x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვინ არის გოგონა, რომელიც თბილისში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა

image5 იანვარს თბილისში, ავჭალის დასახლებაში მიხაკო წერეთლის 9 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში CO-ს გაჟონვის შედეგად 1995 წელს დაბადებული ნანო ახობაძე გარდაიცვალა.

როგორც „თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, ბინაში, რომელიც გოგონას ნაგირავები ჰქონდა კუსტარულად დამონტაჟებული იყო აკრძალული ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი.

თავად 26 წლის გოგონა სამტრედიიდან იყო და სავარაუდოდ აქ სწავლობდა-სტუდენტი იყო. იგი ბოლო სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ამ ბინაში.

ტრაგედია 5 იანვარს დაახლოებით 22 საათზე მოხდა, ახალგაზრდა გოგონას ნათესავები ვერ დაუკავშირნენ გოგონას, რის შემდეგაც მეზობლებს სთხოვეს, შეემოწმებინათ ბინა, შემდეგ მოვიდნენ მისი მეგობრებიც, შემატვრიეს კარი და სწორედ მათ აღმოაჩინეს გოგონა გარდაცვლილი.

"ბიძაშვილმა დაურეკა მეგობრებს, რომ არ მპასუხობსო და მერე მოვიდნენ მეგობრები. ნახეს და უკვე გარდაცვლილი იყო, " - ამბობს მეზობელი.

საცხოვრებელი ამჯერად დალუქულია და მიმდინარეობს გამოძიება 240 პრიმა მუხლით, რაც ელექტორ ან თბოენერგიის, გაზის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.

"ნანო როგორ არ მინდა ამის დაჯერებავერ წარმომიდგენია, რომ აღარ ხარ. ნათელში იყოს შენი ლამაზი სული"-წერს სოციალურ ქსელში მისი ახლობელი



1
602
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
602
  
2022, 6 იანვარი, 22:56
როგორ შემებრალა :(
0 1 1