x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134478
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ყველაზე ცნობილი მოუხელთებელი თაღლითი ქალი საბჭოთა კავშირში-კრიმინალური არქივიდან
image

70-80-იან წლებში ეს ქალი შემნახველი სალაროების ნამდვილი რისხვა იყო. და მაინც, მას რუკაზე ერთი ადგილი ძარცვისთვის აკრძალულ ზონად მიაჩნდა. საუბარია, მოსკოვზე. დამნაშავე აქ დასასვენებლად და კიდევ ერთგვარი რიტუალის შესასრულებლად ჩადიოდა, რომელიც მას იღბალს დააბედებდა. ჯერ მიდიოდა პეტროვკა 38-ში -(შენიშვნა :სადაც მდებარეობს შსს-ს ცენტრალური შენობა) გამოელაპარაკებოდა მცველს, შემდეგ ხელუკუღმა მოისროდა 5 კაპიკიანს ღობის იქით - იღბალისთვის. შემდეგ ჩამოუვლიდა მოსკოვის საუკეთესო კაფე-ბარებს, სადაც შეუკვეთავდა საყვარელ სიმღერას, რომლის ერთ-ერთი სტრიქონი ასახავდა მის კრედოს:"საყვარელ ქალაქს შეუძლია მშვიდად იძინოს."





დღეს შემოგთავაზებთ საბჭოთა კავშირში, ყველაზე ცნობილი თაღლითის, ნინა ჩერეპანოვას ამბავს, რომელსაც ერთბაშად რამდენიმე მეტსახელით მოიხსენიებდნენ: "ნდობის ქურდი", "ინტელექტუალი" და "ნინკა - ოქროს ხელი".იგი შეუდარებელი არტისტიზმით გამოირჩეოდა - ქვასაც კი გაალღობდა. მასზე საკავშირო ძებნა იყო გამოცხადებული, 1970-იანი წლების ბოლოს, მისი ფოტო ეკიდა თითქმის ყოველი ლამპიონის ბოძზე კალინინგრადიდან დაწყებული და კამჩატკით დასრულებული, მაგრამ ამან ხელი მაინც ვერ შეუშალა და სსრკ-ს 80 ქალაქში მოასწრო "მოღვაწეობა".




ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნინკა, რომელლიც ვორონეჟიდან იყო შორეულ აღმოსავლეთში გათხოვდა და იქვე შეეძინა შვილი, 1974 წლის ზაფხულში ქმარ-შვილთან ერთად შავ ზღვაზე წავიდა დასასვენებდლად, საიდანაც ნინკა უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

დამწუხრებული ქმარი მილიციაში განცხადებას წერს, მაგრამ მის მეუღლეს ვერ პოულობენ.

შვებულება დასრულდა და უბედური ქმარი იძულებულია შვილთან ერთად სახლში დაბრუნდეს.

მეუღლე გასაღებს კარს არგებს, მაგრამ ჰოი საოცრებავ, კარი არაფრით არ იღება, ბევრი რომ არ გავაგრძლოთ, ირკვევა, რომ ნინკას დრო უქმად არ დაუკარგავს, იგი არსად არ გამქრალა და არც ზღვაში დამხრჩვალა : გაყიდა ბინა და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.

ასე იწყება ჩერეპანოვას კრიმინალური გასტროლები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

თავიდან ის ძარცვავდა ბინებს და მიჰქონდა ყველაფერი - ოქრო, ძვირფასეულობა, ფული, არც იაფფასიან პარფიუმერიას და არც ნახმარ ნივთებს უკადრისობდა . 1981 წლიდან ის ძირითადად სეიფებზე გადავიდა. იგი იპარავდა სხვა ადამიანების პასპორტებს და შრომის წიგნაკებს. შემდეგ, ჩვეულებრივი კალმისა და მელნის გამოყენებით, მათში ფილიგრანული ოსტატებოთ წერდა სხვა სახელებს, "ქმრების", "შვილების", ჩაწერის ადგილს, "მოლარედ"მუშაობის სტაჟს, მოკლედ ნებისმიერ ბეჭედს და შტამპს..

ერთ ადგილას იმუშავა შემნახველ ბანკში მოლარედ, რა დროსაც ხელში ჩაიგდო რევოლვერი, დიდი ოდენობით თანხა და ამ ყველაფერთან ერთად გაუჩინარდა.

