x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
10 გასაოცარი ფაქტი იაპონიის და იაპონელების შესახებ, რომლებსაც წიგნებში ვერ შეხვდებით

იაპონიის კულტურასა და ტრადიციაზე საუბარი ალბათ უსასრულოდ შეიძლება, აი კიდევ რამდენიმე ფაქტი, რომელთა შესახებაც არ იცოდით:

1. ხმაურით ჭამა სრული ნორმაა

დასავლურ სამყაროში მიღებულია ჭამა ყოველგვარი ზედმეტი ბგერების გამოცემის გარეშე - ხვრპის ან სხვა ხმის გამოცემა ითვლება უზრდელობად და უხეშობად. მაგრამ იაპონიაში საპირისპიროა მიღებული. როდესაც იაპონელები მიირთმევენ ცხელ წვნიანს ან ლაფშს, ისინი რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ხმაურიანად ჭამენ რატომ? ეს ქცევა იაპონიაში განიხილება, როგორც მადლიერების და მოწონების ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ ისე მოგწონთ წვნიანი ან ლაფშა, რომ ნებისმიერ ფასად გსურთ რაც შეიძლება მეტი ჩაიდოთ პირში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ქცევა არის შეფ-მზარეულის კომპლიმენტი კარგად შესრულებული სამუშაოსთვის.image

2. ნორმად ითვლება უმი ცხენის ხორცის მირთმევა

იაპონიაში უმი ცხენის ხორცი, რომელსაც ასევე ბასაშის უწოდებენ, დელიკატესად ითვლება და ბევრ რესტორანში მიირთმევენ. ეს არ არის ახალი მოდა - იაპონელები ათწლეულების განმავლობაში ჭამენ ცხენის უმ ხორცს.

ბასაში ღორისა და საქონლის ხორცზე ბევრად ჯანსაღია და მისგან ნაწლავის ჩხირების აკიდება ძალიან რთულია. ცხენის ხორცი მდიდარია ცილებით და ლინოლეინის მჟავით, დაბალკალორიულია. გარდა ამისა, ცხენის ხორცს შეუძლია სიცოცხლის გახანგრძლივება. 2013 წელს გამოქვეყნებულმა დემოგრაფიულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ნაგანოს პრეფექტურის ხალხი ყველაზე დიდხანს ცხოვრობს იაპონიაში: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებისთვის 80, 88 წელია, ხოლო ქალებისთვის 87, 18 წელი. მათი საიდუმლო ის არის, რომ ისინი სწორედ ცხენის ხორცს მიირთმევენ.image

3. 1500 მიწისძვრა წელიწადში

იაპონია ძალიან ლამაზი, მაგრამ ამავე დროს ძალიან საშიში ქვეყანაა. არა დანაშაულის მაღალი მაჩვენებლის გამო, - ამ მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, ის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. თუმცა ფაქტია, რომ ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სეისმურობის მქონე რეგიონი.

იაპონიაში წელიწადში 1500 მიწისძვრა ხდება. საბედნიეროდ, მათი უმეტესობა მხოლოდ სუსტი ბიძგებია, მაგრამ საშინელი დამანგრეველი მიწისძვრები იშვიათი არაა. ამან გამოიწვია წარსულში ათასობით ადამიანის სიკვდილი და მილიარდობით დოლარის ზარალი.

მთავარი ფაქტორი იაპონიის გეოგრაფიული მდებარეობაა: ქვეყანა მდებარეობს ოთხი მასიური ტექტონიკური ფილების შეერთების ადგილზე და როდესაც ფირფიტები მოძრაობენ, ხდება მიწისძვრა. 2011 წელს ფილებმა მოულოდნელად დაიწყეს უკიდურესად აქტიური მოძრაობა, რამაც კატასტროფა გამოიწვია.
ეს მიწისძვრა, სახელად ტოჰოკუ, ითვლება ყველაზე ძლიერ და ყველაზე დამანგრეველ მიწისძვრად იაპონიის მთელ ისტორიაში - მისი სიმძლავრე იყო 9.0 ბალი. ამის მიუხედავად, ტოჰოკუ მაინც არ იყო ყველაზე მომაკვდინებელი მიწისძვრა: 1923 წელს კანტოს დიდმა მიწისძვრამ "მხოლოდ" 7.9 მაგნიტუდით, მოკლა 142 800 იაპონელი მოსახლე.image

4. იაპონია სავაჭრო აპარატების ქვეყანაა

იაპონელებს უყვართ ავტომატები - დაახლოებით 5520 სხვადასხვა ეგზემპლარია მიმოფანტული ქვეყნის მასშტაბით. წლების განმავლობაში, ეს მანქანები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ზოგი მათგანი ძალიან კომფორტულია, ზოგი კი სრულიად უცნაური.
უმეტეს ქვეყნებში აპარატები ჩვეულებრივ ყიდიან საჭმელს: ჩიფსებს, კანფეტს, გაზიან სასმელებს. მაგრამ იაპონელები აერთიანებენ ავტომატების პრაქტიკულობას ინოვაციებისა და უჩვეულოს სიყვარულთან.

