x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
მოროდიორებმა ალმა-ატაში "ჰიპ-ჰოპის" მამა, ყაზახი მუსიკოსი და რეჟისორი მოკლეს

image

ცნობილი ყაზახი კინორეჟისორი და მუსიკოსი საკენ ბიტაევი (Salamec Staff) მძარცველებმა მოკლეს ალმა-ათის არეულობის დროს. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გარდაცვლილის მეგობარი დანიარ ადილბეკოვი წერს.

მისივე თქმით, პოპულარული რეპერის მკვლელობა წუხელ 7 იანვარს მოხდა, როდესაც ის რადიკალებისგან დამალვას ცდილობდა, რადგან ისინი მისი მანქანის წართმევას ცდილობდნენ.

„ბრბო უკნიდან წამოეწია და კარების გაღება დაიწყეს. ბიჭები გაზს მიაწვნენ, მოროდიორებმა კი კვალდაკვალ მანქანას სროლა აუტეხეს. ერთმა ტყვიამ საკენს ფილტვები გაუგლიჯა“, - წერს ადილბეკოვი.

ან აღნიშნა, რომ ბიტაევის მშობლებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ შვილის ცხედრის სახლში წაღება, რადგან ქალაქში არ არის საკმარისი რაოდენობის პოლიციელი, რათა დააფიქსირონ პროტოკოლით გარდაცვალება. საპროტესტო აქციების ჩახშობაში ყველა ძალოვანი სტრუქტურაა ჩართული.

”საკენი იყო ერთ-ერთი ნიჭიერი რეჟისორი, ყაზახური ჰიპ-ჰოპის მამა. ყაზახეთში არ არის არც ერთი რეპერი, რომელმაც არ იცოდეს Salamalec sound -მისი პირმშო(...) მშვიდად განისვენე, ჩემო ძმაო! ახლა შენ ლეგენდების, - 2pac და Biggie-ის, ძველი ბობ მარლის გვერდით ხარ! ყველაფერი ისეა, როგორც შენ გინდოდა“, - დასძინა მოკლულის მეგობარმა.

საპროტესტო აქციები ყაზახეთში კვირას, 2 იანვარს დაიწყო, მანქანებზე გაზის ფასის გაზრდის გამო -1 ლიტრზე-60-დან 120 ტენგამდე (ჩვენს ფულზე:40-დან 80 თეთრამდე) .

მალე ეკონომიკური მოთხოვნები შეიცვალა პოლიტიკურით: მთავრობის გადადგომა, ახალი არჩევნების ჩატარება, ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის „კლანიდან“ ხალხის ლუსტრაციის საკითხის განხილვა.

ოთხშაბათს, 5 იანვარს, აქციები არეულობაში გადაიზარდა. ალმა-ატაში გაძარცვეს მაღაზიები, ბანკები, დაიკავეს აეროპორტის შენობა, პოლიციის განყოფილებები, სამთავრობო უწყებები და ინფრასტრუქტურული ობიექტები.

დემონსტრაციების ჩასახშობად ჯარი გაიგზავნა. პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მიმართა "ტაშკენტის პაქტის" მონაწილეებს ჯარების გაგზავნის თხოვნით ქვეყანაში არეულობის ჩასახშობად.


0
253
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0