x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"გესმით ბაჟეში ამოვლებულებო? ყაზახებმა, შიმშილობა კი არა – რევოლუციაო!" - რას წერს ნუგზარ სულაშვილი

image


საფრანგეთში მოღვაწე "AFG"- ის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ქვეყნის მოსახლეობასა და ოპოზიციას საჯაროდ მიმართავს.



"რას ითხოვენ, ყაზახეთში:


ა. ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება


ბ. ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, მთავრობისა და პარლამენტის სრული შემადგენლობით გადადგომა.


გ. პოლიტიკური რეფორმები:


დროებითი მთავრობის შექმნა ავტორიტეტული და საჯარო მოქალაქეებისგან – ყაზახეთის წინააღმდეგობის მონაწილეებისგან. თავისუფალი არჩევნების ჩატარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ძალების მიერ.


დ. პოლიტიკური რეფორმების მთავარი პირობაა დემოკრატიის ღირებულებების მკაცრი დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა, საბჭოთა მმართველობის წლების აღიარება, როგორც დანაშაული პოსტსაბჭოთა იმპერიის ხალხების წინააღმდეგ, სამხედრო აგრესიის დაგმობა უკრაინის წინააღმდეგ და ყირიმის დაკავებისთვის ანექსიის შეფასების მკაფიოდ მიცემა, გამოსვლა დსთ-დან, EAEU-დან და რუსეთის ფედერაციასთან სხვა ალიანსებიდან.


გესმით ბაჟეში ამოვლებულებო?


ყაზახებმა, შიმშილობა კი არა – რევოლუციაო!


ოპოზიციის ლიდერებს



(გამონაკლისების გარდა)


ვინც თვლით, რომ ევროპაში მოკალათებული კლავიატურის ლომი ვარ და უფლება არ მაქვს საკუთარი აზრი ჩემს თანამოქალაქეებს გავუზიარო, ან მოვუწოდო, მინდა გკითხოთ:


საქართველოში ყოფნით ვის რა არგეთ?


მე, 11 წლის მანძილზე ათსობით საკუთარ თანამოქალაქეს უფასოდ ვემსახურები და ამ მომსახურების ხარჯი რამდენიმე მილიონ ევროს მოიცავს.


ვეხმარები ონკო-პაციენტებს და უამრავ ადამიანს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს სიცოცხლის შესანარჩუნებლად.


წლებია, მე და ჩემი გუნდი აქტიურად ვეწევით საქართველოს პოპულარიზაციას. ვმართავ გამოფენებს, ვაწყობთ სემინარებს და საჯარო ლექციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.


თქვენს ყველა პრობლემას ოპერატიულად ვაწვდით ევროსტრუქტურებს. (ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე)


და კიდევ მე ვარ ევროპულ სავარძელში მოთავსებული და "კლავიატურაზე მოკაკუნე ლომი" თქვე უნიათო ფარჩაკებო? და მე, არა მაქვს უფლება ხმის ამოღების?!


ერთი მომაკვდავი კაცი მაჩვენეთ ვისაც სიცოცხლე შეუნარჩუნეთ და გპირდებით, ხმას სამუდამოდ ჩავიწყვეტ.


ვერ შემომედავებით და იცი რატომ? იმიტომ რომ ეს თქვენც შესანიშნავად იცით და არა ერთხელ დაგხვედრიათ ჩემი უანგაროდ გამოწვდილი ხელი დასახმარებლად.


ემიგრანტი მე კი არ ვარ, თქვენ ხართ. საკუთარ ქვეყანაში, ქვეყანა დაკარგულებო "- წერს ნუგზარ სულაშვილი.


ცნობისთვის, 2 იანვარს ყაზახეთში საწვავის ფასის ორჯერ გაზრდის გამო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. სამდღიანი აქციების შემდეგ პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მთავრობა გადააყენა, ფასების სახელმწიფო რეგულაცია დააწესა და საგანგებო მდგომარეობა სამ რეგიონში გამოაცხადა, თუმცა პროტესტის ტალღა არ შეწყდა. 5 იანვარს დილით, დემონსტრანტებმა მსხვილ ქალაქებში პოლიციაზე იერიში მიიტანეს და ადმინისტრაციის შენობების დაკავება დაიწყეს. მომიტინგეებმა სხვადასხვა ქალაქში უკვე დაიკავეს სამთავრობო შენობების ნაწილი. ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ წუთებში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მიმართული ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს.





0
484
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
484