x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ლეგენდა თითოეული ჩვენგანის დანიშნულებაზე

ერთი ძველი ლეგენდის თანახმად, საუკუნეების წინ, ლიბანის საოცარ ტყეში 3 კედარი «დაიბადა». როგორც ცნობილია, ეს მცენარე წარმოუდგენლად ნელა იზრდებიან და ამიტომ, მათ ასობით წელი ჰქონდათ, ადამიანებზე, ბუნებაზე, სიცოცხლეზე და სიკვდილზე დასაფიქრებლად.

ისინი დედამიწაზე მომხდარი უამრავი მოვლენის მოწმენი გახდნენ: როგორ მოდიოდნენ და მიდიოდნენ მეფეები; როგორ იქმნებოდნენ და ეცემოდნენ იმპერიები; როგორ დაღვარა უამრავმა ადამიანმა ბრძოლის ველზე სისხლი, თან არაერთხელ; მათ ნახეს სიყვარული და სიძულვილი; სიმდიდრე და სიღარიბე; ისინი თვალს ადევნებდნენ სავაჭრო ქარავნებს და მარტოხელა მოგზაურებს; მათ ისიც ახსოვდათ, თუ რამდენჯერ შეიცვალეს ენა ადამიანებმა და როგორ შექმნეს დამწერლობა.


image


ხეები ერთმანეთთან ძალიან იშვიათად საუბრობდნენ — მათ, ყველაზე მეტად, დაკვირვება და ფიქრი მოსწონდათ. მაგრამ, ერთხელ, ლაპარაკი საკუთარ მომავალზე დაიწყეს.

— ცხოვრების მანძილზე ბევრი რამ ვნახე, — თქვა ერთმა კედარმა. — მხოლოდ ხელისუფლებას აქვს ძალა, ამიტომ ვისურვებდი, რომ ტახტად ვიქცე, რომელზეც დედამიწაზე ყველაზე ძლიერი ხელმწიფე იჯდება.

— მე კი, მგონია, — ამოიოხრა მეორე კედარმა, — რომ მთავარი, ქვეყანაზე — სიკეთეა. ამიტომ, ვისურვებდი, რომ ხელსაწყო გავხდე, რომელიც ბოროტებას სიკეთედ აქცევს.

— დარწმუნებული ვარ, რომ მთავარი — რწმენა და სულია — ჩაიშრიალა მესამე კედარმა. – ამიტომ, ვისურვებდი, რომ ჩემი დანახვისას, ადამიანებს რწმენა და იმედი ეძლეოდეთ.

ათწლეული — ათწლეულს მიჰყვებოდა... და აი ერთხელ, ტყეში ხის მჭრელები გამოჩნდნენ. მათ სამივე ხე მოჭრეს, სახელოსნოში წაიღეს და დახერხეს.

თითოეული კედარი თავისას ოცნებობდა, მაგრამ რეალობა იშვიათად ემთხვევა მოლოდინს...

პირველი ხისგან პირუტყვის ჩვეულებრივ სადგომი გააკეთეს, ხოლო მისი ნარჩენისგან დურგალმა ბაგა გამოთალა. მეორე კედარი უხეშ მაგიდად იქცა, ხოლო მესამე — აღარ დასჭირდათ და საწყობში შეაგდეს.

სამივე ხემ იმედგაცრუებისგან ამოიოხრა: «სამწუხაროა, რომ ადამიანებმა ჩვენს მშვენიერ მერქანს ღირსეული გამოყენება ვერ მოუძებნეს…»

გადიოდა წლები და ერთხელ, ღამე, ცოლ-ქმარი თავშესაფრის ძიებაში, ღამის გასათევად, სწორედ იმ სადგომში მივიდა, რომელიც პირველი კედრისგან იყო აშენებული. ქალი ფეხმძიმედ იყო და ღამეს ვაჟი შეეძინა. დედამ ბავშვი ბაგაში, თივაზე დააწვინა. პირველმა კედარმა სწორედ იმ მომენტში გააცნობიერა, რომ მისი ოცნება ახდა: ის ამ ქვეყანაზე ყველაზე დიდი მეფის საყრდენი გახდა.

გავიდა კიდევ რამდენიმე წელი და მეორე კედრის მერქნისგან გამოთლილ მაგიდას მასწავლებელი და მისი 12 მოსწავლე მიუჯდა. ტრაპეზის წინ, მასწავლებელმა რამდენიმე სიტყვა წარმოსთქვა და მეორე კედარი მიხვდა, რომ მხოლოდ ღვინის თასის და პურის საინის კი არა, ღმერთის და ადამიანების კავშირის საყრდენი გახდა.

მეორე დღეს, მესამე კედარის მერქნისგან ჯვარი გააკეთეს და მასზე ცოცხალ–მკვდარი ადამიანი მიაჭედეს. ხე შეშინებული იყო იმ ხვედრით, რაც ერგო. მან ტირილი დაიწყო საკუთარი და მასზე, ჯვარცმული ადამიანის ბედის გამო. მაგრამ, არ გასულა 3 დღე და ის ადამიანი, რომლის გამოც კედარი ცრემლად იღვრებოდა, სამყაროს კელაპტარი გახდა, ხოლო ჯვარი, წამების იარაღიდან – რწმენის სიმბოლოდ იქცა.

ასე ასრულდა ლიბანური კედრების სურვილი, — ისე, როგორც, ეს ოცნებებთან დაკავშირებით ხდება: სრულდება, მაგრამ ისე არა, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია...


პაულო კოელიო


image


არხის სხვა სიახლეები:


image


1. როგორ იქცა პუანსეტია შობის მთავარ სიმბოლოდ (მოვლა და გამრავლება)

2. შემთხვევით აღმოჩენილი 10 განძი

3. 12 მაღალრეიტინგული მინისერიალი მათთვის, ვისაც გრძელი სერიალების ყურების დრო და სურვილი არა აქვს

4. 250 მილიონი წლის ადამიანები – რეალური ფაქტები, რომელიც საბჭოთა "კგბ"-მ გაასაიდუმლოვა

5. 4600 წლის პირამიდების გამოსახულება აღმოაჩინეს ნივთზე, რომლის ასაკი 5000 წელს აღემატება

6. დროის მარყუჟი: შესაძლებელია, თუ არა წარსულში დაბრუნება?

0
501
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
501
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0