x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"იმედია კარგად იქნები" - აშშ-ში დააკავეს მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეს ვაქცინა უნებართვოდ გაუკეთა
image

ამერიკაში პოლიციამ ნიუ-იორკელი სკოლის მასწავლებელი დააკავა, რომელმაც თავის ერთ-ერთ მოსწავლეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არალეგალურად გაუკეთა. ამის შესახებ იუწყება BBC.

ადგილობრივი პოლიცია ამბობს, რომ ლორა რუსომ (Laura Russo )მოსწავლეს ვაქცინა სახლში გაუკეთა, შესაბამისი კვალიფიკაციისა და მშობლების თანხმობის გარეშე - თუმცა ამბობენ, რომ 17 წლის მოსწავლეს თავად სურდა ვაქცინის გაკეთება.

ლორა რუსო ბიოლოგიის მასწავლებელია, 54 წლის პედაგოგი ახალი წლის ღამეს დააკავეს და ახლა ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გაურკვეველია, რა გზით ჩაიგდო ხელში რუსომ კორონავირუსის ვაქცინა, არის თუ არა ის ნამდვილი და ვისი დამზადებულია.

ამჟამად, 18 წლამდე ამერიკელებისთვის დამტკიცებული ერთადერთი პრეპარატი- Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა.

შემთხვევის ამსახველ ვიდეოკადრებში რუსო მოზარდს ეუბნება: "იმედია კარგად იქნები". "აი, ინებეთ. ესეც სახლის ვაქცინა, " პასუხობს ბიჭი.

არასწორად გაკეთებული ინექცია შეიძლება საშიში იყოს.გარდა ამისა, ექიმებმა და ლიცენზირებულმა ჯანდაცვის მუშაკებმა უნდა გადაამოწმონ, რომ ვაქცინა არ იყოს ყალბი და რომ მას ვადა არ გასვლია.მათ ასევე უნდა გადახედონ პაციენტების სამედიცინო ისტორიას და აკონტროლონ მისი რეაქციები აცრის შემდეგ.

image

ოფიციალური პირების განცხადებით, ბიჭის მშობლებმა პოლიცია გამოიძახეს მას შემდეგ, როდესაც ის სახლში დაბრუნდა და მომხდარის შესახებ მშობლებს უამბო.



მასწავლებლის სასამართლო 21 იანვარს გაიმართება.

0
294
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0