x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
მთავარი მიზეზი, რატომ ვერ იკლებთ წონაში, როგორ შევანელოთ დაბერების პროცესი - ინტერვიუ წიგნის - "ჯანსაღი გზები ტანადობისკენ" ავტორ ექიმთან

ზრდასრულ ასაკში ადამიანი მუცლით ატარებს განავლის დიდ გალვანურ ვედროს. დიახ, დიახ, ეს სწორედ ასე მძაფრი მეტაფორით უნდა გამოვთქვათ, რადგან ბევრი ადამიანი უნდა დააფიქროს და ბევრს უბიძგოს წარმოსახვის უნარზე, თუ რა ხდება ჩვენს ნაწლავებში, როცა არასწორად ვიკვებებით. ეს არის დაახლოებით 10 კგ შეკუმშული "დეპოზიტები". „გაჭედილი ნაწლავები“ ვერ იღებს საკვებ ნივთიერებებს საჭმელისგან, ამასთანავე ხელს გვიშლის წონის დაკლებაში.
image

რამდენს იწონით? გამოაკელით 11კგ.

პირველ რიგში, ეს არის ჩვენი "განძის" წონა, პლუს ჭუჭყიანი ნაწლავის მუდმივი თანამგზავრი - გაზები (გაზის მოცულობა შეიძლება მიაღწიოს 20ლიტრს დღეში).

წარმოიდგინეთ, რამდენად ნაკლებად გამოჩნდება თქვენი სასწორი, თუ ამ "სიკეთეს" განშორდებით.

მეორეც, ჯანსაღი ნაწლავის ფერმენტები შლის ზედმეტ ცხიმებს. "დაჩაგრულისა" კი, პირიქით, "ინახავს და ზოგავს".

მესამეც, როდესაც ნაწლავი საათივით მუშაობს, ის დღეში დაახლოებით 500 კალორიას ხარჯავს, რაც 2 საათის ინტენსიურ ვარჯიშს უდრის

შეგიძლია წარმოიდგინო?

ნაწლავის სწორი ფუნქციონირება არის ჩვენი იმუნიტეტი, კარგი განწყობა და წონის კონტროლი.

ჩვენი ნაწლავი ასევე პასუხისმგებელია დაბერების პროცესზე.

დაიმახსოვრეთ: რაც უფრო კარგად იზრუნებთ ნაწლავების ჯანმრთელობაზე, მით ნაკლები ნაოჭები და ნაცრისფერი თმა გექნებათ! ადრეული გაჭაღარავება არ არის გენეტიკური. ოჯახში ტრადიციად დამკვიდრებული არასწორი კვება აძლევს მას გენეტიკურის ელფერს!

ახლა კი მეცნიერები ავითარებენ ტექნოლოგიებს აუტიზმის, გაფანტული სკლეროზისა და პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ ავადმყოფზე ჯანმრთელი ნაწლავური მიკროფლორის გადანერგვით.

წარმოგედგინათ, რომ ნაწლავებს ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები ჰქონდა?

21-ე საკუკუნის ადამიანს დაავიწყდა რას ამბობდა ჯერ კიდევ სენეკა: ადამიანი არის ის, რასაც მიირთმევსო...

როგორ იცით, სჭირდება თუ არა თქვენს ნაწლავებს დახმარება? ნახეთ, გაწუხებთ თუ არა რომელიმექვევით ჩამოთვლილიდან:

  • დიეტა არ გშველით, ძნელია წონის დაკლება.
  • მუცელი იზრდება, პატივცემულიღიპი "პატიოსან" ადგილს იმკვიდრებს მუცლის არეში.
  • გაქვთ შებერილობა ან ყაბზობა.
  • გაღიზიანებადობა, მუდმივი დაღლილობა და თავის ტკივილი.
  • ნადები ენაზე.
  • ალერგიული რეაქციები.
  • უსიამოვნო სუნი პირიდან ან ორგანიზმიდან.
  • ყველაფერში დამნაშავე ნაწლავებია, უფრო სწორად, არასწორი კვება და ის ზიანი, რასაც საბრალო ნაწლავები ჩვენგან იღებენ.

თუ როგორ მუშაობს ნაწლავები და რა გავლენას ახდენს ჩვენ მიერ მიღებული საკვები ჩვენს დაბერების პროცესზე და, ზოგადად, ჯანმრთელობაზე, გვესაუბრება ექიმი, წიგნის „ჯანსაღი გზები ტანადობისკენ“ ავტორი მარიკა ბერძენაძე.


