x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134334
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508414
საუკეთესო ანეკდოტები მუსიკოსებზე და მუსიკაზე

image

როკ-ჯგუფის კონცერტია. ბუნებრივია, ყველა გახეთქილი მთვრალია. მოკლედ, ჯგუფის სოლისტს სიმღერის ტექსი დაავიწყდა. ჯერჯერობით მიდის სიმღერის შესავალი.მიუახლოვდა სოლო გიტარისტს და ეუბნება: "მისმინე ტექსტი დამავიწყდა. იქნებ შემახსენო ჰა? გიტარისტი: - რას ამბობ? საიდან უნდა მახსოვდეს? მე სოლოს ვუკრავ და ეგაა.. მიდის ბასისტთან: " ტექსტი დამავიწყდა, იქნებ სულ მცირე დასაწყისი მაინც შემახსენო? შევრცხვებით..

ბასისტი: - ზოგადად მე ტექსტებს არც ვუსმენ. მახსოვს რითმი და ვუკრავ იმას. ახლა დრამერს მიმართავს: "არ მახსოვს ტექსტი! იქნებ შემახსენო რა? დრამერი, აგრძელებს დაკვრას და თან ეკითხება:"რა სიმღერაა რო?"


image


კონცერტია, გამოდის ახალგაზრდა მომღერალი, დაასრულა სიმღერა და სცენიდან გასვლა უნდა დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა უყვირიან "კიდევ იმღერე კიდევ", შეასრულა მეორედ, დარბაზიდან უყვირიან ''კიდევ!!!", მოკლედ ოთხჯერ მაინც ამღერეს, ბოლოს მომღერალი დაიღალა და დაიჩივლა:

-ღმერთო ჩემო რამდენჯერ უნდა მამღეროთ?

ხმა დარბაზიდან:'სანამ სიმღერას არ ისწავლი".

image

"Prodigy" კიევში ჩავიდა. თვითმფრინავის ტრაპზე როკ-ვარსკვლავებს გოგონა დახვდა ტრადიციული პურით და მარილით, Keith Flint მიუახლოვდა თავდახრილ გოგონას, დაიხარა "სოლონკასთან", ცხვირით შეისუნთქა მარილი და ჩაილაპარაკა"

-ჯერ ასე მაგრად არსად არ დაგვხვედრიან.

image

ორი მუსიკოსი ხვდება ერთმანეთს.

-რას შვრები როგორ ხარ?

-არა მიშავს ამას წინათ ახალი დისკი ჩავწერე

-მერე? გაყიდე უკვე რამე?

-კი, სახლი, აგარაკი, მანქანა...

image

კითხვა: ვინ არიან ბახი და ბეთჰოვები?

თინეიჯერის პასუხი: პროგრამისტები, მობილურ ტელეფონებისთის მუსიკას ქმნიან.

image

ბებია და შვილიშვილი სამზარეულში სხედან:

ბებია: ჩვენ დროს სიმღერები ბევრად უფრო მელოდიური იყო

შვილიშვილი: ბებია ეს მიქსერია ჩართული.

image

შვილი ეკითხება მამას:

-მამა რა არის საჭირო იმისთვის, რომ "ბითლზი" ისევ შეიკრიბოს?

-ორი ტვია შვილი, სულ ორი ტყვია(შენიშვნა: "ბიტლზის" ორი წევრი გარდაცლილია)

image

ორი მელომანი მეგობარი ხვდება ერთმანეთს:

-ხოსე კარერასი ჩამოდის, არ წამოხვალ კონცერტზე?

-არა მაგ დროს შპილმანს აქვს კონცერტი არ შემიძლია.

ცოტა ხნის შემდეგ ისევ ხვდებიან ერთმანეთს.

-ხვალე გორან ბრეგოვიჩის კონცერტია არ დაესწრები?

-არა შპილმანს აქვს კონცერტი, ვერ გავაცდენ!

-კი მაგრამ ნუ გამაგიჟე ვინაა ეგ შპილმანი ამისთანა რომ არ გამიგია?-გაოცებული ეკითხება მეგობარი.

-მეც არ ვიცი ვინაა, უბრალოდ როცა მაგას კონცერტი აქვს, მაგ დროს მე მაგის ცოლთან დავძვრები.

image


რევოულიცია, მიტინგია, ლენინი ტრიბუნაზე დგას.

-ლენონ, ლენონ!!!-გაჰყვირიან მომიტინგეები

-მე ლენონი არ ვარ ამხანაგებო! ლენინი ვარ!

-ლენონ, ლენონ!-ისევ ყვირიან მომიტინგეები!

ლენინი:კაი ჯანდაბას თქვენი თავი...იესთიდეიიიიი

image


ერთ-ერთ ცნობილ მომღერალს ეკითხებიან:"მართალია, რომ ფონოგრამაზე მღერიხართ?"

პასუხი:"დიახ და თუ არაყსაც დამალევნიებთ ვიცეკვებ კიდეც"

image


ოსი კონსერვატორიაში გამოცდას აბარებს.კომისის წევრები ოსს ეუბნებიან:"შენ ახლა უნდა შებრუნდე, ჩვენ როიალზე ავიღებთ ბგერას და უნდა გამოიცნო რა ბგერაა და რომელი ოქტავიდან".

ოსი შებრუნდა, მოესმა ბგერის ხმა, შემოტრიალდა და ერთ-ერთ კომისიის წევრისკენ თითი გაიშვირა:'სენ იყავი სენი ჭირიმე!"


image

ოლიგარქი ფანჩატურში სავარძელზეა გაშხლართული, პირში სიგარა გარჭობილი, გვერდზე ვისკი უდევს, გარშემო ულამაზესი ლანდშაფტია, თან თვალებდახუჭული ყურასმენებში მუსიკას უსმენს.

უახლოვდება ცოლი და ეკითხება:"რას უსმენ ძვირფასო?"

–ჩაიკოსვსკის პირველ საფორტეპიანო კონცერტს.

-აბა დისკს რატომ აწერია "შუფუტინსკი?"

image

0
177
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0