთვის. დადებთ დახლზე ან მაგიდაზე და მოზელთ ცომს და აკეთებთ პურს ან ფუნთუშებს


















0
791
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
791
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0