x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
7 რამ დედამიწაზე, რომლის ახსნა მიწიერი ლოგიკით შეუძლებელია

ჩვენი პლანეტის ისტორია სავსეა საოცარი საიდუმლოებით... და მათ ამოსახსნელად, მთელი ცხოვრებაც კი, საკმარისი არ არის. აქ 7 მათგანს გავიხსენებთ, რომლის ახსნა საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ცოდნით და ჩვენეური ლოგიკით, უბრალოდ, შეუძლებელია.


მზის კარიბჭე, ბოლივიაimage


მზის კარიბჭე ტიუანაკოში მდებარეობს — უძველეს და იდუმალ ქალაქში. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში, ის უზარმაზარი იმპერიის ცენტრი იყო. ჯერ–ჯერობით არ არსებობს არანაირი მოსაზრება, იმის შესახებ, თუ რას უნდა ნიშნავდეს კარიბჭეზე ამოკვეთილი გამოსახულებები. შესაძლოა, მათ ასტროლოგიური ან ასტრონომიული ღირებულება ჰქონდეს?!


ქვის ხანის გვირაბები
image


ევროპის მთელი ტერიტორია ათასწლოვანი გვირაბებით არის დასერილი, რომელიც ჩრდ. შოტლანდიიდან იწყება და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებამდე მიდის. ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც არ დაეთანხმება აზრს, რომ ეს 12000 წლის მიწისქვეშა გზა, ნამდვილად რომ შთამბეჭდავია.

რისთვის აშენებდნენ და რა დანიშნულება ჰქონდა გვირაბებს, ზუსტად ცნობილი არ არის. თუმცა, არსებობს რამდენიმე თეორია, თუ რატომ იყო შექმნილი მიწისქვეშა სისტემა. ერთი ვერსიით, გვირაბები ერთი პუნქტიდან მეორეში, უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის შეიქმნა. იმ პერიოდში ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაუსახლებელი იყო და მიწისქვეშა გზა საუკეთესო საშუალება იყო მტაცებლებისგან თავის დასაცავად. ამას ისიც ემატებოდა, რომ ხშირი იყო კონფლიქტები და ომები. არსებობს ასევე აზრი, რომ გვირაბი მხოლოდ უსაფრთხო გადაადგილებისთვის კი არა, ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობისთვის და საქონლის მოკლე გზით ტრანსპორტირებისთვის გაიყვანეს.


ლონგიუს გამოქვაბულები, ჩინეთიimage


ლონგიუს გამოქვაბულების მიწისქვეშე კომპლექსი 30-ზე მეტი ხელოვნური გამოქვაბულისგან შესდგება. თითოეული გამოქვაბულის ფართობი, საშუალოდ, 1000 კვ. მ-ს შეადგენს. ხოლო, ჭერის სიმაღლე, – თითქმის, 30 მეტრია. კომპლექსის საერთო ფართობი – 30000 კვ. მ-დეა და ამჟამად, ტურისტებისთვის მხოლოს 5 გამოქვაბულია გახსნილი. ყველა გამოქვაბულში შესასვლელი ძალიან ვიწროა, მაგრამ შიგნით უზარმაზარი დარბაზები იხსნება.

ექსპერტების შეფასებით, ლონგიუს გამოქვაბულები ჩვენს ერამდეა შექმნილი და უხეში გამოთვლებით, 1 მლნ. კუბური მეტრი ქანი იყო ჩამომტვრეული. პროიქტი იმდენად მასშტაბური იყო, რომ მეცნიერები და ტურისტები, რომლებსაც ამ გამოქვაბულების ნახვის ბედნიერება ხვდათ წილად, განცვიფრებულები არიან, თუ როგორ ვერ მოხვდა უძველესი ცივილიზაციის ეს ქმნილება ძველ ჩინურ წყაროებში ან მოგზაურების ჩანაწერებში.


წყალქვეშა ქალაქი, კ. იონაგუნი, იაპონიაimage


კომპლექსი დაივინგის ინსტრუქტორმა კიჰაჩირო არატაკემ შემთხვევით აღმოაჩინა. ეს წყალქვეშა ქალაქი აქამდე არსებულ ყველა სამეცნიერო თეორიას ანადგურებს. კლდე, რომელშიც ის იყო გამოკვეთილი, წყით, დაახლოებით, 10 ათასი წლის წინ დაიფარა. მაშინ, როდესაც თანამედროვე მეცნიერების მტკიცებით, ადამიანები გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ და თავს შემგროვებლობით და ნადირობით ირჩენდნენ.



ციხესიმაგრე საქსაუმანი, პერუimage


ეს უძველესი ნაგებობა კი, იმით არის გამორჩეული, რომ შემაერთებელი ხსნარის გარეშეა აშენებული. ქვებს იმდენად ზუსტი წყობა აქვს, რომ მათ შორის ნემსის გატარებაც კი შეუძლებელია. ამასთან, თითოეული ბლოკის ზედაპირი იდეალურად არის დამუშავებული.


ლ’ანს-ო-მედოუზი, კანადაimage


ეს დასახლება ამერიკის კონტინენტზე, ვიკინგებმა 1000 წლის წინ დაარსეს. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ამერიკა, ქ. კოლუმბზე ბევრად უფრო ადრე აღმოაჩინეს.


კოსტა–რიკას სფეროსებური ქვები
image


მეცნიერები რა ხანია ამ ქვების წარმოქმნაზე ფიქრობენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ვერსიები არსებობს და ისიც, არადამაჯერებელი. ეს განსაკუთრებით იმ ვერსიებს ეხება, რომლებიც ამ ქვების შექმნას არამიწიერ ცივილიზაციებს უკავშირებენ და ეს იმ ფონზე, როდესაც თავად ამ ცივილიზაციების არსებობა, ჯერ დამტკიცებული არ არის. იქნებ, კოსტა-რიკას ქვების წარმოქმნის საიდუმლო მეცნიერებისთვის ძალიან მარტივია და მისი გარკვევა იმიტომ ვერ მოხერხდა?! უფრო სწორად, მეცნიერები არიან ძალიან ჭკვიანები, რომ ასეთი მარტივი თავსატეხი ამოხსნან?.. როგორც ამბობენ: «ვაშლი ვაშლის ხისგან შორს არ ვარდებაო!». ახლა, იმას იკითხავთ, ეს რა შუაშიაო... გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


image


1. სუდანელ მოდელს კანის გაღიავება შესთავაზეს... და მისმა პასუხმა, უამრავი ქალი შთააგონა მთელს მსოფლიოში

2. მათ წარმატებას იმიჯის შეცვლის შემდეგ მიაღწიეს

3. 5 ყველაზე საინტერესო ფაქტები ჩვენი პლანეტის შესახებ

4. ლეგენდა თითოეული ჩვენგანის დანიშნულებაზე

5. 35 რეტრო ფოტო სერიიდან – "Вау, ნუთუ ეს მართლა იყო?"

6. ცნობილი ფსიქოთერაპევტის 20 რჩევა, რომელიც ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ

0
1466
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1466
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0