x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იასუკე: შავკანიანი მეომარი, რომელიც იაპონიის სამხედრო ელიტის ნაწილი გახდა

image

თითქმის 500 წლის წინ, მაღალი შავკანიანი აფრიკელი ჩავიდა იაპონიაში და გახდა პირველი უცხოელი, რომელმაც მოახერხა სამურაის ტიტულის მოპოვება.

შავკანიან სამურაის იასუკს ჰქონდა პატივი თავი მოეკვეთა თავისი მეთაურისთვის - ეს შუა საუკუნეების ბოლოს იაპონიაში ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა. მაგრამ როგორ აღმოჩნდა აფრიკული ფესვების მქონე მეომარი აღმოსავლეთ აზიაში?

ადამიანი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც იასუკე, იყო მეომარი, რომელმაც მიაღწია სამურაის წოდებას XVI საუკუნის ძლიერი იაპონელი ფეოდალის, ოდა ნობუნაგას მმართველობის ქვეშ. ნობუნაგა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც იაპონიის გაერთიანებისთვის იბრძოდა.

ისტორიკოს ლოურენს ვინკლერის თქმით, 1579 წელს იაპონიის იმდროინდელ დედაქალაქ კიოტოში მეომრის ჩამოსვლამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

მომდევნო წელს იასუკე სამხედრო ელიტის ზედა ეშელონში მოხვდა. მან თავისუფლად ისწავლა იაპონური და ბრძოლაში ნობუნაგასთან ერთად მონაწილეობდა.

"მისი სიმაღლე იყო 188 სმ კანი კი ქვანახშირის მსგავსი ჰქონდა" - აღწერს მას დღიურში, სამურაი მაცუდარა ეტადა 1579 წელს.

იაპონელის საშუალო სიმაღლე 1900 წლისთვისაც კი 157 სმ გახლდათ, ამიტომ მე- XVI აუკუნეში იასუკე გიგანტად ჩათვალეს.

არ არსებობს მტკიცებულება იასუკეს დაბადების თარიღის ან ქვეყნის შესახებ. ისტორიკოსების უმეტესობა თვლის, რომ ის იაპონიაში დღევანდელი მოზამბიკიდან ჩავიდა. მაგრამ ზოგიერთი მკვლევარი იცავს სხვა ჰიპოთეზებს. მაგალითად, რომ ის შეიძლებოდა დაბადებულიყო ეთიოპიაში ან თანამედროვე ნიგერიაში.

თუმცა ცნობილია, რომ იასუკე იტალიელ იეზუიტ ალესანდრო ვალინიანოსთან ერთად მოვიდა მისიონერული მოგზაურობის დროს. და მეომრის ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ეხება მხოლოდ 1579-1582 წლებს შორის პერიოდს.

ზოგი ამბობს, რომ ის მონა იყო, მაგრამ ამის დადასტურება თითქმის შეუძლებელია. დოკუმენტური კინორეჟისორები ფლოიდ უები და დებორა დე სნუ, რომლებიც მუშაობენენ ფილმზე, რომელიც იასუკეს ცხოვრებას ასახავს, თვლიან, რომ ვარაუდები მისი მონობის შესახებ სპეკულაციურ ხასიათს ატარებს.

სამხედრო გამოცდილების გარეშე, იასუკე ვერ გახდებოდა სამურაი ერთ წელიწადში", - ამბობს დე სნუ.


მეგობრობა დაიმესთან

ფილმის შემქმნელების თქმით, იასუკე ნობუნაგას იაპონიაში ჩასვლიდან მალევე შეხვდა. აკადემიკოსი თომას ლოკი თვლის, რომ აფრიკელი ჩამოსვლის დროს უკვე ლაპარაკობდა იაპონურად და მაშინვე მოიპოვა დაემეს კეთილგანწყობა, როგორც კარგმა თანამოსაუბრემ.

ლოკის აზრით, იასუკე ნობუნაგას აფრიკისა და ინდოეთის შესახებ მოუთხრობდა, სადაც შავი მეომარი იაპონიის კუნძულებზე მოსვლამდე დახეტიალობდა.

ფლოიდ უებბი თვლის, რომ იაპონურის ცოდნამ იასუკეს უზარმაზარი უპირატესობა მიანიჭა. „იეზუიტებისგან განსხვავებით, მას არ სჭირდებოდა ფიქრი იაპონიის რელიგიაზე და სულზე“, დასძენს უებბი.

ზოგიერთი ცნობით, ნობუნაგამ თავის ძმისშვილს დაავალა, პირველ შეხვედრაზე იასუკესთვის ფული გადაეცა.
image
მწერალი სერჟ ბილე იმდენად დაინტერესდა არაჩვეულებრივი ამბით, რომ მან დაწერა წიგნი მეომრის შესახებ.

"ეს არის ამ პერსონაჟის ირგვლივ არსებული საიდუმლოების ნაწილი. სწორედ ამიტომ მხიბლავს იგი", - განუცხადა მან BBC-ს.

