x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134373
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
შებოლილი ქათამი ბარდით - წვნიანი, რომელზეც უარს ვერ იტყვით

კულინარიის ექსპერტებმა დიდი ხანია იციან ბარდისა და შებოლილი ხორცის, ჯადოსნური კომბინაციის შესახებ. ბარდის წვნიანი შებოლილი ქათმით არის ამ შესანიშნავი კომბინაციის ერთ-ერთი ვარიანტი. ამ წვნიანზე ბავშვებიც კი არ ამბობენ უარს და ოჯახის ყველა წევრისთვის განსაკუთრებული კერძია. ამ წვნიანს განსაკუთრებული სურნელი აქვს, რომელიც ყველას აღუძრავს მადას. გარდა ამისა მისი მომზადება არ წარმოადგენს სირთულეს.
image

რა გვჭირდება წვნიანის მოსამზადებლად:

გამხმარი მწვანე ბარდა-(100გ)

შებოლილი ქათმის ფეხები ან მკერდი(300გ)

4 კარტოფილი


1 სტაფილო

1ც ხახვი

3 ს/კ ზეთი მცენარეული

კამა

მარილი გემოვნებით

შავი წიწაკა

დაფნის ფოთოლი

1.ვხარშავთ ბარდას. image

2. ვამზადებთ ბოსტნეულს:დავჭარათ კარტოფილი პატარა კუბიკებად, სტაფილო შეიძლება რომ გავხეხოთ.

3.როდესაც ბარდა მოიხარშება ჩაყარეთ მასში კარტოფილი

4.ხახვი დავჭრათ წვრილად

5.გავაცხელოთ ტაფა მცირე ზეთთან ერთად და ჩავყაროთ მასში სტაფილო გახეხილი და ხახვი. ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 3-5 წუთი.

image

6.ამის შემდეგ ბოსტნეულს ბულიონში ვათავსებთ. ვამატებთ დაფნიოს ფოთოლს.

7.ვამატებთ შებოლილ მკერდს, დაჭრილს მცირე ზომებად, მასშემდეგ რაცმოიხარშება კარტოფილი.

8.დავამატოთ შავი წიწაკა, მარილი და კამა წვრილად დაჭრილი დაამატეთ ხარშვის ბოლოს. წამოდუღდება თუ არა გამორთეთ ცეცხლი.

image

9.შეგიძლიათ მიირთვათ ნივრიან კრუტონებთან ერთად.

კალორიები 56 კკალ ცილები 2.98 გრამი ცხიმები 2.3 გრამი ნახშირწყლები 5.92 გრამი









0
74
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0