- რას ნიშნავს ჯანსაღი კვება?

-საკმაოდ ხშირად გვესმის მოწოდებები ჯანსაღი კვების შესახებ, მაგრამ ყველას საკუთარი ინტერპრეტაციაბი აქვს ამ ფრაზის. გამოთვლებმა აჩვენა, რომ საკმარისია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაწყება (მოწევის აკრძალვა, რეგულარული ვარჯიში და ჯანსაღი კვება) სიცოცხლის 18 წლის დასამატებლად. საშუალო ასაკის ადამიანი, რომელიც "გადავიდა" ჯანსაღი ცხოვრების წესზე საშუალო ასაკში (მოწევაზე თავის დანებება, ალკოჰოლის არაბოროტად გამოყენება, წითელი ხორცის, რძის,

მარცვლეულის და არასახამებლიანი ბოსტნეულის მიღება, ვარჯიში, ჯანსაღი ძილი და სტრესის მართვა) საშუალოდ 86 წელი ცოცხლობს

დაბალი კვებითი ღირებულების მქონე მაღალკალორიული საკვების მიღება ზრდის რამდენიმე დაავადების, მათ შორის, ნეოპლასტიკური დაავადების რისკს. ცხიმებმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლისა და პანკრეასის დაავადებები. ჩვენ ყველას და, განსაკუთრებით, ბავშვებს აქვთ თანდაყოლილი მიდრეკილება ტკბილი გემოს მიმართ. ამიტომ, დესერტზე უარის თქმა ძალიან რთულია.

ამავდროულად, შაქრიანი ტკბილი სასმელები და თავისუფალი შაქარი ზრდის ჭარბი წონის, სიმსუქნის და კბილის კარიესის რისკს, დაკავშირებულია დიაბეტის მეორე ტიპის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებასთან. ტერმინი "თავისუფალი შაქარი" მოიცავს ყველა მარტივ, ადვილად ასათვისებელ შაქარს, რომელიც ემატება საკვებს ან სასმელს მომზადების დროს, ასევე ადვილად ასათვისებელ შაქარს, რომლიც ბუნებრივად გვხვდება თაფლში, სიროფებში, ხილის წვენებში. ფრუქტოზა - ხილში, ხოლო ლაქტოზა ბუნებრივად გვხვდება დედის რძეში, ძროხის/თხის რძეში და უშაქრო რძის პროდუქტებში. შაქარი სასურველია, მიირთვათ ბუნებრივი სახით, მაგალითად, უშაქრო რძის პროდუქტებით და ახალი ხილით.

თუმცა აქაც ზომიერებაა საჭირო, რადგან ფრუქტოზის მაღალი შემცველობით საკვებისა და სასმელების მოხმარება (ფრუქტოზის სიროფით, აგავას სიროფით, კრისტალური ფრუქტოზით დამტკბარი საკვები, სასმელები) ხელს უწყობს ნაწლავებში ისეთი ნაერთების წარმოქმნას, რომლებიც იწვევენ ნაწლავების ანთებას.

მუდმივად წითელი ხორცის, ცხიმოვანი რძის პროდუქტებისა და კვერცხის ყოველდღიური მიღება ასევე ხელს უწყობს ანთების განვითარებას.

თითქმის ყველა ქრონიკული დაავადების საფუძველია ანთება, რომელიც ამავდროულად, აჩქარებს დაბერების პროცესს.

- მაშინ რაღა დარჩა ჯანსაღ პროდუქტებში, რითიღა უნდა იკვებოს ადამიანმა?

