x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134423
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
„ქართველების რძალი ხარ, ერთი სიტყვა საქართველოზეც თქვი“, - როგორ საყვედურობენ ქართველები ლიზა იასკოს
image
უკრაინის რადას დეპუტატმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საცოლე ლიზა იას­კომ სოციალურ ქსელში სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­ბა მიულო­ცა. როგორც წინა პოსტში, ისე აჟამინდელშიც, მას ერთი სიტყვითაც არ უხსენებია მიხეილ სააკაშვილი.


"მე­გობ­რე­ბო! შო­ბას გი­ლო­ცავთ! ამ ნა­თელ დღეს კომ­ფორ­ტს, ბედ­ნი­ე­რე­ბას, სი­ხა­რულს და სით­ბოს გისურვებთ, დაე, მოხ­დეს სას­წა­უ­ლე­ბი! დაე, გვქონოდეს ბევ­რი ნა­თე­ლი დღე, მოვ­ლე­ნა, სი­ახ­ლე. და თი­თო­ე­უ­ლ ჩვენ­გა­ნში მშვი­დო­ბამ და ჰარ­მო­ნი­ამ და­ი­სად­გუ­როს.


მინ­და, უკ­რა­ი­ნე­ლებს ვუ­სურ­ვო ერ­თი­ა­ნო­ბა, სა­ერ­თო იდე­ე­ბი, მიზ­ნე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. უკ­რა­ი­ნის მო­მავ­ლის ხედ­ვა. გი­ლო­ცავთ შო­ბას, ძვირ­ფა­სო უკ­რა­ი­ნე­ლე­ბო და მე­გობ­რე­ბო", - წერს იას­კო.


image
მიუხედავად იმისა, რომ თავის ბოლოდროინდელ პოსტებში ლიზას საქართველოც მივიწყებული ყავს და მიხეილ სააკაშვილიც, კომენტარებში მისი ქართველი მიმდევრები მაინც ეხმიანებიან:


„უსაყვარლესი ადამიანი“


„შენც გილოცავ“


„შობას გილოცავთ, თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს აღმშენებელსა და რეფორმატორს“.


„გილოცავ შობას, რძალო“


„ქართვეების რძალი ხარ, ერთი სიტყვა საქართველოზეც თქვი, რამე უსურვე ჩვენს ქვეყანას კარგი“


„თავისუფლება სააკაშვილს, თავისუფლება დემოკრატიის ლიდერ მიშას“, - წერენ ქართველები.


შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილსა და ლიზა იასკოს შორის „შავმა კატამ მას შემდეგ გაირბინა“, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ქართველი ერისადმი თავის საახალწლო მილოცვაში განაცხადა, რომ საახალწლო პროგრამაში მისი ქალიშვილი ელის მარია სააკაშვილის დებიუტი შედგებოდა. მიხეილ სააკაშვილმა სოცქსელში სოფიო ნიჟარაძისა და საკუთარი ქალიშვილის ფოტოები გააზიარა.


image
თუ საქართველოს ყოფილ პირველი ლედისთან, სანდრა რულოვსთან მეტოქეობაში ლიზა იასკო თავდეჯერებულ უპირატესობას გრძნობდა, ახალგაზრდა ქართველი მომღერლის სოფო ნიჟარაძის „გამოჩენამ“ მისი თავმოყვარეობა "შეატორტმანა". სააკაშვილის მიერ საცოლისა და თანამებრძოლის გრძნობების არდანდობამ და ფეისბუქზე "ყოფილის" ფოტოების გამოქვეყნებამ, ლიზა ისე გაანაწყენა, რომ საკუთარ ბოლოდროინდელ პოსტებში მიხეილ სააკაშვილის შესახებ დუმს.


ამასთან, ლიზა იასკოს ფეისბუქ-გვერდზე ახალი პოსტი გაჩნდა, სადაც ცისფერ კაბაში გამოწყობილი რადას დეპუტატი მღერის. „გავერთიანდეთ და ვიოცნებოთ ჩვენი სახელმწიფოს ნათელ მომავალზე; პატივი ვცეთ წარსულს, შევინარჩუნოთ ხსოვნა და გავუფრთხილდეთ ტრადიციებს!“, - წერს პოსტში ლიზა იასკო და იქვე დასძენს, რომ სიმღერა 1 წლის წინაა მომზადებული .. თუმცა მისი გამოქვეყნება მან ახლა გადაწყვიტა.


ლიზა იასკო შობასაც და ახალ წელსაც უკრაინაში შეხვდა.

1
348
2-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
348
  
2022, 7 იანვარი, 19:59
მლიქვნელების დოღია რა! რა რძალი, რის რძალი!
ამას საქართველო ისე აინტერესებს, როგორც მე ჩინეთი.
ნიჟარაძეზე, რომ წერენ სხვები დაავიწყდათ თუ ჩამოვუთვალო ანაკლიაში სასტუმროს მეექვსე სართულზე, სადაც კუდ-ის აპარტამენტები იყო ვინ დაყავდა მიშიკოს.
:))))
0 1 1