x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ომიკრონი" პანდემიის დასასრულია და ჩვენ ორ თვეში დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას"-დანიის მთავარი ეპიდომოლოგი

image

დანიის ჯანდაცვის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ Covid-19-ის Omicron ვარიანტი პანდემიას დაამთავრებს და რომ "ორ თვეში დავუბრუნდებით ნორმალური ცხოვრებას".

დანიურ TV 2-ზე საუბრისას, ტირა გროვ კრაუზემ(Tyra Grove Krause) - დანიის სახელმწიფო შრატის ინსტიტუტის მთავარმა ეპიდემიოლოგმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ "ომიკრონისგან" ჰოსპიტალიზაციის რისკი "დელტას"-თან შედარებით განახევრებულია. მისი თქმით, ამან დანიის ხელისუფლებას იმედი მისცა, რომ დანიაში კოვიდ-19-ის პანდემია ორ თვეში დასრულდება.

”ვფიქრობ, რომ ეს იქნება მომდევნო ორ თვეში და იმედი მაქვს, რომ ინფექცია ჩაცხრება და ჩვენ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით, ” - განაცხადა ქალბატობმა კრაუზემ.

ადრე იყო იმის შიში, რომ "ომიკრონმა" შეიძლება გაახანგრძლივოს პანდემია ინფექციის მაჩვენებლების გაზრდის გამო, თუმცა რეალურად ეს შეიძლება ნიშნავდეს პანდემიის დასასრულს.

კვლევის თანახმად, „ომიკრონი აქ არის და ის უზრუნველყოფს ინფექციის გარკვეულ მასობრივ გავრცელებას მომავალ თვეში. როდესაც ეს დასრულდება, ჩვენ ვიქნებით უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე ადრე. ”-ამბობს კრაუზე.

მიუხედავად იმისა, რომ დანიაში და იმ ქვენებშიც, სადაც უკვე "ომიკრონი"დომინანტი შტამია, ინფექციების რიცხვი მკვეთრად იზრდება, ექსპერტმა თქვა, რომ უაღრესად გადამდები "ომიკრონი" უფრო მსუბუქად გამოიყურება, ვიდრე "დელტას" ვარიანტი და შესაბამისად, უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდება სერიოზული სიმპტომების გარეშე. შედეგად, მისი თქმით, ეს უზრუნველყოფს მოსახლეობაში იმუნიტეტის კარგ დონეს.

ბოლო კვირებში დანიაში ახალი შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა და კვირას დაფიქსირდა შვიდდღიანი ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, წინა კვირაში საშუალოდ 20, 886, ანუ 3, 592.74 მილიონ ადამიანზე, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში.…თუმცა ყოველდღიური სიკვდილიანობის მაჩვენებელი 15 ადამიანის ფარგლებში მერყეობს.

დღეისთვის დანიაში კორონავირუსის ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 78, 6%-ი.

დეკემბრის ბოლოს ასევე ოპტიმისტური კვლევების შედეგები გამოქვეყნა დიდმა ბრიტანეთმა, ინგლისში საავადმყოფოებში კოვიდის დიაგნოზით მოხვედრილი ავადმყოფების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით განახევრებულია, იმისდა მიუხედავად, რომ ინფიცირების შემთხვევები სამჯერ მეტია, რაც იმას მიანიშნებს, რომ "ომიკრონი" მნიშვნელოვნად სუსტია.


0
329
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
329
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0