x
მეტი
  • 03.10.2022
  • სტატია:122715
  • ვიდეო:355138
  • სურათი:494991
ეკატერინე მწითურიძე - ულამაზესი თბილისელი ქალი, რომელიც რუსეთში მილიონერი გახდა
image

50 წელი შეუსრულდა დღეს ულამაზეს და უცხოეთში მოღვაწე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქალს, ეკატერინე მწითურიძეს.


ეკა თბილისში დაიბადა 1972 წლის 10 იანვარს, მამა გეოლოგი ჰყავდა, ხოლო დედა პროვიზორ-ფარმაცევტი.სხვათა შორის ეკას სახელი მშობლებმა ცნობილი ფრანგი მსახიობის, კატრინ დენევის საპატივცემლოდ დაარქვეს, რომელმაც სსრკ-ში პირველ რიგში "შერბურული ქოლგებით"(1964) მოიპოვა პოპულარობა.


ბავშვობიდანვე უყვარდა კინო და განსაკუთრებით ქართული ფილმები, ამიტომ შემთხვევითი არ იყო, რომ 1991 წელს მუშაობა დაიწყო ჟურნალ "სინემაში" და "ეკრანის სიახლეებში" .


1994 წელს ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ის­ტო­რი­ის და კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტე­ტი და­მ­თავ­რების შემდეგ საქართველოს "მეორე არხზე" დაიწყო მუშაობა.


უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გოგონას მშობლები გაიყარნენ, რის გამოც თავი რომ ერჩინათ, დედასთან ერთად სა­ცხოვ­რებ­ლად რუ­სეთ­ში გა­და­ვი­და. ჯერ მოს­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წედ მუ­შა­ობ­და(1995 წელს) შემ­დეგ კი რუ­სე­თის "პირ­ველ არხზე" დი­ლის გა­და­ცე­მა­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, სა­დაც ნაც­ნო­ბო­ბის დახმარებით მოხ­ვდა. გადაცემაში Телеутро

image

.


1996 წლის შემოდგომიდან ეკატერინა მწითურიძეს ამავე ტელევიაზიაში მიყავდა საავტორო რუბრიკა „ეს არის ფილმი“, ერთი წლის შემდეგ მას დაარქვა „დილა მშვიდობისა“.


2001 წლის ივნისში იგი იყო FIPRESCI-ს ჟიურის წევრი მოსკოვის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე. 2002 წლის მაისში იყო კანის 55-ე საერთაშორისო კინოფესტივალის FIPRESCI ჟიურის წევრი. 2003 წლის ივნისში იყო მოსკოვის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალის სადებიუტო ფილმების ჟიურის წევრი.

image

2006 წელს ტელეწამყვანმა შექმნა საკუთარი პროექტი, თოქ-შოუ, რომელიც ეძღვნება რუსული ფილმების გახმაურებულ პრემიერებს, "პრემიერა მაყურებელთან ერთად".


2008 წლის მაისში იყო კანის 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი. (პროგრამით"გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხედ­ვა")ამავე დროს, თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად, მან დააარსა რუსეთის პავილიონი კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე და გახდა მისი დირექტორი.

image

2011 წელს ეკატერინე მწითურიძე "როს­კი­ნოს" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად ინიშნება.


2012 წლის ივნისში მოსკოვის 34-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა რუსული კონტენტის პირველი საერთაშორისო ტურისტული კინომარკეტი "DOORS".


2012 წლის ნოემბერში მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აშშ-ს უდიდეს ინტერნეტ პორტალთან - HULU - 12 ახალი რუსული ფილმის დისტრიბუციაზე.

image

2014 წელს მწითურიძემ მოახერხა ხელშეკრულების დადება ამერიკულ უდიდეს ინტერნეტ პორტალთან - HULU-სთან CTC არხის რუსული სერიალების გავრცელებაზე.


2014 წლის ოქტომბერში იგი გახდა სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო მედია ფორუმის გენერალური პროდიუსერი.


2014 წელს იგი პირველად მოგვევლინა ფილმის პროდიუსერად ფილმში "მერვე".


2015 წელს იგი გახდა მოსკოვის პირველი ებრაული კინოფესტივალის ჟიურის წევრი, ხოლო 2016 წელს - მოსკოვის მე-2 ებრაული კინოფესტივალის.

image

2017 წლის ოქტომბერში მწითურიძემ პრესას დაწვრილებით განუცხადა, რომ ორჯერ, 2003 წელს ბერლინის კინოფესტივალზე და 2004 წელს ვენეციის კინოფესტივალზე, იგი გახდა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, ჰო­ლი­ვუ­დე­ლი პრო­დი­უ­სე­რის, ჰარ­ვი ვა­ინშტა­ი­ნის მხრიდან.

