x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
საბერძნეთში ქართველი კანონიერი ქურდი შვილის თვალწინ მოკლეს

image

ათენში ქუთაისელი ქურდული დიასპორის ერთ-ერთი ლიდერი შოთა თევდორაძე მოკლეს.

საბერძნეთში ქუთაისელი ქურდული დიასპორის ერთ-ერთი ლიდერი შოთა თევდორაძე, რომელიც კრიმინალურ საზოგადოებაში უფრო ცნობილია მეტსახელი "შოთიკოს" სახელით მოკლეს. ამის შესახებ "პრაიმ კრაიმი" იუწყება.

სააგენტოს ცნობით, მკვლელობა ათენში დღეს, 2 იანვარს გვიან ღამით მოხდა. აღსანიშნავია, რომ 41 წლის თევდორაძეს შვილის თვალწინ თავში ესროლეს.

"დღეს, 2 იანვარს, ათენში, დაახლოებით ღამის პირველ საათზე ქუთაისელი ქურდული დიასპორის ერთ-ერთი ლიდერი, 41 წლის შოთა თევდორაძე საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.<...> მსროლელმა შვილის თვალწინ თევდორაძის თავში საკონტროლო გასროლა მოახდინა. "-ნათქვამია განცხადებაში.

კანონიერი ქურდის მკვლელობის შესაძლო მოტივი არის მისი უთანხმოება ვაჟა ბიგანიშვილთან (ვაჟა თბილისკი) გეგა მოდებაძის ქურდულ სტატუსთან დაკავშირებით.

შოთა თევდორაძე დაიბადა 1980 წლის 27 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისში, ქურდად აკურთხეს 2000 წელს 20 წლის ასაკში გეგუთში, პირველად დააკავეს 2003 წელს ხულიგნობის გამო, ქუთაისის სასამართლომ 1, 6 წელი მიუსაჯა, რომელიც რუსთავის კოლონიაში მოიხადა.2005 წელს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ რუსეთს შეაფარა თავი, სადაც რამდენიმე სასჯელი მოიხადა.

imageფოტოზე:შოთა თევდორაძე მარჯვნიდან მესამე

გასულ თვეში ორ ქართველს, ჯამბულ ჯანაშიას და მურთაზ შადანიას მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 15 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 2009 წლის აპრილში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანკოვის, მეტსახელად "იაპონჩიკის", მკვლელობის ორგანიზების გამო, ხოლ მკვლელობი მთავარი შემკვეტი იყო ასევ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ილია სიმონია.

2021 წლის აპრილში რუსულმა პოლიციამ კიდევ ერთი ქართველის, კრიმინალურ სამყაროში თენგიზ პიცუნდსკის სახელით ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის თენგიზ გავაშელიშვილის მკვლელობა გახსნა.

კანონიერი ქურდი 20 წლის წინ სოჭის სასტუმრო "ჟემჩუჟინასთან" ჩაცხრილეს. შეიარაღებული პირი სოჭის კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი სერგეი ჩხეტიანი (ჩხეტი) აღმოჩნდა.

0
1404
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1404
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0