x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
უცნობი ფაქტები სერიული მკვლელების შესახებ, რომლებიც სისხლს გაგიყინავთ

ეს “ადამიანები" და მათი ქმედებები შიშის ზარს სცემდნენ ქალაქებს და ქვეყნებსაც კი. საინტერესო ფაქტებს სერიული მკვლელების შესახებ, რომლებსაც უემოციოდ ვერ წაიკითხავთ:

1. პიტერ კიურტენი

სექსმანიაკმა, სადისტმა და მკვლელმა პიტერ კიურტენმა 1913 წლიდან 1930 წლამდე, მისივე აღიარებით, 69 ადამიანი მოკლა გერმანიის სხვადასხვა ქალაქში. მას გილიოტინით თავის მოკვეთა მიუსაჯეს. დასჯამდე კი დამსწრე ექიმს ჰკითხა, შეძლებდა თუ არა თავის მოკვეთის შემდეგ სისხლის ჩქეფის ხმის გაგებას.image

2. ტოდ კოლჰეპი

კოლჰეპლა ინდიანას შტატიდან სავარაუდოდ 7 ადამიანი მოკლა, მკვლელობამდე ის ინტერნეტში დეტალურად აღწერდა იმ იარაღს, რომელიც ვინმეს მოსაკლავად შეიძინა. ესენი იყო საკეტები, ჯაჭვები, დანები, სასროლი სამიზნეები, ნიჩბები...image

3. აივან მილატი

აივან მილატს, ავსტრალიის ერთადერთ სერიულ მკვლელს, შვიდი ადამიანის მკვლელობის, ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით შვიდი სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. საქმის განხილვისა და სასჯელის შესამცირებლად მან, უკვე ციხეში მყოფმა, საპარსები გადაყლაპა, შიმშილობდა და ნეკათითი პლასტმასის დანითაც კი მოიჭრა.
image

4. რენდი ვუდვილდი

სერიული მკვლელი რენდი ვუდფილდი ახალგაზრდობაში პერსპექტიული ფეხბურთელი იყო და გრინ ბეი პაკერსშიც კი მიიწვიეს, მაგრამ არაერთ სკანდალში იყო ჩართული და უხამსი საქციელის გამო რამდენჯერმე დააკავეს. შემდგომში იგი გაასამართლეს 40-ზე მეტი მკვლელობის გამო.image

5. უეინ მაკგრეი

მისი განაჩენის მოსმენის შემდეგ - სამუდამო თავისუფლების აღკვეთა 7 ადამიანის მკვლელობისთვის - კანადელმა სერიულმა მკვლელმა უეინ მაკგრეიმ თქვა: "ის, რომ თქვენ გამაცალკევეთ საზოგადოებისგან, არ ნიშნავს, რომ მე არ შემიძლია მოკვლა". ათი წლის პატიმრობის შემდეგ მან მოკლა თავისი თანასაკნელი.image

6. ჯეინ ტოპანი

მედდა ჯეინ ტოპანი 1901 წელს დააპატიმრეს 31 პაციენტის მკვლელობისთვის. ის პაციენტებს შხამს უმატებდა და უყურებდა მათ სიკვდილს, მომაკვდავებს კი ნაზად ეფერებოდა. ერთ დღეს მან თავი მოიწამლა - იმისთვის, რომ მოეპოვებინა საყვარელი მამაკაცის თანაგრძნობა.
image

7. სემუელ გრინი

1796 წელს დაბადებული სამუელ გრინი არის ისტორიაში პირველი ცნობილი სერიული მკვლელი. მისი მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. გრინი სიკვდილით დასაჯეს ბოსტონში 1822 წელს და გახდა პირველი მკვლელი, რომლის სადისტური ტენდენციები ფსიქოლოგებმა მიიჩნიეს ძალადობრივი ბავშვობის გამოცდილების შედეგად.image

8. კერი ენტონი შტაინერი

მანიაკი კერი შტაინერი, 1990 წელს მოკლა ოთხი ქალი, ის იყო სტივენ შტაინერის უფროსი ძმა, ბიჭი გაიტაცა პედოფილმა მანიაკმა და რვა წლის განმავლობაში ტყვეობაში ჰყავდა. მკვლელის აღიარებით, ის თავს მიტოვებულად გრძნობდა, რადგან მშობლებმა ძალიან დიდი ენერგია დაუთმეს უმცროსი ძმის პოვნას.image