- ბუნებრივია, ეს კითხვა ყველა მოაზროვნე ადამიანს უჩნდება. მით უფრო მაშინ, როცა საკვები პროდუქტების ბაზარი გაჯერებულია გენმოდიფიცირებული პროდუქტებით, კონსერვანტების, ემულგატორების შემცველი პროდუქტებით. სხვა ყველაფერთან ერთად, წითელი ხორციც თუ ზიანს გვაყენებს, რაღა დარჩაო, ფიქრობს ადამიანი. სწორედ მსგავსი კითხვები მაწუხებდა და სიმართლე გითხრათ, მაღიზიანებდა მეც და ამიტომ დავინტერესდი ამ საკითხით - გავეცანი მრავალ სამეცნიერო ლიტერატურასა და კვლევას. საბოლოო ჯამში დასკვნა ერთი იყო - ზომიერება. დიახ, სოკრატესეული ზომიერება ყველაფერში ოქროს რეცეპტია და მით უფრო კვების მენიუში. არმიმაჩნია სწორად, როცა ექიმები ტერმინოლოგიით საუბრობენ ფარტ აუდიტორიის წინაშე, მაგრამ იმისათვის, რომ მეცნიერულად ახსნა ამა თუ იმ პროდუქტს რა ზიანის მიყენება შეუძლია ორგანიზმისთვის, ამას ვერ აცდები. ცნობილია, რომ წითელი ხორცის კომპონენტი N-გლიკოლილნეურამინის მჟავა ადამიანის ორგანიზმის მიერ აღიქმება, როგორც უცხო აგენტი და აქვე ჩაერთვება იმუნური სისტემა, რაც იწვევს ანთებას და ზრდის გულის დაავადებებისა და სიმსივნეების რისკს. ცხოველური ცილა იწვევს ჰორმონ ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის IGF-1 დონეს, რაც დაკავშირებულია კიბოს გაზრდილ რისკთან. ხორცისა და კვერცხის კარნიტინი და ქოლინი ნაწლავის ბაქტერიებით გარდაიქმნება ანთებით ნაერთად TMAO, რომელიც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას. . წითელი ხორციდან ადვილად ათვისებულმა ჰემის რკინამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში ჭარბი თავისუფალი რკინოს დაგრვება, რომელიც ძლიერი ჟანგვის აგენტია და ხელს უწყობსგულ-სისხლძარღვთა დაავადებისა და ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას.

ცხოველური პროდუქტებიდან ომეგა-6 არაქიდონის მჟავა ასევე ხელს უწყობს ანთებას. წარმოიდგინეთ, ხორცის გადამუშავებისა და მომზადებისას კანცეროგენული ნაერთები, მაგ ჰეტეროციკლური ამინები, პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები და N-ნიტროზო ნაერთები რომ წარმოიქმნება, ეს სად მიდის.

ამინომჟავები არ ინახება სხეულში. ამინმჟავების სიჭარბეს თან ახლავს მათი მოლეკულების გაზრდილი დაშლა ტოქსიკური ამიაკის წარმოქმნით.

- ცოტა ხუმრობით გკითხავთ, კარგს არაფერს შეიცავს ჩვენი საკვები?

- რა თქმა უნდა (იცინის), მაგ. მეთიონინი აუცილებელი ამინომჟავაა, ის უნდა იყოს ყოველდღიურ დიეტაში. ის გვხვდება როგორც ცხოველურ, ასევე მცენარეულ ცილებში. უბრალოდ, უფრო მეტია ცხოველურში. თუმცა, მისი ჭარბი დოზა ზრდის ცხოველთა სიკვდილიანობას მეთიონინით მდიდარი ექსპერიმენტული დიეტის დროს ჭიებშიც, ბუზებშიც და ძუძუმწოვრებშიც. მინიმუმი კი ახანგრძლივებს სიცოცხლეს აუტოფაგიით უჯრედშიდა ნარჩენების უტილიზაციის გზით.

ხორცში არის დიდი რაოდენობით განშტოებული ჯაჭვის ამინომჟავების წყარო, რომლებიც ხელს უწყობენ ინსულინრეზისტენტობას და ჰიპერტენზიას, სიმსუქნეს, მე-2 ტიპის დიაბეტს. არსებობს უჯრედული მექანიზმები, რომლითაც ჭარბი ქოლესტერინი, რომელიც შედის მსხვილ ნაწლავში ცხიმოვანი ცხოველური საკვებით, ასტიმულირებს ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედების დაყოფას, რაც ზრდის სიმსივნური პროცესების რისკს.


რაოდენ არ უნდა გაგიკვირდეთ, ცხოველური ცილების მაღალი მიღება ხელს უწყობს წონის მატებას. შაქარსა და ხორცს მსგავსი კორელაცია აქვს სიმსუქნის მაჩვენებელთან. ეს შედეგი მიუთითებს, რომ ხორცის რეგულარული მოხმარება თითქმის ისეთივე შედეგს გვაძლევს სიმსუქნის მხრივ, როგორც შაქრის.

