x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ორეულია თუ გახდა? - ინტერნეტში კიმ ჩენ ინის ახალ ფოტოს განიხილავენ
image

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მორიგ გამოჩენას აჟიოტაჟი მოჰყვა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დახურული ქვეყნის მეთაურს არ წარმოთქვამს რაღაც საშინელი სიტყვები და არც ომით დაემუქრებია ვინმეს. უბრალოდ, კიმ ჩემ იუნი შესამჩნევად გამხდარია. ახლა მის ახალ იმიჯს მთელ პლანეტაზე განიხილავენ, განსაკუთრებით სამხრეთ კორეაში.


ჩრდილოეთ კორეის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენარული სხდომის ფოტოები ინტერნეტში 29 დეკემბერს გავრცელდა. რა თქმა უნდა, ტრიბუნიდაან სიტყვა კიმ ჩენ ინმაც წარმოთქვა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი შავი ზოლიანი პიჯაკით, თეთრი პერანგით და ვერცხლისფერი ჰალსტუხით წარსდგა სხდომაზე . თუმცა, ყველაზე მეტად 37 წლის კიმის გადაჭიმულმა და უფრო გამხდარმა სახემ მიიპყრო ყურადღება, არა და ხალხი უფრო მის მსუქან სახესაა შეჩვეული . ნიკაპის ხაზიც უფრო მკაფიოდ არის გამოკვეთილი და პერანგის საყელოც ისე აღარ იკეცებოდა კისერზე.

image


ოქტომბერში კორეული მედია წერდა, რომ კიმ ჩენ ინმა 20 კილოგრამი დაიკლო, თუმცა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა ამაზე არ გაჩერებულიყო.

image

2019 წელს სამხრეთ კორეის დაზვერვამ მეზობელი სახელმწიფოს ლიდერის წონა 140 კილოგრამით შეაფასა - დიახ, სამხრეთ კორეის დაზვერვის ოფიცრები ყურადღებით აკვირდებიან ჩრ.კორეის შეფის ჯანმრთელობას.


თუმცა ჩუჩხეს იდეის მიმდევრები (შენიშვნა:მარქსიზმის ჩრდილოკორეული ვერსია). ყოველ შემთხვევაში მთლად კმაყოფილები არ იყვნენ.პირიქით, როცა კიმმა ორიოდე თვის წინ 20 კილო დაიკლო, მთავრობა და პარტიული (და სხვა არ არსებობს) მედია სიტყვასიტყვით წერდა, რომ „მთელი ქვეყნის ადამინებს გული ტკიოდათ, როცა დაინახეს მათი საყვარელი ამხანაგი გენერალური მდივანი დაქანცული."


image

სოციალურ მედიაში ბევრი ვარაუდობს, რომ კიმმა თავი არ დაიტანჯა დიეტებოთ და ვარჯიშით, არამედ უბრალოდ უფრო გამხდარი ორეული იპოვა.


„სასწაულებრივი ტრანსფორმაციის“ კიდევ ერთი პოპულარული ვერსიაა დიაბეტი, რომელიც, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს აწუხებს. ოფიციალური ფხენიანი, რა თქმა უნდა, არც პირველს ადასტურებს და არც მეორეს.

0
442
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
442
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0