x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
7 ქვეყანა, სადაც კანიბალიზმი დღემდე არსებობს

image
კანიბალიზმი დღეს თითქმის აღარსად გვხვდება, თუმცა არსებობს რამდენიმე ქვეყანა, სადაც კანიბალიზმი ერთგვარ რიტუალადაა შემორჩენილი.

1. სამხრეთ-აღმოსავლეთ პაპუა-ახალი გვინეა

კოროვაის ტომი ერთ-ერთი უკანასკნელია დედამიწაზე, რომელიც რეგულარულად იკვებება ადამიანის ხორცით. ისინი ცხოვრობენ მდინარე Ndeiram Kabur-ის გასწვრივ და იყო შემთხვევები, როდესაც ისინი კლავდნენ შემთხვევით ტურისტებს. ნამდვილი დელიკატესი კი მათთვის ტვინი იყო. როდესაც ტომში ვინმე უმიზეზოდ (ავადმყოფობის ან სიბერის) კვდება, ისინი ამას შავი მაგიის ხრიკებად თვლიან და სხვისი ზიანისგან თავის გადასარჩენად ჭამენ ადამიანს.

1961 წელს მაიკლ როკფელერი (ნიუ-იორკის მაშინდელი გუბერნატორის ნელსონ როკფელერის ვაჟი) გაუჩინარდა ტომის შესახებ არტეფაქტების შეგროვებისას. მისი ცხედარი არ უპოვიათ.image

2. ინდოეთი

ჩრდილო ინდოეთის ინდუისტური სექტა Aghori ჭამს მოხალისეებს, რომლებიც მათ ორგანოებს უანდერძებენ. თუმცა, 2005 წელს, ინდოელმა ჟურნალისტებმა გამოიკვლიეს და შეიტყვეს, რომ ისინი ასევე ჭამენ გახრწნილ გვამებს მდინარე განგიდან. (ადგილობრივი ტრადიცია), ასევე იპარავენ ორგანოებს კრემატორიუმებიდან. Aghori -ს სექტა თვლის, რომ ადამიანის ხორცი დაბერებას ანელებს, ასევე ისინი ძვლებისგან და თავის ქალებისგან სამკაულებს ამზადებენ.image

3. ფიჯი

ადრე ცნობილი იყო როგორც “კანიბალების კუნძული", იქ დღემდე ვერ შეძლეს წესრიგის დამყარება და არიან ისეთი ტომებიც, რომლებიც დღემდე ჭამენ მტრის ტომებიდან ხალხს. მათთვის ეს ერთგვარი შურისძიების რიტუალია. ბიჯის კანიბალები სულაც არ არიან ველურები, ისინი დანა-ჩანგლით ჭამენ და ძვირფასი კოლექციები კი აქვთ.image

4. ბრაზილია

Wari-ის ტომი ჭამდა ღვთისმოსავ და რელიგიურ მკვდრებს 1960 წლამდე . მას შემდეგ სამთავრებო მისიონერებმა მთელი ტომი ამოხოცეს.

მიუხედავად ამისა, 1994 წლიდან ოლინდას ღარიბ უბნებში, სადაც სიღარიბის მაჩვენებელი მაღალია და კანიბალიზმი ჯერ კიდევ ხდება. 2012 წელს კვლევებიც ჩაატარეს ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათი თქმით მათ შინაგანი ხმა ეუბნებათ და მოუწოდებთ ვინმეს მოკვლისკენ და შეჭმისკენ.image

5. დასავლეთ აფრიკა

“ლეოპარდის კაციჭამიები"- 1980-იან წლებამდე ადამიანის ნაშთები იპოვეს სიერა ლეონეს, ლიბერიასა და კოტ დ'ივუარის მიდამოებში. ტომი ჩვეულებრივ ლეოპარდის ტყავშია გამოწყობილი და კბილებამდეა შეიარაღებული. ტომი თვლის, რომ ადამიანების ჭამა მათ ძალას და ენერგიას აძლევს.image

6. კამბოჯა

ჟურნალისტი ნილ დევისის თქმით, კანიბალიზმმა ამ რეგიონებში გავრცელდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ომების დროს (1960-იან და 1970-იან წლებში). დღესდღეობით დროდადრო შეიმჩნევა კანიბალიზმის გამოვლინებები. კამბოჯელ მებრძოლებს რიტუალი ჰქონდათ, კერძოდ მტრის ღვიძლის ჭამა.image

7. კონგო

კონგოში კანიბალიზმის შემთხვევები არსებობს, უკანასკნელი არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა- 2012 წელს. პიკი კი კონგოს სამოქალაქო ომის დროს (1999-2003) იყო. ომის დროს მეამბოხე ჯგუფებს სჯეროდათ, რომ მტრები უნდა ეჭამათ, განსაკუთრებით გული, რომელსაც ისინი სპეციალური სანელებლებით ამზადებდნენ. კონგოელებს დღემდე სჯერათ, რომ ადამიანის გული დიდ ძალას ინახავს და ადამიანების ჭამა მტრებს აფრთხობს.image






0
607
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
607
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0