x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რა ნამუსით გადაგდით ლუკმა პირში? როგორ ბედავთ???” - ვის მიმართავს მაიკო კაჭკაჭიშვილი

image

მუსიკოსი, მაიკო კაჭკაჭიშვილი ქვეყანაში პენსიონერთა მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მთელს პასუხისმგებლობას ხელისუფლების წარმომადგენლებს აკისრებს.

"გთხოვთ ტრაბახში არ ჩამითვალოთ უბრალოდ ოცნება მაქვს ასეთი და ხმამაღლა გავაჟღერე - მე როგორი შვილიშვილიც ვარ ეგეთი მეც რომ მაჩუქოს ღმერთმა სიბერის აღარ შემეშინდება, იმდენ მოხუცს ვხედავ უპატრონოს გაყინულს ქუჩაში ძალიან მეშინია. მეც ეგრე მარტოობაში სადღაც მიგდებულს არ ამომხდეს სული. პენსიონერ ხალხს, ვისაც სხვა შემოსავალი არ აქვს, ხორცი კარაქი და ყველი უნდა ენატრებოდეს??

ესაა სახელმწიფო? რა ნამუსით გადაგდით ლუკმა პირში? რა ფასებია ეს? როგორ ბედავთ??? მაგრამ ვაი, რომ აზრი არ აქვს ჩემს ყეფას და არც არავისას"- წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი"ფეისბუქის" პირად გვერდზე.


0
723
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
723