x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ვინ არის სოფო ნიჟარაძის ულამაზესი ბიძაშვილი პლასტიკური ქირურგი, რომელიც საქართველოში აპირებს მოღვაწეობას
image

სოცილაურ ქსელში გავრცლედა ინფორმაცია, რომ მომღერალ სოფო ნიჟარაძის ბიძაშვილი, რუსეთში მოღვაწე ულამაზესი და საკმაოდ წარმატებული პლასტიკური ქირურგი, სალომე სვანაძე მალე პროფესიულ საქმიანობას საქართველოში შეუდგება. ასებული ცნობით, სალომე მკერდის პლასტიკურ ოპერაციებს აკეთებს.

"ახალმა წელმა უკვე გამახარა.ჩემი ქალიშვილი, სალომე სვანაძე, რუსეთში ცნობილი ათწლიანი გამოცდილების მქონე პლასტიკური ქირურგი ოფიციალურად შეუერთდა ქართველი პლასტიკური ქირურგების რიგებს. სალომე, ჩემო სიცოცხლე, გისურვებ ჩვენი სამშობლო შენით ამაყობდეს!"-წერს სოციალურ ქსელში მაია ჩერქეზიშვილი.

image

სალომე სვანაძე დაიბადა 1987 წელს მოსკოვში, ექიმების ოჯახში, სკოლის დამთავრების შემდეგ სალომემ თავისთვის აირჩია მიმართულება: პლასტიკური ქირურგია, ამიტომ ჩააბარა სპეციალობაში "ზოგადი მედიცინა" სეჩენოვის სახელობის მოსკოვის პირველ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც წარჩინებით დაიცვა დიპლომი.

2011 წელს გაიარა სტაჟირება 61-ე საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიის განყოფილებაში ზოგად ქირურგიაში.

image


მომავალმა პლასტიკურმა ქირურგმა პირველი ოპერაცია მესამე კურსზე როდესაც იყო მაშინ გააკეთა გამოცდილი ქირურგის ხელმძღვანელობით. ასე რომ, 2011 წლისთვის, სალომემ სწავლის პარალელურად გადიოდა პრაქტიკას ასისტენტად მოსკოვის წამყვანი პლასტიკური ქირურგიის კლინიკებში.

დღეისთვის სალომეს 1500-ზე მეტი ოპერაცია აქვს გაკეთებული, მისი სპეციალობაა მამოპლასტიკა, რინოპლასტიკა, აბდომინოპლასტიკა.

image

სალომეს ჰყავს კანადელი მეუღლე, პროფესიით იურისტი, რომელიც 2014 წელს გაიცნო, წყვილმა ქორწილი თბილისში, მთაწმინდაზე გადაიხადა, 2019 წელს წყვილს შეეძინა ვაჟი მაქსიმე, ოჯახში ლაპარკაობენ 4 ენაზე: ქართულად, რუსულად, ინგლისურად და ფრანგულად.

image

0
975
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
975
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0