x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
20 პიკანტური ფაქტი ვერსალში ცხოვრების შესახებ, სადაც ყველაფერი სხვების თანდასწრებით კეთდებოდა, საპირფარეშოში ვიზიტიც კი

image
ვერსალის სასახლე მეფისთვის და მისი ოჯახისთვის მყუდრო ადგილი უნდა ყოფილიყო, სადაც განმარტოებას შეძლებდნენ. მეფემ და მისმა ოჯახმა ბინძური და ხალხმრავალი პარიზიდან თავის დაღწევა სცადეს. თუმცა დროთა განმავლობაში ვერსალიც მეტისმეტად ხალხმრავალ და ხმაურიან ადგილად გადაიქცა, სადაც არისტოკრატები მუდამ კამათობდნენ ერთმანეთთან.

1. ლუი XIV-ის დილით მომზადება ნამდვილი ცერემონია იყო. ჩაცმის პროცესს და საუზმეს 100-მდე მამაკაცი უყურებდა. საუზმის შემდეგ მეფე ჩადიოდა სამლოცველოში, სადაც ნახევარი საათის განმავლობაში გუნდი ყოველდღე ასრულებდა ახალ სიმღერას.

2. მარია ანტუანეტა მაღალი ნაცრისფერი პარიკების ქვეშ ქერა თმას მალავდა. ის იყენებდა კურკუმას, სანდლის ხის ან რევანდის პასტას, რათა მის კულულებს სპილენძისფერი ელფერი მისცემოდა.image

3. მარია ანტუანეტას გარდერობი იმდენად დიდი იყო, რომ მოსამსახურეებს სპეციალური ალბომი მიჰქონდათ მასთან სურათებით, არჩევანის გაკეთების შემდეგ კი ყველაფერს ამზადებდნენ.

4. ლუი XIV-ის გატაცებამ მოდისადმი მიაღწია იქამდე, რომ მან აკრძალა ქსოვილების იმპორტი სხვა ქვეყნებიდან. ყველაფერი საფრანგეთში უნდა დამზადებულიყო. ერთხელ მეფემ შვილს ქურთუკის დაწვაც კი ბრძანა, რადგან ის ფრანგული მასალისგან არ იყო დამზადებული.

5. ფინანსთა მინისტრი ჟან-ბატისტ კოლბერი ეხმარებოდა მოდის ინდუსტრიის რეგულირებაში. მისი ერთ-ერთი მოფიქრება იყო ის, რომ ახალი ქსოვილები სეზონურად, წელიწადში 2-ჯერ გამოეტანათ. ამან ხალხს მეტი ფულის დახარჯვისკენ უბიძგა. ზაფხულის სეზონი მაისის მეორე ნახევრიდან იწყებოდა, ზამთრის სეზონი კი 1 ნოემბერს.

6. დიდგვაროვანი ქალების კაბის კალთების გარშემოწერილობა 3, 7 მ-ს აღწევდა, ხოლო შესაკერად მათ 27 მ-მდე ქსოვილი სჭირდებოდათ. ამავდროულად, ვერსალის ქალებს უწევდათ პაწაწინა ნაბიჯების გადადგმა, რაც ქმნიდა განცდას, რომ ისინი იატაკზე სრიალებდნენ.image

7. დედოფლის მშობიარობაც საჯარო მოვლენა იყო. ამიტომ, თუ მას დიდი ხნის განმავლობაში არ ჰყავდა შვილი, მაშინ გარშემო ყველა იწყებდა მსჯელობას პრინცესებისა და დედოფლების მენსტრუალური ციკლების რეგულარულობაზე, მუდმივობასა და ხარისხზე.


8. მშობიარობას ყველა ვერ ესწრებოდა, მხოლოდ ექიმები, პრინცების და პრინცესების საპატიო მოახლეები. დანარჩენი წევრები სხვა ოთახებში იცდიდნენ, რომელთა კარი სიმბოლურად ღია რჩებოდა .ბავშვის შეძენის შემდეგ კი ყველა გარბოდა დედოფლისკენ მისალოცად.


9. ვირუსულმა ინფექციებმა ბევრს დატოვა მუქი ლაქები და ნაწიბურები სახეზე. ქალები, ნაკლოვანებების დასამალად, იყენებდნენ არა მხოლოდ კრემისებრ თეთრ ფხვნილს და ვარდისფერ რუჟს, არამედ ხავერდის ან ატლასის ბუზებსაც.image

10. სასახლეში სუნის პრობლემა იყო. ეს უპირველეს ყოვლისა იმით იყო განპირობებული, რომ ვერსალი ჭაობიან მხარეს ააგეს. ზაფხულში მიწას ცუდი სუნი ასდიოდა და ამას ემატებოდა კარისკაცების ოფლის სუნიც.

