x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რუსეთში ახალი წლის ღამეს ფოირვერკმა პოლიციელს თავი წააწყვიტა
image

ახალი წლის ღამეს რიაზანის ოლქში 37 წლის მამაკაცი მოკვდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ფოიერვერკების გასროლის დროს პოლიციელს თავი მოაწყვიტა. ეს მოხდა ზახაროვსკის რაიონის სოფელ ფედოროვსკიში.


"ზახაროვსკის რაიონში, დღეს ღამის პირველ საათზე მამაკაცი გარდაიცვალა, ფეიერვერკებმა თავი მოაწყვიტა." - ციტირებს ადგილობრივი პორტალი ya62.ru წყაროს სიტყვებს.


როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მამაკაცი პოლიციის პოლკოვნიკი იყო. ტრაგიკული შემთხვევის ფაქტი საგამოძიებო კომიტეტის რაიონულმა სამმართველომ დაადასტურა. ამოღებულია პიროტექნიკა და საბუთები. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ გარდაცვლილი სხვა რეგიონიდან იყო ჩამოსული მეგობრებთან, ახალი წლის აღსანიშნავად.



„ეს მოხდა ახალი წლის დადგომიდან 10-15 წუთში . მამაკაცმა ფოიერვერკი ცაში მიმართა, მაგრამ მაშხალა ცაში გატყორცნის ნაცვლად ყბის და საფეთქლის არეში მოხვდა, რა დროსაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. როდესაც სასწრაფო მოვიდა, უკვე გვიანი იყო." - იუწყება ადგილობრივი პორტალი.


მგამოცემა Life-ის ინფორმაციით ამის გარდა მოსკოვში მამაკაცი დაშავდა, რომელმაც გადაწყვიტა ხელნაკეთი ფეიერვერკების გამოყენება. ის გადარჩა, მაგრამ ჭრილობები მთელ სხეულზე მიიღო.

ამის გარდა საქართველოში ჯერ კიდევ ახალი წლის დადგომამდე პიროტექნიკისგან გამოწვეული დაზიანებებით 25-მა პაციენტმა მიაკითხა.



0
675
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
675
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0