x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მათ წარმატებას იმიჯის შეცვლის შემდეგ მიაღწიეს

ვინ იცის, როგორ აეწყობოდა ამ ადამიანების კარიერა, ერთ მშვენიერ დღეს, საკუთარი გარეგნობის რადიკალურად შეცვლის გადაწყვეტილება რომ არ მიეღოთ. და მართლაც, კინოს და შოუ–ბიზნესის სამყაროში, კარიერაში წარმატების მისაღწევად, ნიჭთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანიო ფაქტორი, სწორედ გარეგნობა და უნიკალური სტილია.

ისეც ხდება, რომ მხოლოდ ვარცხნილობის შეცვლას შეუძლია, ადამიანის გარეგნობის და ხან კი, ბედის შეცვლაც კი. ხოლო, ეს რომ ასეა, მტკიცებულებად, რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ:


პამელა ანდერსონი
image


თმის გაღიავების გადაწყვეტილება, გარდამტეხი აღმოჩნდა პამელა ანდერსონის კარიერაში. მოკრძალებული გოგონა მუქი და მოკლე თმის ვარცხნილობით, მილიონობით მაყურებლის გულს, ძნელად თუ მოიგებდა. მაგრამ, ქერა პამელა, დახვეწილი ვარცხნილობით და მაკიაჟით, მაშინვე ეკრანის ვარსკვლავი გახდა.


ჯეისონ მომოა
image


ჯეისონს შეეძლო საყვარელი მსახიობების უსასრულო სიას შეერთებოდა, რომ არა მისი გადაწყვეტილება თმის გაზრდასთან დაკავშირებით. ამან ვარსკვლავს მამაკაცურობა შემატა და მთელს მსოფლიოში, თაყვანისმცემლების გულების მოგებაში დაეხმარა.


მერაია კერი
image


მერაია, ნებისმიერი ვარცხნილობით, შესანიშნავად გამოიყურება. მაგრამ, აგერ უკვე III ათეული წელია, მომღერალი ღია ფერის თმას ატარებს. წაბლისფერი კულულებისგან კი, კვალიც აღარ დარჩა.


ჯენიფერ ლოპესი
image


ჯეი ლო, უკვე წლებია, თავის განუმეორებელ იმიჯს არ იცვლის — სწორი თმა, მზეზე გამოხუნებული ფერის ეფექტით და გარუჯული კანი. ჩვენ მის ასეთ გარეგნობას შევეჩვიეთ. მაგრამ, ერთგულ თაყვანისმცემლებს არ დავიწყებიათ როგორი იყო ვარსკვლავი, როდესაც ჰოლივუდში პირველ ნაბიჯებს დგავდა.imageდიტა ფონ ტიზimage


დიტა ფონ ტიზმა კი, კოლეგებისგან განსხვავებით, ქერა თმა შავად შეიღება... და დღეს, მისი სხვაგვარად წარმოდგენა, უკვე შეუძლებელია.



არიანა გრანდე
image


არიანასთვის «ცხენის კუდი» სავიზიტო ბარათად იქცა. მაგრამ, ასეთმა ვარცხნილობა, მის იმიჯში ადგილი, წლების შემდეგ დაიმკვიდრა. კარიერის დასაწყისში, მომღერალი უპირატესობას გაშლილ თმას ანიჭებდა და ექსპერიმენტებს მხოლოდ ფერზე ატარებდა.


ლანა დელ რეი
image


ბევრს ჰგონია, რომ ლანა დელ რეი ყოველთვის შავგვრემანი იყო. მაგრამ, ვინც მის კარიერას თავიდან ადევნებდა თვალს, ახსოვს ვარსკვლავის ქერა თმა — ვარცხნილობა, რომლითაც მან, პირველი ალბომის პრეზენტაცია გააკეთა.


შაკირაimage


მომღერლის მოუწესრიგებელი კულულები — მისი შეუცვლელი ატრიბუტია კარიერის დასაწყისიდანვე. თმის ფერს კი, მომღერალი საკმაოდ ხშირად იცვლიდა: ქერა, წაბლისფერი და ცეცხლოვანი–წითური — პოპ–ვარსკვლავმა ყველაფერი სცადა, თუმცა, თმის ბუნებრივ ფერს მაინც არ დაუბრუნდა.


ნიკოლ კიდმანი
image


დღეს ამ მეოცნებე გოგონას ფოტოზე, ოსკაროსანი მსახიობის ამოცნობა რთულია. სწორედ ამ გარეგნობის წყალობით, მიიღო ნიკოლმა თავისი პირველი როლი კინოში. თუმცა, რომ არა ვარცხნილობის შეცვლა, საეჭვოა, რომ მისი კარიერა ესოდენ წარმატებული ყოფილიყო.


ბრიჟიტ ბარდო
image


ისტორიაში ყველაზე ცნობილი ქერა ქალბატონი, ნამდვილად ვერ დაიკვეხნის ბუნებრივად ქერა თმით. ხოლო ბაბეტა, რომელმაც ბრიჯიტი სტილის კულტის რანგში აიყვანა — სხვა არაფერია, თუ არა სტილისტების კარგად შესრულებული სამუშაო.


ჯენიფერ ენისტონი
image


ვარსკვლავს დღეს უამრავი ქალბატონი ბაძავს. მაგრამ, ცოტას თუ ახსოვს, როგორ გამოიყურებოდა ის კარიერის დასაწყისში.


კატრინ დენევი
image


ბევრს, ალბათ, ვერც კი წარმოუდგენია კატრინ დენევი სხვა ფერის თმით. ათწლეულების მანძილზე, ის საკუთარ სტილს არ ღალატობს... მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ «შერბურის ქოლგების» ვარსკვლავს, ბუნებრივად, წაბლისფერი თმა აქვს და კარიერის დასაწყისში, მოკლე ვარცხნილობას ატარებდა.


სელინ დიონი
image


სელინ დიონი, როგორც ნამდვილი ვარსკვლავი, ვარცხნილობასთან დაკავშირებით, გამუდმებით ექსპერიმენტებს ატარებს. მაგრამ, თმის ფერს ყოველთვის უცვლელს ტოვებს... და ცოტამ თუ იცის, რომ კარიერის დასაწყისში, მომღერალი შავგვრემანი იყო.


კონჩიტა ვურსტიimage


«ევროვიზიაზე» გამარჯვების შემდეგ, კონჩიტა ვურსტმა იმიჯი არაერთხელ შეიცვალა. მაგრამ, ბევრს ის, ისევ ისეთი ახსოვს, როგორიც მაყურებლის წინაშე, სიმღერის კონკურსზე წარსდგა.


image


არხის სხვა სიახლეები:


image


1. როგორ იქცა პუანსეტია შობის მთავარ სიმბოლოდ (მოვლა და გამრავლება)

2. შემთხვევით აღმოჩენილი 10 განძი

3. 12 მაღალრეიტინგული მინისერიალი მათთვის, ვისაც გრძელი სერიალების ყურების დრო და სურვილი არა აქვს

4. ლეგენდა თითოეული ჩვენგანის დანიშნულებაზე

5. 35 რეტრო ფოტო სერიიდან – "Вау, ნუთუ ეს მართლა იყო?"

6. ცნობილი ფსიქოთერაპევტის 20 რჩევა, რომელიც ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ

0
700
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
700
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0