x
როგორ ღალატობდა მეუღლე ელისაბედს - პრინც ფილიპის უკანონო შვილი გამოჩნდა
image
ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ახალი სკანდალია. ამჯერად ის არც პრინც ჰარის ეხება და არც სკანდალებით ცნობილ პრინც ედრიუს. საქმე ის არის, რომ პრინც ფილიპს უკანონო შვილი აღმოაჩნდა. წიგნის მაღაზიების თაროებზე ახლახანს გამოჩნდა ვინმე გიუნტერ ფოკეს მემუარები. წიგნის ავტორი ირწმუნება, რომ ის გასული წლის აპრილში გარდაცვლილი პრინც ფილიპის უკანონო შვილია და შესაბამისად, ტახტის მემკვიდრის, პრინც ჩარლზის უფროსი ძმაა.


როგორც ფოკე ამბობს, მისი დედისა და პრინც ფილიპის რომანი 1945 წელს დაიწყო, როცა ელისაბედის მომავალი მეუღლე, რომელიც იმ დროს ლეიტენანტი იყო ბრიტანეთის საბრძოლო ხომალდზე, გემით გერმანიის სანაპიროებს მიადგა. მალე მან გაიცნო ფოკეს დედა, მარი-კაროლინა, რომელიც ბარმენად მუშაობდა და თავბრუ დაახვია. მარი-კაროლინა ფორმალურად იყო დაქორწინებული, მისი მეუღლე ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.


მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან სამი თვის შემდეგ, ქალმა აღმოაჩინა, რომ ორსულადაა. მან ამის შესახებ ფილიპს მისწერა, რომელიც უკვე ბრიტანეთში იყო დაბრუნებული. პრინცი ფილიპი ცდილობდა ქალი დაერწმუნებინა, რომ ბავშვი მისთვის დაეთმო, რათა მას ის ბრიტანეთში წაეყვანა, რაზეც კაროლინამ სასტიკი უარი განაცხადა. მას ეს გადაწყვეტილება მაშინაც არ უნანია, როცა ქმარი ცოცხალი აღმოჩნდა და ტყვეობიდან დაბრუნდა. ყველაზე პიკანტური მომენტი ამ ისტორიაში ისაა, რომ მაშინ, როცა ბავშვი დაიბადა, პრინც ფილიპს რომანი ჰქონდა გაჩაღებული პრინცესა ელისაბედთან. ამის შესახებ მარი-კაროლინამ არაფერი იცოდა.


იმის შესახებ, თუ ვინ იყო მისი ნამდვილი მამა, ფოკემ ბებიისგან დედის დაკრძალვაზე შეიტყო, რომელიც ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. ფოკე ცდილობდა გაერკვია, რამდენად სიმართლე იყო ბებიის მონაყოლი და სამეფო ოჯახს დაუკავშირდა. ის გენეტიკურ ექსპერტიზას ითხოვდა, რაზეც მკაცრი უარი მიიღო.



როგორც ფოკე ამბობს, ერთადერთი რაც სურდა, მამისგან ნებაყოფლობითი აღიარება იყო, რომ ის მისი შვილია. და რადგან ამას ვერ მიაღწია, მისი თქმით, იძულებულია მსოფლიოს საკუთარი ვინაობის შესახებ მემუარებით შეატყობინოს.

0
284
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0