ამის საპირისპიროდ, მცენარეული ცილის წყაროები ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობენ ხელს, მაგალითად, სხვადასხვა მცენარის თესლი, ნიგოზი და თხილი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს და კორელაციაშია სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. ასევეა მიკროელემენტებით და ბოჭკოებით მდიდარი პარკოსნები, რომებიც ასოცირდება უკეთეს არტერიულ წნევასთან, სხეულის ნორმალურ წონასთან, ინსულინის მგრძნობელობასთან.

თხილისა და ნიგვზის ერთი დღიური პორცია -120 გ, როგორც ეს, დაახლოებით, 125 ათასი პაციენტის კითხვარებიდან ჩანს, ხელს უშლის ჭარბ წონას და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

შეიძლება ისეთი შეგრძნება დაგეუფლოთ, თითქოს ყველას ვაქეზებ, იყოს ვეგეტარიანელები. Სულაც არა. თეთრი ხორცის, თევზისა და ზღვის პროდუქტების ზომიერი მოხმარება აუცილებელია. საფუძვლიანი სამეცნიერო კვლევა აჩვენებს, რომ არ არის მნიშვნელოვანი განსხვავება სიკვდილიანობაში ვეგეტარიანელებსა და არავეგეტარიანელებს შორის.

მკაცრ ვეგეტარიანელებს - ვეგანებს აქვთ თუთიის, D ვიტამინის და B ვიტამინების დეფიციტი. ეს განსაკუთრებით ეხება B12-ს, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელია ნერვული სისტემის ჯანმრთელობისა და ჰემოპოეზსთვის ანუ ტერმინებით რომ არ გადაგტვირთოთ- სისხლწარმოქმნისთვის. ვეგეტარიანელებს დაბალი აქვთ ძვლის სიმკვრივე და თმის მდგომარეობაც არასახარბიელო.


- რა აზრის ხართ მონოდიეტებზე ანუ ერთგვაროვანი სახის საკვების მიღებაზე მთელი დღის განმავლობაში? და რა რაოდენობის საკვების მიღებაა უფრო ეფექტიანი?

-კვება უნდა იყოს მრავალფეროვანი, პრინციპით „ცოტ-ცოტა“, ე.წ. მონოდიეტის გარეშე ანუ როცა მხოლოდ ერტი სახის პროდუქტებს მიღებთ. ლატენტური (ფარული) ალერგიის ანალიზი, როგორც წესი, ავლენს რეაქციას იმ საკვებზე, რომელსაც ჩვენ ძალიან ხშირად მივირთმევთ.

სიცცხლის ხანგრძლივობას ხელს უწყობს დიეტა, რომელშიც კალორიების მინიმუმ 50% მოდის ნახშირწყლებზე (ძირითადად, არა ადვილად ათვისებადი ), დაახლოებით 10% - ცილები და 35% - ცხიმები (რომელთა უმეტესობა მონო- და პოლიუჯერია).

-სხვა რა ფაქტორები ახდენს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას?

-ნაწლავის მიკროფლორის დარღვევა, მაგალითად, ანტიბიოტიკების კურსი ან ბოჭკოების დაბალი შემცველობის საკვები ზრდის სიმსუქნის, მეორე ტიპის დიაბეტის,

ნაწლავის ანთებითი დაავადების, გაღიზიანების, აუტიზმის, ალერგიისადა აუტოიმუნური დაავადებების რისკს. რაც უფრო ნაკლებია ნაწლავის მიკროფლორის მრავალფეროვნება, მით უფრო მაღალია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. ნაწლავის მიკროფლორას ნორმალიზება არის გზა ნაწლავის გაზრდილი გამტარიანობის აღმოსაფხვრელად და აუტოიმუნური დარღვევების პროფილაქტიკისთვის.

-რომელი დიეტაა ყველაზე ჯანმრთელი?

- ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა პალეოლითის და ხმელთაშუა ზღვის დიეტა. შეგახსენებთ, რომ პალეოლითის დიეტა დამახასიათებელი იყო უძველესი ხალხისთვის, მონადირეებისთვის და შემგროვებლებისთვის სოფლის მეურნეობის გაჩენამდე. ამ დიეტის სტრუქტურა ხასიათდება უპირატესად მცენარეული დიეტით, მრავალფეროვანი ხილით, თხილით და ბოსტნეულით. ის ასევე შეიძლება შეიცავდეს უცხიმო ხორცს (სასურველია თეთრი), თევზს და შეიცავს მცირე რაოდენობით რძეს, მარცვლეულს. ხმელთაშუა ზღვის დიეტა პალეოლითურის მსგავსია, მაგრამ მარცვლეულის, რძის პროდუქტებისა და ალკოჰოლის ზომიერი მოხმარების საშუალებას იძლევა.