რამდენიმე წლის განმავლობაში ჩერეპანოვამ გაძარცვა 12 შემნახველი სალარო, ჯამში წაიღო 100 ათას მეტი მანეთი. ჩერკესკი, ტულა, ხარკოვი, კიროვი, გორკი, ტოლიატი, კურსკი, ჩელიაბინსკი..ეს არასრული ჩამონათვალია .ხელწერა ერთი იყო: ქალაქში ჩავიდოდა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოლარედ ეწყობოდა, სეიფებს ასუფთავებდა, ხოლო მოპარულ ფულს და ობლიგაციებს "თოჯინებით" ანაცვლებდა, შემდეგ კი ჯდებოდა მატარებლეზე და მიდიოდა ნებისმიერი მიმართულებით სხვა ქალაქში.

ნინკაზე მთლიანად სამასამდე კრიმინალური ეპიზოდი იყო დაფიქსირებული მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მაინც როგორ ახერხებდა ნინკა ასე იოლად სალაროში მოწყობას, მას ჰქონდა კლასიკურად დამუშავებული თავის შეცოდების მეთოდი .

ამის მაგალითად ქალაქ ტოლიატის შემთხვევა კმარა, სადაც ვირტუოზული აფერა დაატრიალა.

მატარებლიდან დილის თერთმეტზე ჩამოვიდა. ყალბ პასპორტში უცებ ჩაწერა ქმარი და სამი პატარა შვილი და უახლოეს შემნახველ სალაროს კადრების განყოფილებას მაიკითხა, იქ მომუშავე პერსონალის მოუყვა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაეჯახათ მის ქმარს და პატარებს ცოტა ხნის წინ მოტოციკლი, (თან ყალბი ფოტო აჩვენა, წინასწარ მომზადებული შემთხვევით ქუჩაში მოთამაშე ბავშვებთან გადაღებული)მთელი შემნახველი ბანკი ჩერეპანოვასთან ერთად ტიროდა. იგი მაშივნე მიიღეს სამსახურში და უმალ გადასცეს სეიფის გასაღები. იმავე დღეს შესვენების შემდეგ ის უკვე მატარებელში იჯდა 12 ათასი მანეთით ხელში, ანუ მთელ ამ პროცესს სულ სამი საათი მოანდომა.

ბედის ირონიით აიყვანეს მშობლიურ ქალაქ ვორონეჟში, 1984 წელს.მიაკითხა ადგილობრივ შემნახველ ბანკს და დამწუხრებულმა მოუთხრო, რომ დედა გარდაეცვალა, ამჯერად ჩერეპანოვა სიმართლეს ამბობდა, დედა მართლაც მოუკვდა, თუმცა 6 თვის უკან, მაშინ დაკრძალვაზე ჩასვლა ვერ შეძლო, რადგან ეშინოდა, რომ მილიცია შეიძლებოდა ჩასაფრებოდა, თუმცა ბანკის ხელმძღვანელმა სახეზე იცნო მოუხელთებელი თაღლითი, რომლის ფოტოც უკვე შემნახველ სალაროებს დაურიგეს, შეპირდა, რომ სამსახურში მიღებდა და თან მილიციას გამოუძახა.

საბჭოთა კავშირში სულ ერთეული შემთხვევებია დაფქისირებული, როდესაც ქალს სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიუსაჯეს, ამასვე ითხოვდა პროკურორი, თუმცა საბოლოოდ ნინა ჩერეპანოვას 15 წელი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

- ის ბუტირკის საკანში იჯდა და ციხის უფროსის სახელზე განცხადებას წერდა. „შინაგანი სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკ სემიონოვს 1947 წელს დაბადებული პატიმარ ნინა ჩერეპანოვასგან, იმის გამო, რომ ჩემს საქმეზე გამოძიება ჭიანურდება და უმუშევრად ვერ ვიჯდები, გთხოვთ, ამიყვანოთ მთავარ ბუღალტრად. შრომის წიგნაკი და განცხადება თან ერთვის. დაჯილდოვებულია შრომის წითელი დროშის ორდენით."



დაჯილდოების საბუთებზე ბეჭედია, დაჯილდოებაზე თანამდებობის პირების ხელმოწერებია.


- ყველაფერი ადგილზეა! - იხსენებს ვიაჩესლავ ივანოვიჩი, ამჟამად გადამდგარი გენერალი, რომელიც ჩერეპანოვას საქმეს იძიებდა - ციხის უფროსი სემიონოვი მიხმობს, მაძლევს განცხადებას, შრომის წიგნაკს ჯილდოს დოკუმენტებით.

მე ვთავაზობ: გავაგზავნოთ შესამოწმებლად. ვაგზავნით. ექსპერტი გასცემს დასკვნას: ერთი ბეჭედი ყალბია, სხვები მოქმედებს! მაგრამ სინამდვილეში ყველა ნინკას დახატული იყო. ”ის იყო ნიჭიერი, თაღლითი”, - იღიმის გადამდგარი გენერალი.