როგორც Hollywood Reporter წერს, მწითურიძე ვა­ინშტა­ინს პირ­ვე­ლად 2003 წელს შეხ­ვდა ბერ­ლინ­ში, რო­დე­საც ის ჯორჯ კლუ­ნის­თან ინ­ტერ­ვი­უ­ზე მუ­შა­ობ­და.

პრო­დი­უ­სერ­მა ტე­ლე­წამ­ყვანს უთხრა, რომ რუ­სუ­ლი კულ­ტუ­რა აინ­ტე­რე­სებ­და და სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში ვახ­შა­მი შეს­თა­ვა­ზა.

"ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და და ვუ­თხა­რი, რომ ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იქ­ნე­ბო­და მას­თან სტუმ­რო­ბა, თუმ­ცა ეს შეხ­ვედ­რა არ ესი­ა­მოვ­ნე­ბო­და ჩემს მე­გო­ბარ მა­მა­კაცს, ამი­ტომ, ვა­ინშტა­ინს შევ­თა­ვა­ზე, რომ მას­თან პარტნი­ორ­თან ერ­თად მი­ვი­დო­დი, " - ყვე­ბა მწი­თუ­რი­ძე.

"თქვენ ჩემი არ გეს­მით? ვე­ლო­დე­ბი თქვენს ზარს ნე­ბის­მი­ერ დროს, " - უპა­სუ­ხა მას პრო­დი­უ­სერ­მა.

ამის შემ­დეგ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და ვა­ინშტა­ი­ნი არა­ერ­თხელ შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. მწი­თუ­რი­ძის თქმით, პრო­დი­უ­სე­რი მას რე­გუ­ლა­რუ­ლად ეკი­თხე­ბო­და, რო­დის და­უ­რე­კავ­და და შეს­თა­ვა­ზა ნიუ-იორკში წა­სუ­ლიყ­ვნენ ერ­თად, რა­ზეც უარი მი­ი­ღო.




image



2019 წლის დეკემბერში რუსეთის კულტურის მინისტრმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ მწითურიძე მალე დატოვებს როსკინოს ხელმძღვანელის პოსტს .მართლაც 2020 წლის თებერვალში მწითურიძე თანამდებობიდან გადადგა.


ეკატერინა მწითურიძე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინოკრიტიკოსია რუსეთში და მრავალი პრესტიჟული კინოფესტივალის ჟიურის მუდმივი წევრი.



image



ეკას არ უყვარს პირად კინოგემოვნებაზე საუბარი და მისთვის ყველაზე რთული კითხვაა "რომელია შენი საყვარელი ფილმი?" თუმცა ზოგადად მაინც პასუხობს კითხვას:" ძალიან მიყვარს 40-იანი წლები ჰოლივუდი. ძალიან მიყვარს ახალი ფრანგული ტალღა. მიყვარს დათბობის ეპოქის საბჭოთა კინო. მიყვარს დანელიას კინო, მიყვარს მარლენ ხუციევის ფილმები. ძალიან მიყვარს ფილმები ძველი საბჭოთა ნიმუშები.- „ორმოცდამეერთე“, „მიფრინავენ წეროები", ძალიან მიყვარს გრიგორი ჩუხრაი“.


"ჩემს სამშობლოს ერქვა საბჭოთა კავშირი ერქვა. ის გაქრა. ჩემია საქართველო -თბილისია, გაგრა, ბათუმი, კვიპაროსები, ევკალიპტები სანაპიროზე, პატარა კაფეები, გოგირდის აბანოები, რუსთაველის თეატრი, ლაღიძის წყლები, კუთხეში საპარიმახერო, სადაც შაბათ-კვირას პატარა გოგო ფანჯრიდან ვუყურები, როგორ იწესრიგებდა თავს დედაჩემი. თბილისი პატარა პარიზია.ის ჩემი სამშობლოა, დედაქალაქი იყო მოსკოვი და ის ასევე ჩემი სამშობლოა. ”


image

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, იყო გათხოვილი და მალევე დაშორდა ქმარს, ამჟამად ცხოვრობს დედასთან ერთად.

0
915
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
915
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0