x
მეტი
  • 04.10.2022
  • სტატია:122777
  • ვიდეო:355142
  • სურათი:495034
ყველაზე საშიში ასტეროიდი დედამიწას უახლოვდება

image


რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და სამოქალაქო თავდაცვის კვლევითი ინსტიტუტის პროგნოზით, 2029 წლის გაზაფხულზე ყველაზე საშიში ასტეროიდი აპოფისი, რომლის დიამეტრი თითქმის 400 მეტრია, ხოლო, წონა დაახლოებით 30 მილიონი ტონა, დედამიწას მიუახლოვდება.

პროგნოზის მიხედვით, კოსმოსური ობიექტი დედამიწას თითქმის 38, 4 ათასი კილომეტრით მიუახლოვდება. ეს არის თითქმის იგივე მანძილი, რომელზეც გეოსტაციონარული თანამგზავრები ორბიტაზეა განთავსებული.

შესაძლო შეჯახებისას აპოფისის დედამიწასთან მიახლოების სიჩქარე წამში 7, 42 კილომეტრი იქნება. კოსმოსური სხეულის შეჯახებისას გამოთავისუფლებული ენერგია, რომლის დიამეტრი 393 მეტრია და იწონის დაახლოებით 27 მილიონ ტონას, შეადგენს 1717 მეგატონს, რაც 30-ჯერ აღემატება საბჭოთა კავშირის დროს თერმობირთვული აფეთქების დროს გამოთავისუფლებულ ენერგიას. თერმობირთვული ბომბი გამოსცადეს 1961 წელს.

პროგნოზის მიხედვით, დაცემის ადგილიდან 10 კილომეტრის რადიუსში მიწისძვრის სიმძლავრე რიხტერის შკალით 6, 5 ბალს აღწევს, ქარის სიჩქარე კი წამში მინიმუმ 790 მეტრი იქნება.


1
658
1-ს არ მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
658
  
4 იანვარი, 16:55
წყარო?...
0 1 1