9. რობერტ ბერდელა

რობერტ ბერდელას "კანზას სიტის ჯალათს" ეძახდნენ. მას თავისი მსხვერპლები საკუთარ სახლში მიჰყავდა და მრავალი წამების შემდეგ კლავდა. ჯამში მან 20 ადამიანი მოკლა. მსხვერპლთა ყვირილის თავიდან ასაცილებლად, ის ყელში მსხვერპლებს მილის გამწმენდ სითხეს ასხამდა და იოგებდს უწვავდა.image

10. ჰარვი გლატმანი

გლატმანი ახალგაზრდა გოგონებს ეცნობოდა ფოტოგრაფად და ფოტოსესიებში მონაწილეობას სთხოვდა. როდესაც გოგონები “გადაღების ადგილას" მიდიოდნენ, ის მათ აბამდა, აუპატიურებდა და კლავდა. საბოლოოდ მას გაზის კამერაში დახვრეტა მიუსაჯეს.image

11. ბრიუს მაკარტური

წარმოშობით ტორონტოდან იყო, მან მკვლელობა 66 წლის ასაკში დაიწყო, მუშაობდა სანტა-კლაუსად ტორონტოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, იღებდა სურათებს ბავშვებთან ერთად და მათ სურვილებს ისმენდა, თავისუფალ დროს კი ჰომოსექსუალ მამაკაცებს კლავდა. საერთო ჯამში მან 8 კაცი მოკლა.image

12. არჩიბალდ ჰოლი

შოტლკანდიელი არჩიბალდ ჰოლი საპატიო მსახურთუხუცესი იყო, რომლის დაქირავებაც ყველა არისტოკრატს უნდოდა. ჰოლი მათ ხიბლავდა, შემდეგ კი კლავდა და სახლიდან ძვირფას ნივთებს იპარავდა. საერთო ჯამში მან 5 ადამიანი მოკლა.image

13. ერიკ კუკი

ერიკ კუკი შვიდი შვილის მამა იყო. ამან ხელი არ შეუშალა მას გამხდარიყო სერიული მკვლელი, მის ანგარიშზე - ქალებზე თავდასხმის 20 მცდელობაა, აქედან 8 მსხვერპლის სიკვდილით დასრულდა.image

14. ჩან იუნმინი

ჩინელმა სერიულმა მკვლელმა, მეტსახელად "კანიბალი ურჩხული", მოკლა 11 ადამიანი, დაანაწევრა და მათი ხორცი ბაზარში გაყიდა სირაქლემას ხორცად. 2013 წელს ის სიკვდილით დასაჯეს.image

15. ჯონ ბოდკინ ადამსი

ჯონ ბოდკინ ადამსი ცნობილი ოჯახის ექიმი იყო. 1946 წლიდან 1956 წლამდე პრაქტიკის დროს, მისი 163 პაციენტი გარდაიცვალა საეჭვო ვითარებაში, მათგან 132-მა უანდერძა მას თავისი ქონება ან მნიშვნელოვანი თანხები. მიუხედავად ეჭვებისა, გამოძიებამ ვერ დაამტკიცა ადამსის მონაწილეობა მათ სიკვდილში. ის მხოლოდ რეცეპტების გაყალბებისთვის დაისაჯა. ადამსმა დიდხანს იცოცხლა და 84 წლის ასაკში გარდაიცვალა სიმდიდრეში და სიმშვიდეში.image

16. რობერტ პოლ ჯორდანი

კანადელმა სერიულმა მკვლელმა რობერტ პოლ ჯორდანმა 10 ქალი მოკლა. მათ აიძულებდა აკოჰოლის სასიკვდილო დოზის მიღებას. თავად ჯორდანი დღეში მინიმუმ 1, 5 ლიტრ არაყს მოიხმარდა, ამავდროულად საღ გონებაზე რჩებოდა.image

17. “ლუდის მკვლელი"

უცნობმა მანიაკმა 6 ადამიანი მოკლა სამხრეთ მუმბაიში 2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის იანვრამდე. ყოველ ჯერზე ლუდის ცარიელ ბოთლს ტოვებდა გვამის გვერდით, ავტოგრაფივით. „ლუდის მკვლელის“ ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
image















0
463
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
463
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0