x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
კოვიდმა დედოფლისწყაროში კულტურის ღვაწლმოსილი მუშაკი, ნელი გობეჯიშვილი იმსხვერპლა

image

კოვიდგართულებით გარდაიცვალა კულტურის ღვაწლმოსილი მუშაკი - ნელი გობეჯიშვილი. ოჯახის წევრების განმარტებით, ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინირებული არ იყო.

დედოფლისწყაროს კოვიდ კლინიკაში განმარტავენ, რომ 71 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი კოვიდია, მათი მტკიცებით, გობეჯიშვილი სტაციონარში დაგვიანებით მოთავსდა.

„კოვიდ კლინიკაში 20 დეკემბერს მოთავსდა, სამ იანვარს კი გარდაცვალება დაფიქსირდა. თავიდანვე მაღალი ტემპერატურებით შემოვიდა, ფიქსირდებოდა ჰიპერტონიაც. შეიძლება ითქვას დაგვიანებით მოგვმართა. მანამდე 8 დღის განმავლობაში ბინაზე მკურნალობდა, “ - უთხრა დედოფლისწყაროს ტელევიზიას კოვიდ კლინიკის ხელმძღვანელმა ხათუნა აგლაძემ.

მრავალი ათეული წლის განმავლობაში ნელი გობეჯიშვილი დედოფლისწყაროს კულტურის სამსახურს ხელმძღვანელობდა, აქტიური მოქალაქე. ბოლო ხანს იყო ფიროსმანის მუზეუმის მმართველი, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი დედოფლისწყაროში.

მხოლოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 60-ზე მეტი ადამიანი კოვიდ ვირუსით გარდაცვლილი, რომელთაგან არცერთი ვაქცინირებული არ იყო.

გასული წლის დაჯამებული მონაცემებით, ასაცრელი კონტიგენტიდან 18 წლის ზევით მოსახლეობა (15700) დედოფლისწყაროში სულ აცრილია სრულად ორივე დოზით 5462 ადამიანი, ბუსტერით 216 ადამიანი, კოვიდი გადატანილი აქვს 4514 ადამიანს. 2021 წლის ბოლოსთვის საკმაოდ შემცირდა დაინფიცირების პროცენტი 6-7% (დასაშვებია 4%).

0
210
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0