იაპონიაში სავსებით ნორმალურია ახალი კვერცხების, ბრინჯის ჩანთების, ახალი ყვავილების თაიგულების, ტუალეტის ქაღალდის, პრეზერვატივის, ქოლგების, ცოცხალი თევზის, პორნო ჟურნალების ყიდვა -ყველაფრის რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ -ავტომატებიდან. უჩვეულოა, მაგრამ მოსახერხებელი.image

5. იაპონიაში ძალიან პოპულარულია ბეისბოლი

იაპონიაში ეროვნული სპორტი სუმოა, ყველაზე საყვარელი და პოპულარული კი ბეისბოლია, რომელსაც იაკიუსაც უწოდებენ. იგი იაპონიაში ჩამოიტანა ამერიკელმა სპორტსმენმა, სახელად ჰორას უილსონმა: 1873 წელს ტოკიოს უნივერსიტეტში უილსონის ხელმძღვანელობით გაიმართა ბეისბოლის პირველი თამაში და მას შემდეგ იაკიუ გახდა ყველაზე საყვარელი გუნდური სპორტი იაპონიაში.image

იაპონიაში არის ორი პროფესიული ბეისბოლის ლიგა: წყნარი ოკეანის და ცენტრალური. გარდა ამისა, ბეისბოლს თამაშობენ ქვეყნის უმაღლეს სკოლებში და უნივერსიტეტებში. სასკოლო გუნდების მონაწილეობით თამაშებს ხშირად სიამოვნებით უყურებენ პირდაპირ ეთერშიც - ეს სამოყვარულო თამაშები ხშირად გადაიცემა ეროვნული ტელევიზიით.
image

6. იაპონიაში სუიციდის ძალიან მაღალი მაჩვენებელია

იაპონია, როგორც ვთქვით, მდიდარი ქვეყანაა საინტერესო ისტორიით და ცოცხალი კულტურით. ის ლამაზია, თანამედროვე, მოწესრიგებული, წარმატებული, მაგრამ ყველაფერი ასე უღრუბლო არ არის: იაპონიას აქვს ძალიან მაღალი თვითმკვლელობის მაჩვენებელი. ყოველწლიურად 30 000-ზე მეტი მამაკაცი და ქალი იკლავს თავს: იაპონიის 100 000 მოქალაქიდან დაახლოებით 24, 4-ს ექნება თვითმკვლელობის მცდელობა.

თვითმკვლელობა იაპონიაში სერიოზულ პრობლემად იქცა: ფაქტობრივად, ეს არის 15-დან 34 წლამდე ასაკის ქალებისა და 20-დან 44 წლამდე ასაკის მამაკაცების სიკვდილის მთავარი მიზეზი.

რატომ ხდება ეს მდიდარ, მაღალგანვითარებულ ქვეყანაში? როგორც ჩანს, იაპონიას უმუშევრობის დიდი პრობლემა აქვს. თუკი სამსახურს კარგავენ, ან შენარჩუნება უჭირთ, სწორედ სუიციდს მიმართავენ. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ყველაზე ხშირად სამსახურთან დაკავშირებული პრობლემების გამო ახალგაზრდები თავს იკლავენ, ბევრ მათგანს უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული აქვს. იაპონელებში თვითმკვლელობის სხვა მიზეზებია დეპრესია და ფინანსური გაჭირვება.image

7. საბანაოდ ერთ წყალს მთელი ოჯახი იყენებს

იაპონელებისთვის აბაზანა არა მხოლოდ სხეულიდან ჭუჭყის ჩამორეცხვის საშუალება, არამედ გონების, სხეულისა და სულის დასვენების ეფექტური საშუალებაა. ამიტომ ბევრი იაპონელი საღამოობით იღებს ცხელ აბაზანას და რეგულარულად მიდის ცხელ წყაროებში. დასავლური სამყაროსგან განსხვავებით, ერთი იაპონური ოჯახის წევრები ერთსა და იმავე წყალს იყენებენ. ჯერ მამა იბანს, შემდეგ დედა, შემდეგ კი შვილები.

თითქმის ყველა იაპონურ სახლში არის აბაზანა, მაგრამ იაპონელები აბაზანას უფრო დასასვენებლად იყენებენ, ვიდრე დასაბანად. რა თქმა უნდა, იაპონელები ძალიან უფრთხილდებიან ჰიგიენას, მაგრამ ისინი თავად აბაზანაში კი არ იბანენ, არამედ მის გვერდით დიდ სათლში. ხოლო მას შემდეგ, რაც კარგად დაიბანენ თავს და ჩამოიბანენ მთელ საპონს და ჭუჭყს, აბაზანაში წვებიან და ისვენებენ. ამიტომაც, ცხელი წყალი რჩება სუფთა და გამჭვირვალე ოჯახის სხვა წევრებისთვის. საინტერესოა, რომ თუ სახლში სტუმარია, მაშინ სწორედ მას ენიჭება პატივი პირველი აბაზანის მიღების.image

8. იაპონიაში ბევრ ქუჩას არ აქვს დასახელება

თითოეულ კვარტალს ენიჭება უნიკალური ნომერი - ეს ნომერია მისამართიც. ბლოკებს შორის სივრცეები - ქუჩები - უსახელო რჩება. იაპონიაში ჩვეულებრივ ამბობენ: „მე ვცხოვრობ მეორე კორპუსში“ ან „მე-13 კორპუსში ვმუშაობ“ .

