x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"უცხოპლანეტელებმა ჩემი ცხოვრება დაანგრიეს-მიწოდებდნენ გიჟსა და დამცინოდნენ"–ალან გოდფრი
image

1980 წელი იყო. მარგარეტ ტეტჩერი პრემიერია, ჯიმი კარტერი თეთრ სახლშია. ცივი ომი ძლიერდებოდა და რკინის ფარდაც გაქვავდა. ფილმი "იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს" ავსებს კინოთეატრებს.



28 ნოემბრის დილით ადრე, დასავლეთ იორკშირის სველ გზაზე პოლიციელმა, რომელსაც ღამის ცვლა უნდა დაესრულებინა, მიიღო შეტყობინება ტოდმორდენადან, პატარა ბაზრობის ტიპის ქალაქიდან, სადაც ხალხი ჩიოდა, რომ ძროხები გაიქცნენ მინდვრიდან და დადიოდნენ თავიანთ ბაღებში.


საუბარია 33 წლის პოლიციელ ალან გოდფრისზე, დაქორწინებული, და ორი შვილის მამა, რომელიც მუშაობდა კომპანია "ტოდ ნიკაში". როდესაც ის წავიდა სიტუაციის გასარკვევად, იგი თავისი Ford Escort -ით დაახლოებით დილის 5:15 წუთზე ბერნი-როუდზე როდესაც შეუხვია, მან დაინახა, როგორც მას ეგონა, გაფუჭებული ავტობუსი, რომელიც გზას უღობავდა .თუმცა მალევე მიხვდა, რომ ის არ იყო ავტობუსი.



”როდესაც ნელა მივუახლოვდი, დავინახე რომბის ფორმის ფორმის ობიექტი, დაახლოებით 20 ფუტი სიგანე და 14 ფუტი სიმაღლის, ფაქტიურად ჰაერში გზიდან დაახლოებით 5 ფუტის სიმღაღლეზე ეკიდა. "

„ის ნელა ტრიალებდა, მის ქვემოთ გზაზე დაცვენილი ფოთლები კი საპირისპირო მიმართულებით ტრიალებდნენ. ყველაფერი ძალზე რეალური ჩანდა; იმდენად რეალური, რომ თუ მანქანიდან გადმოვიდოდი და აგურს ვესროლე, რახუნს გავიგებდი, ”- იხსენებს ალანი Daily mail -თან

image


მანქანიდან გადმოსვლის ნაცვლად, ალანმა ცისფერი ციმციმა ჩართო და სადისპეტჩეროს გამოძახება სცადა. საინტერესო ისაა, რომ არც მისი მანქანის რადიო და არც მისი პირადი რაცია არ მუშაობდა.


”ამის შემდეგ ჩემი პოლიციელის ინსტიქტი ამოქმედდა და გადავწყვიტე დამეხაზა ესკიზი, თითქოსდა ავტო-საგზაო ავარიაში მოვხვედრი, რათა მეჩვენებინა, მონაწილე მანქანების ადგილმდებარეობა.”

image

ამას მოჰყვა „მბზინვარე, თეთრი, დამაბრმავებელი ციმციმი – ეს დაახლოებით ჰგავდა ახლო სახესთან რომ მოგიტანენ აპარატს ციცციმათი და ფოტოს რომ გადაგიღებენ" და შემდეგ რაც ახსოვს, გაოგნებული მიდიოდა საპირისპირო მიმართულებით, უკან პოლიციის განყოფილებაში, რა დროსაც რამდიმე წუთი დაკარგა.

ობიექტი გაქრა, თან გზის მონაკვეთი მშრალი იყო.


image

რაღაც ყურით მოთრეულ ზღაპარს ჰგავს არა? იქნებ ალანი უბრალოდ ზედმეტი მუშაობისგან გადაიქანცა? იქნებ ის უბრალოდ ფანტაზიორობს?



მაგრამ როდესაც შეხვდებით ალან გოდფრის, უბრალო და კეთილშობილ იორკშირელ მოქალაქეს, რომელსაც ორი პოლიციის ჯილდო აქვს, ის არ სტოვებს თვალშისაცემ ექსცენტრიკის შთაბეჭდილებას, რომელიც ჩვეულებრივ ასოცირდება უცხო უცხოპლანეტელების უცნაურ ისტორიებთან.


„ეს იყო ფაქტი . ეს იყო რეალური, ”- ამბობს ის დღესაც, როდესაც ერთნაირად ცივ და ქარიან დღეს, 41 წლის შემდეგ ინციდენტის ადგილს ვეწვიეთ - დღეს უკვე გადატვირთული მთავარი გზა გვერდზე ნაკადულით და მეორე მხარეს პარკით".


”ეს იყო უცხოპლანეტელთა ხომალდი, რაც მე ვნახე, თუ დედამიწიდან იყო, არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, ეს იმდენი ხნის წინ იყო, რომ არც მაინტერესებს ხალხი დამიჯერებს თუ არა.ეს მოხდა. "


როგორც არ უნდა იყოს, ამან თითქმის გაანადგურა ალანის ცხოვრება., მუდმივი დაცინვით, (რას აღარ უწიდებდნენ) თუ სამუშაოდან შევიწროებული, რომელიც ძალიან უყვარდა, ის ალკოჰოლს მიეძალა, რამაც მისი ქორწინებაც დაასრულა.


მეორე ცოლის, კატრინის სიყვარულმა, რომელზეც ის 1995 წელს დაქორწინდა, აიძულა იგი ფეხზე წამომდგარიყო და თავი ისევ მაღლა დაეჭირა. ალანი ახლა გარკვეულწილად ცნობილი ადამიანია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სატელევიზიო ეთერში იჯდა სელინა სკოტთან და ფრენკ ბოუსთან ერთად და მისი ამბავი მთელს მსოფლიოში ტელეარხებმა გადასცეს.


მისი წიგნი "ვინ ან რა იყვნენ ისინი?" გამოიცა 2017 წელს.

image

და როგორც არ უნდა უდგებოდეთ ამ ამბავს .ფაქტი ერთია უახლოეს მოამავლში აპირებენ ამიტომ აპირებენ მის ჰოლივუდურ ფილმად გადაქცევას.

ალანმა გააფორმა კონტრაქტი პროდიუსერთან და სცენარისტთან მაიკლ გრეისთან, რომელიც ყველაზე ცნობილია "პოლტერგეისტით"1982 წლის

მაიკლი ალანის დიდი გულშემატკივარია.”მე შევხვდი ალანს და მჯერა მისი სრულიად, 110 პროცენტით.მე არც მიგრძვნია, რომ მისი პირიდან არაკეთილსინდისიერი სიტყვა ამოდიოდა, ”- ამბობს ის.

0
565
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
565
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0