2021 წლის სექტემბერში ნინა ჩერპანოვაზე გამოდის დოკუმენტური ფილმი "Криминальный талант. Подлинная история"სერიიდან "Следствие вели...

მთავარი ფოტო:ნინა ჩერპანოვა(მარცხნივ) და კადრი დოკ.ფილმიდან (მარჯვნივ)


imageასევე იხილეთ

ნიკოლაი ჯუმაგალიევი-(დაიბადა 1952 წელს ყაზახეთში)სერიული მკვლელი და კანიბალი.მან მოკლა 1979-80 წლებში მინიმუმ 10 ადამიანი. ჯუმაგალიევის პირველი მსხვერპლი სოფლელი გოგონა იყო.მან გოგოს ყელი გამოჭრა, გაჭრა სიგრძეზე და შემდგომ ერთი თვის განმავლობაში ჭამდა. დაკავების შემდეგ ჯუმაგალიევმა პირველსავე დაკითხვაზე აღიარა, რომ მას ...

1946 წლის მარტში, სსრკ-ს მდინარეთა ფლოტის მინისტრის, ზოსიმე შაშკოვის მისაღებში თვითნაკეთი ინვალიდის ეტლით გამოჩნდა მამაკაცი, რომელსაც ორივე ფეხი მოკვეთილი ჰქონდა: გვარდიის კაპიტანი, ორჯერ საბჭოთა კავშირის გმირი, ტანკისტი კუზნეცოვი. 32 წლის მამაკაცმა, რომელსაც უკვე ჭაღარა შერეოდა, მოყვა თუ როგორ დაიღუპნენ მისი თანამებრძოლები ბერლი...

1977 წლის 24 ოქტომბერს სამართალდამცავებმა დააკავეს ალბათ ყველაზე შემზარავი სერიული მკვლელი-ნეპიოფილი ანატოლი ბირიუკოვი, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც "ჩვილებზე მონადირე", მის დაკავებაზე არნახული მასშტაბის ოპერაცია ჩატარდა, რომელიც მოსკოვის მილიციას არც მანამდე და არც მის შემდეგ ახსოვს. ვინც იმ პერიოდს მოესწრო კარგად ...

ოფიციალურად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირში ქალებს სიკვდილით არ სჯიდნენ, რა სახის დანაშაულიც არ უნდა ჰქონოდათ ჩადენილი.სასამართლოს გამოჰქონდა განაჩენი-დახვრეტა, თუმცა არ აღესრულებოდა.მხოლოდ სამ შემთხვევაში დაიშვა გამონაკლისი და მოდით გავეცნოთ იმ სამ ქალს, რომლებიც სიკვდილით დასაჯეს სსრკ-ში. 1)ან...

გასული საუკუნის 80-იან წლებში როსტოვის ოლქში დაიწყო კოშმარული ეპიდემია, ეს მხარე იქცა სერიული მანიაკი-მკვლელების ბუდედ, რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა, მარტო როსტოვის ოლქმა მსოფლიოს "აჩუქა" 37 მკვლელი-მანიაკი, რითაც სამარცხვინო #1 ადგილით იწონებს თავს მთელს მსოფლიოში.მათ შორის არიან ანდრეი ჩიკატილო, ვლადიმერ მუხანკინი, რომან ბურცევი და სხვები.ფსიქოლოგები ...

გასული საუკუნის 70-იან წლების ბოლოს საქართველო იყო ყველაზე მდიდარი და წარმატებული საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, უბრალო საბჭოთა მოქალაქეები როდესაც თბილისში ხვდებოდნენ გაოცებულები იყვნენ აქაური ცხოვრების დონით, აქ უფრო ბევრად მეტი ავტომობილები დადიოდა ვიდრე საშუალო საკავშირო მაჩვენებელი იყო, ხოლო ქართველების აგურით ნაგები სახლები(ზოგჯ...

1977 წელს ერევანში მოხდა საბჭოთა კავშირის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სახელმწიფო ბანკის ძარცვა, მძარცველებმა იმ დროისათვის ასტრონომიული თანხა 1, 5 მილიონი მანეთი მოიპარეს. ბიძაშვილები, ნიკოლაი და ფელიქს კალაჩიანები საკამოდ განსხვავებული ხასიათის იყვნენ, ნიკოლაი მეოთხე კლასში იყო, როდესაც დედა და სიმსივნით მომაკვდავი მამა მიატოვა და ბოშათა ბანაკ...

0
1259
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0