x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134484
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
"ეს იქნება კორონავირუსის ბოლო ნახტომი" - ბერძნი მეცნიერი

image


კორონავისრუსის ახალი ომიკრონის შტამით ინფექციების ტალღა დასრულდება 2022 წლის 20 თებერვლამდე, ვარაუდობენ, რომ ეს არის კორონავირუსული ინფექციის ბოლო მუტაცია. ამის შესახებ საბერძნეთის თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა დემოსფენ სარიანისმა განაცხადა, იუწყება Newsbeast-ი.

ცნობილი ბერძენი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მორიგი "მძვინვარე" ტალღის განვითარების მათემატიკურ მოდელს აღწერს. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში საბერძნეთში კოროვირუსული ინფექციების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა: 31 დეკემბერს დაფიქსირდა 40, 5 ათასი შემთხვევა, ყველაზე მეტი ადამიანი "ომიკრონით" დაინფიცირდა.

პროფესორი მიიჩნევს, რომ ეს ტენდენცია 20-22 იანვრამდე გაგრძელდება, შეიძლება იყოს დღეები, როცა შემთხვევების რაოდენობა 80 ათასს გადააჭარბებს.

„ამგვარად, 20 თებერვალს, ომიკრონის ტალღის პიკიდან ერთი თვის შემდეგ, მისი კლება დასრულდება. მაშინ ინფექციების საშუალო ყოველკვირეული რაოდენობა იქნება 3500 - 4000 შემთხვევა. მაშინ ჩვენ გვექნება ომიკრონის დასასრული და ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს ექნება იმუნიტეტი“ - განაცხადა სარიანისმა.

მან აღნიშნა, რომ ეს იქნება კორონავირუსის ბოლო ნახტომი.

0
299
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0