x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ელისო კილაძის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს: "იმედი მაქვს, ეს გზავნილი თქვენამდე მოვა"

image


გაზეთ "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილს ვრცელი პოსტით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.


"ძველი და ახალი წლის გასაყარი, მინდა თქვენ მოგმართოთ ბ-ნო ბიძინა და იმედი მაქვს ეს გზავნილი თქვენამდე მოვა:


თქვენ ჩემზე კარგად და დიდი ხანია იცნობთ მიშას.


ვარდების რევოლუციის მერე ბევრი კარგი საქმე გაუკეთეთ ერთად ამ ქვეყანას.


მერე თქვენი გზები გაიყო - ის სხვა მხარეს დარჩა, თქვენ სხვა!


არჩევნები მოიგეთ და მიშამ ეს უპირობოდ აღიარა.


მიუხედავად, არაერთი გაცხელებული თავისა, სისხლისღვრაზე უარი თქვა და ხელისუფლება გადმოგაბარათ.


ეს შესავალი ტყუილა არ დამიწერია-თქვენ მას ჩემზე უკეთ იცნობთ და იცით რომ პოლიტიკა მისთვის ჰობი და გასართობი არაა, შერეკილია და უცხოეთში სამკურნალოდ გაგზავნის სანაცვლოდ, პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას არ გააკეთებს!


მოკვდება ციხეში და მაინც!


მესამე პრეზიდენტის მკვლელობის ლაქას კი ვერც ეს ქვეყანა მოიშორებს, ვერც თქვენ და ვერც მე, ვერც რიგითი ქართველი, ვინც ახლა დუმს!!


ახლა როგორც არასდროს გვჭირდება გონიერება, გვჭირდება სიფრთხილე და ბეწვის ხიდზე გავლა. არა მხოლოდ მიშას სიცოცხლისთვის, არამედ ჩვენი სამშობლოს მომავლისთვის!


ბ-ნო ბიძინა, თქვენ ერთმა კაცმა უნდა მიიღოთ მიშას თავისუფლების გადაწყვეტილება!


ეს გადაწყვეტილება გვჭირდება ყველას - თქვენ, ჩვენ!


მიუხედავად იმისა, ვინ სად დგას და რას აკეთებს, ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს-საქართველო.


ეს არც თხოვნაა, არც მოთხოვნა, ეს ჩემი საახალწლო სურვილია -#თავისუფლებამიშას", - წერს ელისო კილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.






0
859
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
859