11. ვერსალს ასევე ჰქონდა ტუალეტები დამონტაჟებული საზოგადოებრივი კიბის ქვეშ. იმედოვნებდნენ, რომ გამვლელების მიერ შექმნილი ვენტილაცია არ დაუშვებდა სუნის გავრცელებას. მაგრამ ამ მცდელობამ, შედეგი არ გამოიღო. ამ პირობების გამო ბევი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სასახლის სხვა ნაწილებში მიდიოდა, მაგალითად გალერეებში.

12. დღეს საპირფარეშოში გასვლა პირადი საქმეა, ვერსალში კი ბევრი მნახველსაც კი იღებდა საპირფარეშოში ყოფნის დროს.

13. ლუი XIV, ისევე როგორც დიდგვაროვანთა უმეტესობა, დღეში რამდენჯერმე იცვლიდა პერანგს. ითვლებოდა, რომ რაც უფრო ხშირად აკეთებს მამაკაცი ამას და რაც უფრო თეთრია მისი ტანსაცმელი, მით უფრო მდიდარი და მიმზიდველი ჩანს ის.

14. უსიამოვნო სუნისგან თავის დასაღწევად გამოიყენებოდა დიდი რაოდენობით სუნამო, რომელიც ოფლის სუნს ერეოდა და უარეს არომატებს აფრქვევდა. ამის გამო არისტოკრატები თან დაატარებდნენ სურნელოვანი ბალახებით სავსე პატარა ქისებს.image

15. ლუი XIV-ის მეფობის დროს ვერსალის სამზარეულოში გავრცელებული გახდა ცხელი შოკოლადი. თუმცა, ლუი XV-ს ყველაზე მეტად ის უყვარდა. მეფე ხანდახან თვითონაც ამზადებდა მას თავის მოსასვენებელ ოთახში, აი ამ სასმელის სამეფო რეცეპტი: „თანაბარი რაოდენობის შოკოლადის ფილებს და ჭიქა წყალს ადუღებდნენ დაბალ ცეცხლზე. სუფრასთან მიტანის წინ კი უმატებდნენ კვერცხის გულს (1 კვერცხის გული 4 ჭიქაში).“

16. ეტიკეტის მიხედვით, ვერსალის სასახლეში ჯენტლმენები ქუდებს არ იხდიდნენ, რადგან ის საზოგადოებრივ ადგილად ითვლებოდა - ქუჩასავით. თუმცა, ქუდი სასახლის გარკვეულ ნაწილში შესვლისას, ასევე მეფის თანდასწრებით უნდა მოეხადათ. ასევე ვახშამზეც, კაცები ისხდნენ ქუდებით და და მხოლოდ იმ შემთხვევაში იხდიდნენ, როდესაც მეფე ესაუბრებოდათ.

17. ეტიკეტის მიხედვით მაგიდაზე არ განიხილებოდა კერძები, იმისდა მიუხედავად გემრიელი იყო ის თუ არა. ჭამის დროს კი აკრძალული იყო ხმების გამოცემა და ხმამაღლა საუბარი.

18. ლუი XVI დღიურში ყოველდღიურად იწერდა პირად ხარჯებს. ჩანაწერებიდან შესაძლებელი იყო იმის გაგება, რომ მისმა უმცროსმა დამ, მადამ ელიზაბეტმა, მარი ანტუანეტასთან ერთად, მიიღო გულუხვი საახალწლო საჩუქრები. 1780-დან 1783 წლამდე მეფემ დახარჯა 148, 864 ლივრზე მეტი (ამჟამად 13, 100 ევრო) ბრილიანტის სამკაულებზე, ყელსაბამებსა და ბეჭდებზე.

19. სასახლეში 900-მდე მსახური იყო. თითოეულს ჰქონდა თავისი დავალება, რომლის შესრულებაც მხოლოდ მას შეეძლო.image

20. ვერსალის სასახლე ფინანსური ტვირთი იყო საფრანგეთის მთავრობისთვის. მაგალითად, ბევრ ფრანგს არ მოსწონდა მარია ანტუანეტა მისი ხარჯვის გამო. დაახლოებით 3, 6 მილიონი დოლარი გამოიყო ტანსაცმლისთვის, მაგრამ დედოფალმა რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ბიუჯეტს ნახევარით გადააჭარბა.

0
766
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
766
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0