x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"ვინც არ უნდა იყო, იცოდე გიპოვი და დედას მოგი@@ნავ!" - ვის ემუქრება მიშა კაჭკაჭიშვილი

image


სამოქალაქო აქტივისტი, მიშა კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში იმ ადამიანს მიმართავს, ვინც რუსთაველის გამზირზე ძაღლს დაარტყა და ავტომობილი არც კი გააჩერა. კაჭკაჭიშვილი პირობას იძლევა რომ ყველა კამერას ამოიღებს და მის ჩამდენს პასუხს მთელი სიმკაცრით აგებინებს.


"ეს ფოტო ჩამიგდო მეგობარმა. რუსთაველზე დაარტყა მქნქანამ და ბუნებრივია არ გააჩერა.

ვინც არ უნდა იყო ამის გამკეთებელი, იცოდე ყველა კამერას ამოვიღებ, გიპოვი და დედას მოგი@@ნავ !!!


ახლა მე გეტყვით ჩემს სათქმელს იმათ, ვისაც სხვისი ხელით გსურთ მშვიდად გეძინოთ.


ქუჩაში ნახავთ მომაკვდავ ცხოველს და მე მირეკავთ, მწერთ, მიგზავნით გაუბედურებული ცხოველების ფოტოებს და ამით საკუთარი თავიდან იხსნით პასუხისმგებლობას.


შეწუხება არ გინდათ, სამოსის დასვრა არ გინდათ, ავტომობილში ცხოველის ჩასმა არ გინდათ, რომ კლინიკამდე მიიყვანოთ, რადგან დაგისვრით სისხლი მანქნის სავარძლებს, ღამეების თენება არ გინდათ, ფულის დახარჯვა არ გინდათ, მაგრამ გიჟდებით ცხოველებზე.


ადვილია არა, როცა თვალს ახელ ღამენათევი და მკვდარი ცხოველი გხვდება?!


ან ღაამეებს მათი ტანჯვის ყურებაში ატარებ?!!


არა ძვირფასებო, მე თქვენ იმათზე მეტად მძულხართ, ვინც ცხოველს მანქანას დაარტყამს და არ აჩერებს...


ასე რომ მე მხოლოდ დახმარება შემიძლია და არა სასწაულების მოხდენა...


თქვენს მიერ ნაპოვნი ცხოველები ჩემს თვალწინ სულს ღაფავენ შემდეგ და მე ამ ყველაფერს ყოველდღე ვუყურებ.


გაანძრიეთ ერთი ადგილი! მოიკელით სიამოვნება და თუ გადარჩენა გინდათ, თავად ეცადეთ..." - დაწერა მიშა კაჭკაჭიშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე და იმ ძაღლის ფოტოები გააზიარა რომელსაც უცნობმა ადამიანმა მანქანა დაარტყა.


imageimage


მოგვიანებით როგორც კაჭკაჭიშვილის სტატუსიდან გახდა ცნობილი ძაღლის გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.




0
832
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
832