x
image
ირინა მ.
"ადამიანები მარსზე შესაძლოა კანიბალები გახდნენ"

image


ექსპერტები ადრე თუ გვაფრთხილებდნენ, რომ კოლონისტები, რომლებიც მარსზე იცხოვრებენ, საბოლოო ჯამში შესაძლოა დედამიწის წინააღმდეგ აჯანყდნენ, ახლა ისინი უფრო სამწუხარო გაფრთხილებით გამოდიან - შესაძლოა კოსმოსში ადამიანებს შორის კანიბალიზმი დაიწყოს, იმ შემთხვევაში, თუ მათ საკვები გამოელევათ.


image


ილონ მასკი დიდი ხანია ოპტიმისტურად იყო მარსის კოლონიალიზაციისადმი განწყობილი. ახლახანს კი განაცხადა, რომ ადამიანების გადაყვანა მარსზე 5-10 წელიწადში იქნება შესაძლებელი. მისი სიტყვებით, მარსზე სასოცოცხლო გარემოს შექმნა მნიშვნელოვანი იქნებოდა "დაახლოებით 500 მილიონი წლის შემდეგ", მაშინ, როცა დედამიწა ზედმეტად ცხელი გახდება სიცოცხლის არსებობისთვის. თუმცა რადიაცია, ექსტრემალური ამინდი და სასიცოცხლო რესურსები, მხოლოდ რამდენიმეა იმ წინააღმდეგობებს შორის, რომელთაც შეუძლია მასკის ოცნებებს წითელი პლანეტის კოლონიზაციის შესახებ, ხელი შეუშალოს.


image


ედინბურგის უნივერსიტეტის ასტრობიოლოგიის პროფესორმა, ჩარლზ კოკელმა და პორტლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორმა, ანთროპოლოგმა კემერონ სმიტმა, ბრიტანულ გაზეთ Metro-სთან ინტერვიუში განაცხადეს, რომ ადამიანებმა კოსმოსურ კოლონიებში საბოლოო ჯამში შესაძლებელია ერთმანეთის ჭამა დაიწყონ, თუ ვერ მოიყვანენ მოსავალს და საკვების მარაგი დაუმთავრდებათ. მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ მომავალო კოლონისტებისთვის ერთ-ერთი დიდი საშიშროება შეიძლება საკვების უკმარისობა გახდეს, ავადმყოფობები და დედამიწაზე, როგორც პროდუქტების მიღების წყაროზე, მუდმივი დამოკიდებულება.

ისინი ასევე თვლიან, რომ კოლონიები შეიძლება შეიქმნას გადაშენებისგან თავის დაზღვევის მიზნით, და არა, იმ ცვლილებებისგან თავის დასაცავად, რომლებსაც შეუძლიათ მიგვიყვანოს იქამდე, რომ დედამიწა სიცოცხლისთვის უვარგისი გახდეს. დედამიწა სიცოცხლითვის უვარგისი კი კლიმატური კრიზისის გამო გახდება.



image








იხილეთ შემდეგი სტატიები:






ნიკოლა ტესლა - როცა სამყარომ თავისი გენია დაივიწყა

image

რატომ იგნორირებენ ანთროპოლოგები 3, 5 მეტრიან ორთავიან გიგანტს პატაგონიიდან? (+ვიდეო)

image

მზის გვერდით ისევ გამოჩნდა ეზეკიელის ბორბალი - მოფრინდება დედამიწაზე? (+ვიდეო)

image

"კოსმოსში დაბადებულნი": დედამიწელების საოცარი მომავალი?

image

ბულგარეთში, არქეოლოგიური გათხრების დროს, არტეფაქტი-"უცხოპლანეტელის" ნიღაბი აღმოაჩინეს

image


მეცნიერებმა აღადგინეს 70 000 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის წინაპრის გარეგნობა

image

საოცარი ფოტოები, რომლებიც ცხოვრებას სხვა თვალთახედვით გვიჩვენებს

image


ბაიკალის ტბის შვიდი იდუმალი მოვლენა

image


ბარჰოუტი-საიდუმლოებით მოცული "ჯოჯოხეთის ჭა" იემენში (+ვიდეო)

image







0
227
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
227