x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
NASA-მ დაიქირავა მღვდლები უცხო ცივილიზაციის აღმოჩენის შემთხვევაში

image

ამ საკითხის შესწავლაში სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული.

ერთხელაც ქრისტიანი მღვდელი, რაბინი და იმამი შეიყარნენ ერთად ღმერთზე და უცხოპლანეტელებზე სასაუბროდ...არა, ეს ანეკდოტის დასაწყისი არ გეგონოთ, არამედ NASA-ს კვლევითი პროგრამაა.

2016 წელს, 24 რელიგიის მკვლევარი, თეოლოგი და სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენელი შეიკრიბა პრინსტონის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო კვლევის ცენტრში, რათა განეხილათ, როგორ რეაგირებდნენ ადამიანები, როდესაც გაიგებენ უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ.

ფართომასშტაბიანი კვლევა 2015 წლიდან 2017 წლამდე ჩატარდა. NASA-მ 1, 1 მილიონი დოლარის გრანტი გადასცა საღვთისმეტყველო კვლევების ცენტრს ასტრობიოლოგიური პროგრამისთვის, რომლის ფარგლებშიც შეისწავლეს ადამიანების შესაძლო რეაქციას არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტის შემთხვევაში.

ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რელიგიური ადამიანები უფრო მომზადებულები არიან შესაძლო პლანეტათაშორისი კონტაქტებისთვის.

როგორც სასულიერო კვლევების ცენტრის დირექტორმა უილ სტორარმა აღნიშნა, NASA დაინტერესებულია შექმნას სერიოზული სამეცნიერო ბაზა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას იდუმალი ფენომენების შესახებ, ისევე როგორც ადამიანების სავარაუდო რეაქციას სხვა პლანეტებზე ცოცხალი მიკროორგანიზმების აღმოჩენის შემთხვევაში.

მეუფე და დოქტორი ენდრიუ დევისონი, რომელიც იყო ექსპერტთა ჯგუფის წევრი, სწავლობს ქრისტიანობისა და ასტრობიოლოგიის ურთიერთობას. თავის მომავალ წიგნში ასტრობიოლოგია და ქრისტიანული დოქტრინა, დევისონი ამტკიცებს, რომ ადამიანები (თუნდაც ისინი, ვისაც ათეისტური შეხედულებები აქვთ) მიმართავენ რელიგიას, რათა განსაზღვრონ თავიანთთვის ქცევის მოდელი, როდესაც აღმოაჩენენ არამიწიერ სიცოცხლეს.

"უცხოპლანეტელი სიცოცხლის აღმოჩენა შეიძლება მოხდეს 10 წელიწადში, შემდეგ საუკუნეში, ან არასდროს", - აღნიშნავს დევისონი თავის წიგნში. ”მაგრამ თუ ეს მოხდება, მაშინ უფრო სასარგებლოა წინასწარ ვიფიქროთ შედეგებზე.”

0
152
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0