x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
"ყველას ვთხოვ, გადააზიაროს ეს პოსტი იქნებ ყური შეიბერტყოს ვინმემ" - რა მიმართვას ავრცელებს ბაია პატარაია

image


კავშირ "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს. უფლებადამცველის თქმით, სასოწარკვეთილი ბებია, რომელიც 1 თვის წინ გატაცებული 14 წლის შვილიშვილის კვალს დღემდე უშედეგოდ ეძებს, დახმარებისთვის მას დაუკავშირდა. პატარია ფეისბუქმეგობრებს უმორჩილესად სთხოვს რომ მისი პოსტი გადააზიარონ და ნაცნობი პოლიტიკოსები მოთაგონ, რათა ხანუმ ჯეირანოვას საქმეს მსვლელობა მიეცეს და გოგონას ადგილსამყოფელი საბოლოოდ დადგინდეს.


"ერთი თვის წინ გატაცებულ 14 წლის გოგოს ბებია ისევ ეძებს, დღეს უკვე თავად დამირეკა, 112-შიც დავრეკეთ და 126-ზეც დავრეკეთ და ბოლო იმედი ხარო.


რა ვქნა მე, როცა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ მეთანამშრომლება ამ საქმეზე და “ყველაფერი კარგადაა” პასუხით გვისტუმრებენ?!


ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე გაერომ უკვე დაასკვნა, რომ აზერბაიჯანელი ქალები მრავალმხრივ დისკრიმინაციას განიცდიან საქართველოში, სახელმწიფო არ იძიებს ამ ქალების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს და მავნე პრაქტიკებს არ ებრძვის!


აღარ ვიცი, ვის მივმართო. Ombudsman თქვენ შეხვდით გატაცებულ ბავშვს?


სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო თქვენ გამოიკვლიეთ მოლას მიერ რელიგიური ქორწინების შესახებ ფაქტი?


ჟურნალისტების გაშუქებამაც კი ვერ უშველა საქმეს. მშობლები რომ მორიგებულები არიან, ვიცი. ერთი ბებია იბრძვის და მასაც ვერავინ ვეხმარებით.


საქართველოს მთავრობა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო თქვენ ხვდებით, რომ ამ დაუსჯელი შემთხვევების გამო არასდროს აღმოიფხვრება ბავშვთა ქორწინება საქართველოში?


UN Women Georgia გთხოვთ, ჩაერთოთ და დაინტერესდეთ ამ შემთხვევით.


საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia მე ნუ დამაწყებინებთ ამ ბავშვის სოფელ-სოფელ ძებნას, ძალიან კარგად იცით, სადაც არის და რას აკეთებთ მის დასაცავად?


პ.ს. ყველას ვთხოვ, გადააზიაროს ეს პოსტი და მოთაგოს მისი ნაცნობი პოლიტიკოსი; იქნებ ყური შეიბერტყოს ვინმემ." - წერს უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.





0
330
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
330