x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508496
ვიდეო: SpaceX-ის ხომალდის გვერდით კამერამ უცხო ობიექტი დააფიქსირა

image

უცნაური ობიექტი შენიშნეს ილონ მასკის SpaceX-ის კოსმოსურ ხომალდთან, რომელიც ცოტა ხნის წინ გაფრინდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში. არსებობს ვერსიები, რომ უცნაური ლითონის ობიექტი არის უცხოპლანეტელების. ამის შესახებ წერს გამოცემა The Sun-ი.

მოკლე ვიდეო გამოქვეყნდა YouTube არხის "მთვარის მესამე ფაზაზე", რომელიც რეგულარულად აქვეყნებს დაუდგენელი მფრინავი ობიექტების ვიდეოთვალთვალებს. SpaceX Cargo Dragon-ის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს უცხოპლანეტელების მსგავსი ობიექტი.

Cargo Dragon -არის მრავალჯერადი გამოყენების ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც ჩერდება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან მარაგის აღსადგენად.

რა არის იდუმალი ობიექტი, რომელიც კამერამ დააფიქსირა, უცნობია. შესაძლოა, ეს არის კოსმოსური ნამსხვრევები ან თანამგზავრი, რომელიც შორს გადის.

მოგეხსენებათ, დედამიწის ორბიტაზე ათასობით ზონდია და სავარაუდოა, რომ SpaceX-ის ფანებმა დაინახეს ერთი მათგანი. მაგრამ მაინც, არსებობს ვერსიები, რომ ეს არის კოსმოსური ძალების საიდუმლო პროექტი.

0
127
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0