აფრიკელ მეომარს და იაპონელ დაიმეს ბევრი საერთო ჰქონდათ. ნობუნაგა საბრძოლო ხელოვნების დიდი მოყვარული იყო და ინტენსიურად ვარჯიშობდა

უებბის თქმით, მისი იაპონელი თანამედროვეებისთვის დაიმე საკმაოდ ექსცენტრიული იყო: ხშირად ეცვა დასავლური სტილის ტანსაცმელი, მაგრამ ასევე ეძებდა მაღალორგანიზებულ და ინტელექტუალურ ადამიანთა საზოგადოებას.


იასუკე სულით მეომარი იყო“, - ამბობს დოკუმენტალისტი. მას ესმოდა იაპონიის კულტურული კოდექსი და უყვარდა ცეკვა და უტენზის წარმოთქმა, სუაჰილი ეპიკური პოეზიის ფორმა. ამიტომ, ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ იასუკე შეიძლება დაბადებულიყო თანამედროვე მოზამბიკის ტერიტორიაზე. სუაჰილურ ენაზე კვლავ ლაპარაკობენ ამ ქვეყნის ჩრდილოეთით.

მეორე მხრივ, ნობუნაგა იყო ხელოვნების მფარველი და იაპონური კლასიკური ხელოვნების მოყვარული.

ფეოდალი შავკანიან მეომარს ოჯახის წევრად მიიჩნევდა - - აფრიკელი იმ მცირერიცხოვანთა შორის იყო, ვისაც მასთან ერთად სადილობის უფლება მიეცა.

"ნობუნაგა აფასებდა იასუკეს ძალას და ავტორიტეტს, ამბობდა რომ მას ათი ადამიანის ძალა გააჩნია" - ამბობს დებორა დე სნუ.

როდესაც ნობუნაგამ იასუკეს სამურაის წოდება მიანიჭა, ეს წარმოუდგენლად ითვლებოდა: არცერთ უცხოელს არ შეეძლო ასეთი პატივის მიღება.

მოგვიანებით, სხვა უცხოელებმაც დაიწყეს სამურაის ტიტულის მიღება.

როგორც პირველი უცხოელი სამურაი, იასუკე მონაწლეობას იღებდა მნიშვნელოვან ბრძოლებში.

image
აფრიკელი დაიმეს გვერდით იმყოფებოდა იმ საბედისწერო ღამეს, როდესაც ნობუნაგას ერთ-ერთი თანამოაზრე - აკეჩი მიცუჰიდე - აუჯანყდა მას და ცეცხლი წაუკიდა სასახლეს, ფეოდალი კი ერთ-ერთ ოთახში შეიპყრო.

იაპონური მიწების გამაერთიანებელმა თავი მოიკლა სეპუკუს რიტუალის შესრულებით.

ისტორიკოსი თომას ლოკი თვლის, რომ თვითმკვლელობამდე მხედართმთავარმა იასუკეს სთხოვა თავი მოეკვეთა მისთვის და ხმალთან ერთად გადაეცა შვილისთვის, რაც დიდი ნდობის ნიშანი იყო.

იასუკეს ცხოვრების შესახებ ცნობები შეწყდა 1582 წელს, ნობუნაგას გარდაცვალებისთანავე. მეამბოხე მეთაურების მიერ განდევნილი აფრიკელი შესაძლოა დაბრუნდა იეზუიტთა მისიაში კიოტოში.

მიუხედავად იმისა, რომ მისი შემდგომი ცხოვრება საიდუმლოდ რჩება, იასუკე ცხოვრობს მრავალი იაპონელის წარმოსახვაში, რომლებიც გაიზარდნენ კურუსუ იოშიოს საბავშვო წიგნზე „კუროსუკე“ („კურო“ იაპონურად შავს ნიშნავს).

მრავალ ჯილდოს მფლობელი წიგნი მთავრდება გულისამაჩუყებელი ნოტით: მას შემდეგ რაც ნობუნაგა თავს მოიკლავს, კურო-სუკეს ტაძარში მიჰყავთ, სადაც ის იხსენებს თავის მშობლებს აფრიკაში და ტირის.

თითქმის 500 წლის შემდეგ, შავი სამურაი იასუკე აგრძელებს ხალხის შთაგონებას.














5
184
7-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
184
  
2022, 8 იანვარი, 18:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 8 იანვარი, 14:30
მიხარია, რომ მოგეწონათ.
2022, 8 იანვარი, 14:15
ნანახი მაქვს, დისშვილი უყურებდა და მომიწია ყურებამ.
სტატია მაინც სხვაა...
2022, 8 იანვარი, 14:12
გმადლობთ. ნეთფლიქსს აქვს ანიმე ადაპტაცია გადაღებული.
2022, 8 იანვარი, 14:08
საინტერესო სტატიაა, ძალიან მომეწონა იმდენად კარგადაა აღწერილი.
0 1 5