x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცნობილი რადიოპერსონა,ანტივაქსერი და შეთქმულების თეორიტიკოსი Covid-19-მა მოკლა

image

მგზნებარე იტალიელი ანტივაქსერი რომელიც ცნობილი გახდა მთელს იტალიაში რადიო შოუში რეგულარული სატელეფონო ზარების შემდეგ, გარდაიცვალა კოვიდისგან.


61 წლის მაურიციო ბურატი(Maurizio Buratti), რომელიც თავის თაყვანისმცემლებს მანტუას მაუროს სახელით იცნობდა, ტრაბახობდა, რომ იგი იყო "ჭირის განზრახ გამავრცელებელი", იგი მიზანმიმართულად შევიდა პირბადის გარეშე "კარფურის" სუპერმარკეტში იმ დროს, როდესაც თავს ცუდად გრძნობდა და ჰქონდა 38 გრადუსი ტემპერატურა, ჰოსპიტალში გადაყვანამდე რამდენიმე დღით ადრე.


image


იგი ამბობდა რომ "იცავდა კონსტიტუციას", უგულებელყოფდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციებს და უარი ამბობდა ტესტირებაზე, რადგან თვლიდა, რომ ნაცხის აღება იწვევდა ვირუსს.

მაურიციო ბურატი, რომელიც მუშაობდა მექანიკოსად, 22 დღე უიმყოფებოდა რეამინაციაში.გარდაიცვალა ორშაბათს, 27 დეკემებერს.

ბურატი, რომელიც ასევე ავრცელებდა ანტისემიტურ შეთქმულების თეორიებს, ბოლომდე ანტივაქსერად დარჩა და არაერთხელ უარყო Covid-19 ის არსებობა.

ეთერში ავადმყოფობით ტრაბახის შემდეგ, გადაცემის წამყვანებმა და მისმა თაყვანისმცემლებმა დაარწმუნეს ის საავადმყოფოში წასულიყო და ის უხალისოდ დათანხმდა. მაგრამ მან თქვა, რომ არ წავა საავადმყოფოში მშობლიურ მანტუაში, რადგან "იქ კომუნისტები არიან, მე მათ არ ვენდობი" და ამის ნაცვლად წავიდა ვერონაში.

image

თავის ერთ-ერთ ბოლო რადიოში განხორციელებულ ზარში ბურატიმ განაცხადა, რომ დატოვებს იტალიას და თავს შეაფარებს კორეას ან თურქეთს, რათა აიცილოს იძულებითი ვაქცინაცია.

ინფიცრებამდე შეთქმულების თეორეტიკოსი რეგულარულად მონაწილეობდა Covid-ის საწინაარმდეგო საპროტესტო აქციებში და იყო Green Pass-ის სასტიკი მოწინააღმდეგე, რომელიც აიძულებს ყველა იტალიელს ვაქცინაცია გაიკეთეონ ან წარადგინონ კოვიდზე ანტისხეულების მტკიცებულება.



ბურატი რადიო Zanzara-ში ათის წლის განმავლობაში რეგულარულად რეკავდა, თავიდან იგი დიდ ფარმას და „ებრაულ ლობს“ ეწინააღმდეგება. მისმა შეხედულებებმა მას სამსახური დააკარგვინა, როდესაც კოვიდ-პანდემია დაიწყო, მისი ყურადღება ახალ ინფექციაზე გადაერთო და მას რადიოში ჩვეულებრივ რეგულარულად უთმობდნენ, რათა გაეზიარებინა თავისი წარმოუდგნელი თეორიები.

image

შოუს წამყვანმა დავიდე პარენცომ თქვა: „განისვენე მშვიდად, სადაც არ უნდა იყო, ძველი შეთქმულების თეორეტიკოსო. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ თქვენი სევდიანი ისტორია მაგალითი იქნება ყველა მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვაქცინების ეფექტურობასთან დაკავშირებით ეჭვი უჩნდება."


image

ასევე იხილეთ


კიკბოქსინგის ჩემპიონი, რომელიც ცნობილია როგორც The Undertaker, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა მას შემდეგ, როდესაც არ დაიჯერა რომ Covid-19 ჰქონდა და საავადმყოფოდან გაწერეს, რათა "პატარა ვირუსი" ჟანგბადით ემკურნალა. ფრედერიკ სინისტრა (Frederic Sinistra) გარდაიცვალა ვირუსის გართულების შედეგად ბლუში, ბელგია, ლ...


ირლანდიელი პენსიონერი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და საავადმყოფოში მკურნალობდა, მისმა "კეთილისმყოფელმა", იტალიელმა "მეგობარმა" ანტივაქსერმა დაარწმუნა, რომ საავადმყოფო დაეტოვებინა, თუ უნდოდა რომ გადარჩენილიყო...რამდენიმე დღის შემდეგ ის კოვიდ-19-ით გარდაიცვალა. 67 წლის პაციენტს ჯო მაკარონუს დონეგალის...


39 წლის მამაკაცმა, რომლის მეუღლემ უარი უთხრა ექიმებს აპარატიდან გამოერთოთ მისი ქმარი და საბოლოოდ გადარჩა, ისაუბრა კოვიდთან დაუღალავ ბრძოლის შესახებ. ადამ ბენქსი გამოცემა Daily mail -ы მოუთხრობს, თუ როგორ ისწავლა თავიდან სიარული, საუბარი და საჭმლის გადაყ


ინგლისში საავადმყოფოებში კოვიდის დიაგნოზით მოხვედრილი ავადმყოფების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით განახევრებულია, იმისდა მიუხედავად, რომ ინფიცირების შემთხვევები სამჯერ მეტია, იუწყება ბრიტანული გამოცემა Dailymail-ი. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ როგორც ჩანს ახალი შტამი "ომიკრონი" იწვევს ბევრად ნაკლებ გართულებას, ამჟამა...

1
174
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
174
  
2021, 30 დეკემბერი, 18:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1