დასავლურ ქვეყნებში ბევრი ადამიანისთვის ასეთი სისტემა შეიძლება დამაბნეველი და არაეფექტური ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ძალიან ადვილია ასეთ სისტემასთან შეგუება, ასევე მარტივი გამოსაყენებელი და ამით სასურველ ზონას ძალიან სწრაფად იპოვით.

მაგალითად, თუ რესტორანი, რომელსაც ეძებთ ტოკიოში, მდებარეობს მე-12 კორპუსში, მაშინ თქვენ უნდა აიღოთ რუკა და იპოვოთ მასზე ბლოკი 12 ნომერით. image

9. იაპონიაში ასევე ნორმად ითვლება ზრდასრული მამაკაცების შვილად აყვანა

ბევრი იაპონური ოჯახისთვის, განსაკუთრებით მდიდრებისთვის, სავსებით ნორმალურია ზრდასრული მამაკაცის შვილად აყვანა.

რატომ? ორი მიზეზია. პირველ რიგში, ზრდასრული მამაკაცი გახდება ოჯახის მემკვიდრე. იაპონია, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი სხვა ქვეყანა, არის პატრიარქალური საზოგადოება და გვარები გადაეცემა მამრობითი სქესის ბავშვების მეშვეობით. წყვილებსმა რომლებსაც მხოლოდ ქალიშვილები ჰყავთ, შეიძლება განიხილონ ზრდასრული მამაკაცის შვილად აყვანა ოჯახის გვარის შესანარჩუნებლად.

მეორეც, ზრდასრული მამაკაცი უზრუნველყოფს ოჯახს დამატებითი ფინანსური დახმარებით (თუ ოჯახი არ არის ძალიან მდიდარი) ან დაეხმარება ბიზნესში. ეს პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია მდიდარ იაპონურ ოჯახებში, რომლებიც ფლობენ დიდ კომპანიებს.

ზრდასრულ მამაკაცებს შეუძლიათ მემკვიდრეობით მიიღონ ოჯახის ბიზნესი, მართონ იგი ან შექმნან საკუთარი. მაშინაც კი, თუ ოჯახს ჰყავს სხვა მამრობითი სქესის წარმომადგენლები მემკვიდრეობის მისაღებად, მაგრამ მამა ხედავს, რომ ისინი არ არიან შესაფერისი ბიზნესისთვის, მას შეუძლია მიიღოს კარგი ლიდერი ოჯახში.image

10. იაპონია სექსუალური მრავალფეროვნების ქვეყანაა

სექსში იაპონელები ძალიან გახსნილები არიან. ზოგიერთი სექსუალური ქცევა დასავლურ სამყაროში ტაბუდადებულია, მაგრამ ბევრი იაპონელი ამას თავისთავად თვლის და ახორციელებს კიდეც. შესანიშნავი მაგალითია ჰენტაი: მანგა ან ანიმე, რომელიც ასახავს ადამიანებს, მონსტრებს ან თუნდაც რვაფეხების შორის ურთიერთობას. ჰენტაის შეიძლება ადვილად შეიძინოთ წიგნის მაღაზიებში ან კინოს მაღაზიებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

იაპონელებმა გამოიგონეს არა მარტო ჰენტაი, არამედ ნეტაიმორი - სუში, რომელსაც შიშველი ქალის სხეულზე მიირთმევენ. იაპონელებს ასევე აქვთ ცუბაშანპუ, ბუკაკე და უნაგი. ცუბაშანპუს პრაქტიკაში მამაკაცი სექსუალურ სიამოვნებას განიცდის უამრავი გოგონას სახეზე დაფურთხებით. ბუკაკეშის დროს ქალს ან მამაკაცს მამაკაცის ან მამაკაცების სპერმა ესხმებათ სახეზე, უნაგშის დროს კი ცოცხალ გველთევზას ათავსებენ ქალის საშოში.

იაპონელებმა გამოიგონეს BDSM-ის მნიშვნელოვანი ელემენტი. ასევე იაპონიაში არის ინსტიტუტები, რომლებიც სთავაზობენ სადომაზოხისტურ მომსახურებას ადამიანებს, თუ ისინი განიცდიან სიამოვნებას ტკივილითა და დამცირებით. სექს-თოჯინები იყიდება 10000 დოლარად ან ქირავდება საათში 100 დოლარად. ნებისმიერი სახის სექსუალური გარყვნილება, რომლის წარმოდგენაც შეგიძლიათ ან არ შეგიძლიათ, იაპონიაში გამოიყენება და ნორმადაც ითვლება.image





0
290
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0