x
მეტი
  • 22.01.2022
  • სტატია:116381
  • ვიდეო:353111
  • სურათი:490213
უკრაინა სულ უფრო აძლიერებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, ამჟამად უკრაინამ წარმოადგინა ახალი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი

image

უკრაინა სსრკ-ს დროს ერთერთი წამყვანი რესპუბლიკა იყო, სადაც სამხედრო ავიაცია, სამხედრო გემები და მძიმე ტექნიკა იწარმოებოდა.

სსრკ-ს დაშლის მერე უკრაინა სამწუხაროდ კორუფციის ჭაობში ჩაეფლო და ჩვენი არ იყოს იქაც ბევრი რამ გააპარტახეს, დაშალეს ან ჯართად გაყიდეს.
დონბასში საომარი მოქმედებების დაწყებას სწორედ კორუფციონერი ჩინოვნიკების მიერ სამხედრო ტექნიკის სარეზერვო სადგომებიდანვე გაყიდვის გამო შეხვდა მოუმზადებელი.

საბედნიეროდ უკრაინელები ომმა მალე მოიყვანა გონს და სწრაფი ტემპით დაიწყო იმ საწარმოების აღდგენა, რომელმაც უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს დაუდო სათავე.

დღეს უკრაინა უკვე წარმატებით აწარმოებს მძიმე ტექნიკას, ახდენს მათ ღრმა მოდერნიზებას, აწარმოებს რაკეტებს სხვადასხვა კალიბრის ზალპური ცეცხლის სარაკეტო კომპლექსებისათვის, ასევე წარმატებით აწარმოებენ ტაქტიკურ-ოპერატიურ რაკეტებს, რამაც უკრაინის არმია ბევრად ანგარიშგასაწევ ძალად აქცია.

საახალწლოდ უკრაინის სამხედო-სამრეწველო კომპლექსმა წარმოადგინა უახლესი, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი "Ан-178-100Р №001", თვითმფრინავი წარადგინეს საცდელი ფრენებისათვის.

საუბარია პირველ სერიულ თვითმფრინავზე რომელიც უკრაინაში იქნა შექმნილი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან.

თვითმფრინავის საწარმოებლად მართალია პრაქტიკულად ყველა დეტალი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნიდან იქნა ჩამოტანილი, მაგრამ თავად პროექტი სუფთა უკრაინულია და სავარაუდოდ უკრაინელები რიგი მაკომპლექტებელი დეტალების წარმოებას "ანტონოვის" საკონსტრუქტორო ბიუროში დააპროექტებენ და მასში 30 უკრაინული საწარმო მიიღბს მონაწილეობას.
უკრაინის პრეზიდენტი თავის თურქ კოლეგას დაპირდა, რომ აუცილებლად მიაწოდებენ თურქეთს უახლოეს წლებში აღნიშნულ თვითმფრინავს.
თვითმფრინავი მთლიანად თანამედროვე ელექტრონული სისტემებითაა "გაძეძგილი", სწორედ ეს სისტემები აკონტროლებენ თვითმფრინავის უსაფრთხო ფრენის ნებისმიერ პარამეტრს.

თვითმფრინავში გაუმჯობესებულია დესანტის თუ ტვირთის აყვანა-დატვირთვისათვის აუცილებელი პირობები.

ასევე გაუმჯობესებულია სადესანტო ნაკვთურის ყველა დეტალი რომელიც განკუთვნილია დესანტის გადასხმისათვის ან ტვირთის ჩასაშვებად თვითმფრინავიდან.

უკრაინული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი პირველ 3 თვითმფრინავს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელშეკრულებით მიაწვდის 2023 წელს, თუმცა უკრაინელების განცხადებით, ვინაიდან მუშაობა ძალიან სწრაფი და დაჩქარებული ტემპებით მიდის, თვითმფრინავებსაც საცდელი ფრენების მერე ბევრად ადრე მიაწვდიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.




0
481
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
481