x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ჩინელმა მეცნიერებმა მთვარის ნიადაგის ნიმუშებში წყალი აღმოაჩინეს

image


ჩინელმა მეცნიერებმა მთვარის ნიადაგის ნიმუშებში, რომლებიც დედამიწაზე 2020 წლის დეკემბერში კოსმოსურ ხომალდ Chang'e-5-ით ჩამოიტანეს, წყალი აღმოაჩინეს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Science Advances-ში.

როგორც მასალაშია მითითებული, მეცნიერთა შეფასებით, ნიმუშები შეიცავს 120 წილ წყალს მილიონზე (ppm). ასევე აღინიშნება, რომ წყალი მთვარის ნიადაგში ძირითადად მზის ქარის გამო გამოჩნდა.

2020 წლის 24 ნოემბერს, ჰაინანის კუნძულის ვენჩანის კოსმოდრომიდან გაშვებულ იქნა რაკეტა ჩანგჟენ -5, რომელმაც მთვარეზე გაგზავნა კოსმოსური აპარატი Chang'e-5. იმავე წლის 17 დეკემბერს, უკან დაბრუნებული Chang'e-5-ის კაფსულა წარმატებით დაეშვა ქვეყნის ჩრდილოეთით შიდა მონღოლეთის ავტონომიური რეგიონის ტერიტორიაზე, მოწყობილობამ დედამიწაზე ჩამოიტანა 1731 გრამი მთვარის ზედაპირის ნიმუშები.

ჩინეთი გახდა პირველი სახელმწიფო ბოლო 44 წლის განმავლობაში, რომელმაც შეასრულა მთვარის ზედაპირიდან გეოლოგიური ქანების ტრანსპორტირება.


0
227
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0