x
მეტი
  • 19.08.2022
  • სტატია:121618
  • ვიდეო:354855
  • სურათი:493742
გააკეთე ეს საკუთარ თავთან და მიხვდები, ბრიყვი ხარ თუ გონიერი

imageუთხარი ბრიყვს სიმართლე და ის შეგიძულებს.

აჩვენე მას თავისი შეცდომები და ის შეგიძულებს.

შესთავაზე მას შრომა მისთვის და მის გარშემო არსებული სამყაროს სასიკეთოდ და ის შეგიძულებს.

აჩვენე მას საკუთარი მაგალითით, რომ შენ შეგიძლია იყო უკეთესი და ის მტრად გამოგაცხადებს!

დაჰპირდი ბრიყვს, რომ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გახდება გმირი და შეგიყვარებს.

უთხარი, რომ ის არის რჩეული და თავის კერპად გაქცევს.

მიართვი მას ტკბილი ტყუილი და ცრუ დაპირებებით აავსე და შენ გახდები მისი ღმერთი.

იგივე გააკეთე გონიერ ადამიანთან და საპირისპირო შედეგს მიიღებ.

იგივე გააკეთე საკუთარ თავთან და მიხვდები, ბრიყვი ხარ თუ გონიერი!


0
142
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0