x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამზე დედიშობილამ დადო ფოტო და გათიშა კომენტარები(ფოტო)
image

ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მთლიანად შიშველია, თუ არ ჩავთვლით თეთრ წინდებს და კომენტარები გამორთო .


მომღერალმა ბრიტნი სპირსმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც სარკის წინ წინდების ამარა მთლიანად შიშველი პოზირებს.

მომღერალმა სურათი საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე გამოაქვეყნა, ხოლო კომენტარის ფუნქცია გამორთო.


image

მომღერალს სასირცხვო ადგილები, მკერდი და ბოქვენი ემოჯით აქვს დაფარულები . ესეც მომღერალმა, ალბათ, იმისთვის გააკეთა, რომ სოციალური ქსელის წესები არ დაერღვია, რის მიხედვითაც სრულიად შიშველი ფოტოების გამოქვეყნება აკრძალულია, თორემ როგორც ჩანს არც მაგაზე დაიხევდა უკან.

მთლიანად მის ფოტოს ორ მილიონზე მეტი მოწონება ხვდა წილად.

ბრიტნი სპირსმა კიდევ ერთი მოკლე ვიდეო დადო, სადაც ვარდისფერი საცურაო კოსტუმი აცვია, რა დროსაც ცეკვა-ცეკვით საცვალს ნელ-ნელა იხდის.

image

დეკემბრის დასაწყისში სპირსმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი ცეკვის ამსახველი უცნაური ვიდეო , რის შემდეგაც მომღერლის ზოგიერთმა თაყვანისმცემელმა მიიჩნია, რომ მას პროფესიონალი ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებოდა.


როგორც ცნობილია შარშან 40 წლის მომღერალი სასამართლოს გადაწყვეტილებით 13 წლის შემდეგ მამის მეურვეობისგან გათავისუფლდა.

სპირსზე მეურვეობა ორ ნაწილად იყოფოდა; მის ქონებასა და მის პიროვნებაზე მეურვეობად. ქალიშვილზე, როგორც პიროვნებაზე მეურვეობაზე უარი მამამისმა 2019 წელს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო თქვა, თუმცა მის ქონებას ამ დრომდე განაგებდა.

სპირსი ამ უფლების მინიჭებას ჯეისონ რუბინისთვის ითხოვდა, რომელიც Certified Strategies-ის სერთიფიცირებული ბუღალტერია.

სასამართლოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნული იყო, რომ მომღერლის ფულადი ქონება $2.7 მილიონს აჭარბებს, უნაღდო აქტივების ღირებულება კი, $56 მილიონამდეა.

2
564
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
564
  
2022, 9 იანვარი, 0:33
ვისაც გაინტერესებთ ონლაინ მუშაობა მომწერეთ პირადში
2022, 7 იანვარი, 19:56
სულ გააფრინა ამან...
0 1 2