x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134473
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ყაზახეთი - ახალი საპროტესტო ტალღა
ყაზახეთი

2022 წელი დადგა თუ არა, მსოფლიოში ახალი ცხელი წერტილი გაჩნდა - ყაზახეთი. ყაზახეთში 2022 წლის 2 იანვრიდან დაიწყო საპროტესტო აქციები გაზის ფასის გაორმაგების გამო, რაც მალევე გადაიზარდა მწვავე დაპირისპირებაში სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის მთავრობამ დააბრუნა გაზის ძველი ფასი, საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა და პოლიტიკური ხასიათიც მიიღო.


მომიტინგეები ითხოვდნენ ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის და არაფორმალური მმართველის ნურსულთან ნაზარბაევის გადაყენებას. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ყაზახეთის მთავრობა გადააყენა ხოლო ნურსულთან ნაზარბაევს დაატოვებინა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა.


4 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა მოუწოდა მომიტინგეებს დაშლისკენ და მშვიდობისკენ თუმცა უშედეგოდ. უკვე 5 იანვარს ყაზახეთის რამდენიმე რეგიონში ხოლო საღამოსთვის უკვე მთელ ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, შემოიღეს კომენდანტის საათი და დაიწყო დაკავებები. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით გაითიშა ინტერნეტი.


პროტესტი ყაზახეთში


მომიტინგეებმა ერთ-ერთ ქალაქში დაამხეს ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი. მწვავედ განვითარდა მოვლენები ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმა-ათაში, სადაც მომიტინგეებმა დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები - პროკურატურა, მერია და პრეზიდენტის სასახლეც კი. დღისით მომიტინგეებმა შეძლეს ალმა-ათაში მდებარე ქვეყნის უდიდესი აეროპორტის დაკავებაც.


საღამოს, ყაზახეთის შინაგან საქმენა სამინისტრომ დაიწყო ე.წ. „ანტიტერორისტული ოპერაცია“ მთელი ქვეყნის მასშტაბით და უპირველეს ყოვლისა ალმა-ათაში. პოლიციამ ათობით ადამიანის ლიკვიდაცია მოახდინა. ალმა-ათას საერთაშორისო აეროპორტი გათავისუფლდა.


საინტერესოდ განვითარდა მოვლენები 5 იანვრის საღამოს, როდესაც ყაზახეთის პრეზიდენტმა თოყაევმა მიმართა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“ დახმარების თხოვნით. იმავე საღამოს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც ორგანიზაციის თავმჯდომარეცაა განაცხადა, რომ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ სამხედრო ძალებს შეიყვანდა ყაზახეთში.


ყაზახეთი - აშშ


საინტერესოა ასევე დასავლეთის განცხადებები - აშშ, ევროკავშირი, ეუთო და გაერო ერთხმად მოუწოდებენ მშვიდობისკენ, გმობენ დემონსტრანტების წინაამღდეგ ძალის გამოყენებას და ა.შ. გაკეთებული განცხადებები საკმაოდ სუსტია, რაც ბუნებრივიცაა, რადგან არც აშშ-ს და არც ევროკავშირს ყაზახეთში ინტერესები არ აქვთ, ყოველ შემთხვევაში არ ჰქონდათ, რადგან ყაზახეთი არ მიისწრაფვის ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ და აქვს კავშირები რუსეთთან.


საპროტესტო აქციებზე ოპოზიციამ გააკეთა მკვეთრი განცხადებები და მოთხოვნები, რომ ყაზახეთმა გაწყვიტონ ყველანაირი თანამშრომლობა რუსეთთან, დაინიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები, გადადგეს პრეზიდენტი და ყაზახეთმა დაგმოს რუსეთის ქმედებები უკრაინის წინაამღდეგ.


6 იანვარს რუსეთის სახელმწიფო მედიამ - RT-მ გაავრცელა კადრები, რომელზეც ჩანს რუსეთის ჯარის გადასროლა რუსეთიდან ყაზახეთში. ასევე სამხედრო კონტინგენტს აგზავნის ბელარუსი და სომხეთი. ორგანიზაციის წევრი შუა აზიის ქვეყნებმა უარი განაცხადეს ყაზახეთში ჯარის შეყვანაზე და დემონსტრანტების წინაამღდეგ მოქმედებაში.


ОДКБ


ОДКБ-ში ამდენად სწრაფად მიღებული გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ რუსეთის ინტერესი რეგიონში უფრო დიდია ვიდრე სხვა ქვეყნებში. ამის დასტურად, შეგვიძლია მოვიყვანოთ ფაქტი იმისა, რომ როდესაც ბელარუსი 2020 წელს მოიცვა საპროტესტო მოძრაობამ, ლუკაშენკოს მიმართვა ორგანიზაციისადმი ჯარების შეყვანის თხოვნით არ მიიღეს მხედველობაში და ბელარუსში ჯარები არ გამოცენილა, იგივე მოხდა სომხეთში, როდესაც სომხეთი დახმარებას სთხოვდა რუსეთს, ხოლო ორგანიზაციამ არ შეიყვანა ჯარები მთიან ყარაბაღში სომხეთის დასახმარებლად.


რეალურად, ყაზახეთში განვითარებული მოვლენები გვაჩვენებენ, რომ რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორებთან იმატებს ანტირუსული განწყობები. ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი და ახლა უკვე ყაზახეთიც ის ქვეყნებია, სადაც დაიწყო ანტირუსული მოძრაობები, რადგან ამ ქვეყნების მოსახლეობა ხედავს, რომ ამ თანამშრომლობით მოგებული მხოლოდ ერთი მხარეა და ეს მხარე მათი ქვეყანა ნამდვილად არაა.


ცალსახაა, რომ რუსეთი არ დათმობს მისთვის მნიშვნელოვან პარტნიორს ასე მარტივად და მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ნაზარბაევის არაფორმალური მმართველობა შენარჩუნდეს ყაზახეთში.

ალმა-ათა


0
174
2-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ბუზალაძე
ალექსანდრე ბუზალაძე
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0