x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ანესთეზიოლოგის შეცდომამ 19 წლის დედის სიცოცხლე შეიწირა

image

ქუთაისის აკადემიკოს ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში დაიღუპა 19 წლის ულამაზესი გოგონა სესილი ბუბუტეიშვილი რომელიც პირველ შვილს ელოდებოდა.

ეს ცენტრი და მისი თანამშრომლები მიზეზთა გამო არაა ჩემთვის უცხო და პირადად ამ კლინიკასთან ძალიან ცუდი მოგონებები მაკავშირებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს იქ მომუშვე მედიკოსები ყველა ერთ "ქვაბში მოვხარშო". არა და არა, აღნიშნულ ცენტრში პროფესიონალი ექიმების და მედდების დეფიციტი ნამდვილად არაა, თუმცა ამ ცენტრში "მოღვაწეობს" ანესთეზიოლოგი რომლის საბედისწერო შეცდომამაც შეიწირა 19 წლის გოგონა, რომელიც პრაქტიკულად ჩემს თვალწინ გაიზარდა ჩემს ქუჩაზე, სკოლაც ჩვენს ქუჩაზე მდებარე სკოლაში დაამთავრა, სადაც მისი დედა მუშაობს პედაგოგად წლებია.

გოგონა მკურნალმა ექიმმა ქუთაისში გადაამისამართა, რადგან სამწუხაროდ ზუგდიდში არაა სათანადო აპარატურა და ბავშვებისთვის საჭირო ეგრეთ წოდებული ინკუბატორი.

ქუთაისში ჩასულ გოგონას სპინალური ნარკოზით ჩაუტარდა საკეისრო კვეთა, დაიბადა გოგონა, წონით 3, 5 კილოზე მეტი, როგორც მე მაქვს ინფორმაცია და როგორც თავად ცენტრის თანამშრომლებიც აღიარებენ გოგონას საკეისრო კვეთისას გაკეთებული ნაკვეთი ჭრილობის გაკვეთისას გოგონა შეტოკდა, ანესთეზიოლოგმა კი იმის ნაცვლად მეტი ყურადღება მიექცია სამედიცინო აპარატის მონაცემებისათვის და სასიცოცხლო პარამეტრებისათვის, გოგონას ნარკოზი დაუმატა რამაც სრულიად ჯანმრთელი (სრული პასუხისმგებლობით ვიმეორებ გოგონა სრულიად ჯანმრელი იყო) გოგონას გულის გაჩერება გამოიწვია.

სამშობიარო ბლოკში არ აღმოჩნდა დეფიბრილატორი რომელსაც სწრაფად გამოიყენებდა რეანიმატოლოგი, გოგონას შოკის ოთახში გადაყვანისას დაიკარგა დრო, ანტიშოკური მოქმედებების დაწყებისათვის საჭირუ წუთებიც სწრაფად გავიდა, მართალია გოგონას გული კი აუმუშავეს, მაგრამ ჟანგბადის დროულად მიუწოდებლობის გამო თავის ტვინში შეუქცევადი პროცესები დაიწყო და ტვინმა შეშუპება დაიწყო.

მკურნალობის კურსმა შედეგი ვერ გამოიღო და მედიკოსები იძულებული გახდნენ ჩაეტარებინათ თავის ტვინზე ნეიროქირურგიული ჩარევა, რამაც სიტუაცია სამწუხაროდ ვერ დაასტაბილურა.

რამდენიმე დღეში, სანამ კლინიკა და ოჯახი გოგონას თურქეთის კლინიკაში გადასაყვანად ყველა ღონეს ხმარობდა გოგონას ისევ გაუჩერდა გული, რეანიმაციული მოქმედებების შედეგად გოგონას გულის ამუშავება დროებით შესძლეს თუმცა რამდენიმე საათში გული ისევ გაჩერდა ამჟამად მისი ამუშავება უკვე ვერ მოხერხდა.

ექიმის უგულისყურო და დანაშაულებრივ შეცდომას შეეწირა 19 წლის გოგონა, ოჯახმა დაკარგა უთბილესი შვილი, ახალგაზრდა მეუღლემ მეუღლე და პატარამ კი დედა.

მიმდინარეობს გამოძიება და მეც შესაბამისად არ დავასახელებ ანესთეზიოლოგს ვისმა შეცდომამაც შეიწირა 19 წლის გოგო. იმედია გამოძიება სრულყოფილად დაადგენს ყველაფერს და კლინიკას ჩამოაშორებენ "მკვლელ" ექიმს. დიდი იმედი მაქვს, რომ დამნაშავე მხოლოდ ლიცენზიის დაკარგვით არ დაისჯება, არამედ დაისჯება სისხლის სამართლის კოდექსის სრული სიმკაცრით.

გოგონაზე რამდენიმე რესურსმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც ვიღაც-ვიღაცეები ცდილობენ იმ ანესთეზიოლოგის "გაპრავებას".

თავის დროზე სპეციალური კურსის გავლისას უცხოელი სამხედრო ექიმები გვასწავლიდნენ, თუ რა დოზით გაგვეკეთებინა ნარკოტიკული საშუალება დაჭრილისათვის ტკივილის მოსახსნელად ან შესამცირებლად, იმასაც გვასწავლიდნენ ნარკოტიკული საშუალების ზედოზირების გამოყენებისგან ოველთვის შეგვეკავებინა თავი რადგან ეს გულის გაჩერებას იწვევდა.

ასე, რომ ბოროტების "გამპრავლებლებო" მარტო თქვენ არ იცით ნარკოტიკული და სანარკოზე საშუალების ზედოზირებას თუ რა გართულებები მოსდევს.

0
321
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
321