კიბოს კვლევის მსოფლიო ფონდი და აშშ-ს კიბოს კვლევითი ინსტიტუტი გამოსცემენ სიმსივნური დაავადებების რისკის შემცირების სახელმძღვანელო პრინციპებს

  • შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა (სხეულის მასის ინდექსი უნდა იყოს 25-ზე ნაკლები )
  • ივარჯიშეთ რეგულარულად
  • მიირთვით დაუფქვავი მარცვლეული, ბოსტნეული, ხილი და პარკოსნები
  • შეზღუდეთ სწრაფი კვება
  • შეზღუდეთ წითელი ხორცი
  • შეზღუდეთ შაქრიანი სასმელები
  • შეზღუდეთ ალკოჰოლის მიღება
  • ნუ დაეყრდნობით დიეტურ დანამატებს.


დიეტასთან დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე დიდი რაოდენობა გამოწვეულია სუფრის მარილის მაღალი დონით, თხილისა და თესლების, ბოსტნეულის და ხილის, თევზის დიეტაში დაბალი შემცველობით.

ნებისმიერი დაავადების რისკი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან:

ცხოვრების წესი - 50%

გარემო - 20-30%

მემკვიდრეობა - 20-25%

ჯანდაცვა - 5%


ცხოვრების წესი ყოველდღიურ რუტინასთან, ფიზიკურ აქტივობასთან და სტრესის პრევენციასთან ერთად მოიცავს იმას, რასაც ვჭამთ, რა სიხშირით და როგორ. მხოლოდ ამ კომპონენტის გათვალისწინებით, შეგიძლიათ გაიხანგრძლოვოთ სიცოცხლე 50% -მდე. გარემოს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის - რამდენად ეკოლოგიურად სუფთა საკვებსა და წყალს რა ჰაერით ვსუნთქავთ.

მემკვიდრეობაც საკმაოდ მჭიდრო კავშირშია კვებასთან - ავიტანთ თუ არა რძის შაქარს, მარცვლეულის ცილოვან გლუტენს, როგორ ვრეაგირებთ კოფეინზე, ვიღებთ თუ არა საკმარის B ვიტამინებს - ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და განსაზღვრავს ჩვენს სიცოცხლის ხანგრძლივობას.

ხშირად, მკითხველს აწუხებს ის ფაქტი, რომ პროდუქტი, რომელიც არის „სასარგებლო“ ზოგიერთ დაავადებასთან მიმართებაში, სხვა დაავადებების რისკს ზრდის. ან ხდება ისე, რომ ერთი და იმავე პროდუქტის სხვადასხვა ნივთიერებები საპირისპიროდ მოქმედებს რისკებზე. მიზეზი ის არის, რომ ნებისმიერი საკვები პროდუქტი სხვადასხვა ნივთიერების კომპლექსია.

-როგორ შეიძლება დარეგულირდეს სასარგებლო და მავნე მიკრროფლორა ნაწლავებში?

-სასარგებლო და მავნე ნაწლავის მიკროფლორის ბალანსი შეიძლება დარეგულირდეს პრობიოტიკების დახმარებით.პრობიოტიკები - ორგანიზმში შეყვანილი სასარგებლო მიკროორგანიზმების მზა კულტურებია.


- როგორც გავიგეთ, დიეტა არა მარტო სიმსუქნის დასაძლევი პროცედურაა, არამედ ჯანმრთელობის გაძლიერებისა და დაბერების პროცესის შენელების საშუალებაა.

-კი, დიეტა დღეგრძელობის ფაქტორია. უამრავი ქიმიური პროცესია ჩვენს ორგანიზმში, რომელიც დაბერებას უწყობს ხელს. მაგ. გლიკაცია (შაქრის ქიმიური რეაქცია ცილებთან), ამილოიდოზი (ქსოვილებში უხსნადი ცილის აგრეგატების წარმოქმნა), ანთებითი პროცესები, მუტაგენური (ავთვისებიანი ტრანსფორმაციები) .

თქვენ უნდა დაუმეგობრდეთ საკუთარ სხეულს და გაიგოთ, როგორ მუშაობს ნაწლავები, რომ მოაგვართ უამრავი პრობლემა საკუთარ სხეულში.

1
507
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
507
  
2021, 31 დეკემბერი, 15:07
საინტერესო იყო ,
0 1 1