x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოახლოვდა ახალი წელი (რომელიც ბავშვობიდან არ მიყვარს დიდად) და დაიწყეს ათასი ჯურის "მჩხიბავებმა" ხალხის დაბოლება

image მოახლოვდა ახალი წელი და მედიის სტუდიები აივსო ათასი ჯურის "მჩხიბავებით" და "ასტროლოგებით", რომლებიც რატომღაც ტრადიციული ქართული ვარსკვლავთმრიცხველობის შესახებ კი არ უყვებიან ხალხს არამედ ჩინური ზოდიაქოს ნიშნებით "გვიხსნიან" თუ რა გველოდება ახალ 2022 წლს.
თურმე ნუ იტყვით და წყლის ვეფხვის წელი მოდის, რომელსაც სუფრაზე ხარის პატარა ქანდაკება თუ სათამაშო უნდა დავახვედროთ, რადგან თურმე ვეფხვს "ჩიჩია" ყვარებია ნამეტნავად.
ცალკე თემაა ხელმოცარული ძალად "ნათელმხილველები" რას "პუტუნებენ" ოღონდ კი მედიის საშუალებით კიდევ ერთხელ გამოჩნდნენ.
ქართველ ჟურნალისტებს სერიოზულ თემებზე საუბრისას არასდროს ყოფნით დრო, სამაგიეროდ საიდანღაც ყურით მოთრეული "ფენ შუის" "ექსპერტებისთვის" აქვთ დრო, თან იმდენი მოგეცათ ლხენა.
შე კარგი მშობლის გაზრდილო, შენ რომ არ გამომილაყო ტვინი იმ შენი ზღაპრებით, განა ჩვენ არ ვიცით, საით უნდა იყოს საწოლის თავი, როგორი უნდა იყოს ახალი წლის სუფრა, თუ ნაძვის ხე როგორ მოვრთოთ!
თან თურმე "ფენ შუით" უნდა ვიხელმძღვანელოთ სექსის დროსაც კი.
ჩემს დიდ ბაბუას გაგონილიც კი არ ჰქონდა ეგ თქვენი "ფენ შუია" თუ "ფენ შუბა", მაგრამ 6 შვილი ყავდა და თქვენი სწავლება არ ჭირდებოდა საახალწლოდ არაფერში.
თურმე რადგან ვეფხვი კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, აუცილებელი ყოფილა საახალწლო ნაძვის ხეზე პიტნა მივაბნიოთ, ცირკია რა.
ნაძვის ხეა თქვე ოჯახაშენებულებო თუ რესტორნის სამზარეულოს დახლ-მაცივარი?
ერთი სიტყვით ჩემო კეთილო ხალხო დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ და გულით გისურვებთ ჯერ ერის გამთლიანებას, მერე კი ეგრევე ქვეყნის გაერთიანებას და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას.
მეტი ყურადღება დაუთმეთ წინაპრების ტრადიციებს და რაც შეიძლება ნაკლები ამ ახალი სასაცილო მიმდინარეობების "ესპერტების" რჩევებს.

0
68
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
68